როდესაც ვაჭრობთ ფორექსსა და კონტრაქტებზე ფასთა შორის სხვაობაზე (CFD), გამოიყენება საკრედიტო მხარი, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი შემოსავალიც და ზარალიც. რაც უფრო დიდია პოტენციური მოგება, მით მეტია რისკიც. სანამ დაიწყებთ Forex-ზე და CFD-ზე ვაჭრობას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ რისკის მიღება არის საკრედიტო მხარით ვაჭრობის წინაპირობა.
ფორექსის ბაზარზე არის ბევრნაირი რისკი, მაგრამ არსებობს მათი შემსუბუქების სხვადასხვა გზა. ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა დაიყვანოთ ზარალი მინიმუმამდე, Forex რისკების მართვის სტრატეგიების გამოყენებით. ამასთან, გახსოვდეთ, რომ ჩვენი მიზანია ცოდნის გაზიარება და არა მოქმედებისკენ მოწოდება.
წაიკითხეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო, რათა გაიგოთ მეტი ფორექს ვაჭრობისა და რისკების მართვის შესახებ.
გახსენით უფასო დემო ანგარიში რათა ივაჭროთ რისკების გარეშე.
გაეცანით ჩვენს ხშირად დასმულ კითხვებს (FAQ), სანამ დაიწყებთ ვაჭრობას რეალურ ანგარიშზე.
ფორექსზე მოგების მიღების შესაძლებლობა ყოველთვის ასოცირდება გარკვეულ რისკებთან. რისკის მენეჯმენტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს დანაკარგების შეზღუდვას პოტენციურად მაღალი შემოსავლების შენარჩუნებისას.
ფორექსის რისკის მართვა ემყარება ოთხ მნიშვნელოვან პრინციპს, მათ შორის:
ბაზრის შეფასება არის მთავარი ამოსავალი წერტილი, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ტრეიდერებისთვის. დიახ, პოზიციის გასახსნელად სწორი დონის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია - მაგრამ გამოცდილი ტრეიდერები მიიჩნევენ, რომ რისკის მართვაც ერთნაირად მნიშვნელოვანია.
ერთ -ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ირჩევენ ფორექსზე ვაჭრობას, არის საკრედიტო მხარის გამოყენების შესაძლებლობა. რატომ? იმიტომ, რომ საკრედიტო მხარი საშუალებას გაძლევთ ვაჭრობა განახორციელოთ ნაკლები მარჟითა და ნაკლები ინვესტიციით და გამოიმუშავოთ მეტი. თუმცა, არსებობს მეორე მხარეც - დიდი მოცულობის შეიძლება იყოს არა მხოლოდ მოგება, არამედ ზარალიც.
VIPTRADE გთავაზობთ საკრედიტო მხარს ფორექსზე 1:25 - დან 1: 200 - მდე. მაგალითად, საკრედიტო მხარი 1: 100-ით თქვენ შეგიძლიათ გახსნათ 10,000 აშშ დოლარის ოდენობის კონტრაქტი, მხოლოდ 100 აშშ დოლარის მარჟით.
რაც უფრო მაღალია საკრედიტო მხარი, მით უფრო სწრაფად მიიღებთ შემოსავალს ან ზარალს. თუ თქვენ განიცდით დიდ დანაკარგებს, ეს შესაძლებელია მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ იყენებთ ძალიან მაღალ საკრედიტო მხარს. თუმცა ამავე დროს, საკრედიტო მხარი შესაძლებელს ხდის ვაჭრობას მინიმალური კაპიტალით და პოტენციურად მაღალი მოგებით. ამიტომ შეარჩიეთ, ისეთი საკრედიტო მხარი, რომელიც შეესაბამება თქვენს კაპიტალს.
ისწავლეთ ვაჭრობა რისკის გარეშე VIPTRADE-ის დემო ანგარიშზე
დემო ანგარიშის გახსნაForex-ზე ვაჭრობისას ბაზარი მუდმივად მოძრაობს, ამიტომ თითოეული ვაჭრობა იხსნება მცირედი უარყოფითი მაჩვენებლით, რადგან პოზიციის გახსნისას გაკლდებათ სპრედი (სხვაობა ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის). ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ თქვენი ბაზრის შეფასება ყოველთვის სწორი არ არის და ზოგჯერ ამის გამო კარგავთ მოგებას. მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი ზარალის ოდენობა, ზარალის შეჩერების (Stop Loss) დონის დაყენებით. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზარალის შეჩერების, მიმდინარე ფასთან ახლოს დაყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პოზიციის დახურვა ბაზრის მცირე არასტაბილურობაზეც კი.
გახსოვდეთ, რომ ყველა გარიგება არ დაიხურება მოგებით
ბაზარზე 24 საათის განმავლობაში, კვირაში 5 დღე, გავლენას ახდენს სხვადასხვა სიახლეები, მოსაზრებები, ტენდენციები. მაგალითად:
მაშინაც კი, თუ აქტიურად ადევნებთ თვალს ბაზარს, შეუძლებელია ყველა ცვლილების პროგნოზირება. რისი თქმა გვსურს ამით? შექმენით ავტომატური მექანიზმი პოზიციების დახურვისთვის, მაგალითად, გამოიყენეთ ზარალის შეჩერება (Stop Loss). მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ბრძანება არ დაგეხმარებათ ზარალის სრულად აცილებაში, არამედ მხოლოდ შეამცირებს თქვენს დანაკარგებს ფასის არახელსაყრელი მოძრაობის შემთხვევაში.
ფასების მნიშვნელოვანი ნახტომი ნაჩვენებია დიაგრამაზე. ბაზრის გეპი ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როდესაც ბაზრები დახურულია, მაგრამ ღია ბაზრებსაც შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ მოულოდნელ ეკონომიკურ სიახლეებზე, რის შედეგად პოზიციები იხურება სასურველი ფასისგან მოშორებით. Რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ნახტომის (გეპის) შემდეგ ავტომატური ორდერებიც კი, როგორიცაა ზარალის შეჩერება (stop loss) ვერ დახურავს პოზიციას იმ ფასად, რაც ტრეიდერს ქონდა მითითებული. EUR / USD სქემის მაგალითი გვიჩვენებს:
ამ დიაგრამაში არსებული გეპი ნაჩვენებია, როგორც უარყოფითი გასრიალება, მაგრამ რასაკვირველია, ასეთი ზომის გეპს ასევე შეუძლია გამოიწვიოს პოზიტიური გადახრა - სადაც თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ მოგებას, ვიდრე ნავარაუდები გქონდათ.
კოტირება შეიძლება ძალიან სწრაფად იცვლებოდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი აქტიური და მღელვარეა. სწორად განსაზღვრული და განთავსებული ზარალის შეჩერება (S/L) როგორც წესი, რეაგირებს უფრო სწრაფად, ვიდრე თავად ტრეიდერი, სწორედ ეს აქცევს მას ფორექსის რისკების მართვის ერთ -ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად. ჩვენი MT5 ანგარიშით, ორდერის გახსნისას შეგიძლიათ შექმნათ კონკრეტული ზარალის შეჩერება ან განათავსოთ ზოგადი ზარალის შეჩერება ყველა ღია ორდერისთვის.
სწორი ზარალის შეჩერების (S/L) განთავსების დონე განხილულია უამრავ სტატიაში, მაგრამ არ არსებობს ერთი "ოქროს წესი", რომელიც მოერგება ყველა გარიგებას. თითოეული ვაჭრობისთვის, თქვენ უნდა აირჩიოთ ზარალის შეჩერების (S/L) შესაბამისი ლიმიტი, რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემით.
>რა დროის ინტერვალებში ვვაჭრობ ? (დაიმახსოვრეთ - რაც უფრო ხანგრძლივად არის გახსნილი ორდერი, მით მეტი ვოლატილობის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს)
>რა არის ჩემი მიზნობრივი ფასი და როდის ველოდები მის მიღწევას?
>არის თუ არა ჩემს ანგარიშზე საკმარისი სახსრები და რა არის ჩემი მიმდინარე ბალანსი?
>მაქვს თუ არა გახსნილი რაიმე პოზიციები?
>ემთხვევა თუ არა ჩემი ორდერის მოცულობა, ჩემი ანგარიშის მოცულობასა და ბალანსს? ასევე დროის შუალედსა და ბაზრის ამჟამინდელ მდგომარეობას?
>როგორია ბაზრის მონაწილეების ზოგადი განწყობა? (მაგალითად: ვოლატილობა, არასტაბილურობა, ღელვა, სიახლეების მოლოდინი ან სხვა გარე ფაქტორები)
>რამდენი ხნით არის ეს ბაზარი ღია? (მაგალითად: ახლოვდება თუ არა შაბათ -კვირა ან თუ იხურება ბაზარი ღამით)
ვინაიდან არ არსებობს ზარალის შეჩერებასთან მუშაობის უნივერსალური წესი , ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ჩვენი უფასო დემო ანგარიში, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ ვაჭრობა რისკების გარეშე. მასზე შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვა სცენარი და შეამოწმოთ ზარალის შეჩერების (S/L) სხვადასხვა დონე სხვადასხვა სიტუაციებში. თუ თქვენ გაქვთ რეალური ანგარიში, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური დამატება Supreme Edition, MT5– ისთვის. ახალი სავაჭრო ტერმინალი, რომელიც აჩვენებს რისკის დონეს, როდესაც ზარალის შეჩერება (S/L) მითითებულია ანგარიშის ვალუტაში.
გამოცადეთ რისკების მენეჯმენტის პრაქტიკა და შეამოწმეთ ზარალის შეჩერების (S/L) სხვადასხვა დონე ჩვენს უფასო დემო ანგარიშზე. ისწავლეთ რისკების გარეშე ვაჭრობა!
დემო ანგარიშის გახსნასაუკეთესო ტრეიდერებსაც კი არ შეუძლიათ აბსოლუტური მომგებიანობის გარანტია. Forex-ის ის კარგი მაჩვენებელია თუ 10 გარიგებიდან, 5-დან 8- მდე მომგებიანად იქნება შესრულებული. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ორდერის მოცულობა განთავსებისას სწორად იყოს გამოთვლილი იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ გქონდეთ საკმარისი სახსრები წარმატებული ვაჭრობისთვის.
მოგეხსენებათ, მაღალი საკრედიტო მხარის არჩევა ზრდის თქვენს რისკს, ამიტომ რამდენიმე უარყოფითმა გარიგებამ შეიძლება გააფუჭოს თქვენი საერთო სავაჭრო შედეგი. VIPTRADE- ში თქვენ შეგიძლიათ:
არ დაგავიწყდეთ გარეგანი ფაქტორების გავლენის გათვალისწინება რისკების მართვის სტრატეგიებში, არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სავაჭრო კოტირებაზე, მაგალითად:
გამოიყენეთ ჩვენი სავაჭრო კალკულატორი სავაჭრო სცენარების ექპერიმენტირებისთვის
სცადეთ სავაჭრო კალკულატორითქვენ ალბათ უკვე იცით, რომ VIPTRADE მრავალი წელია უზრუნველყოფს მარტივ და პროფესიონალურ წვდომას ფინანსურ ბაზრებზე. იცით თუ არა, რომ ჩვენ ასევე ვაძლევთ ექსკლუზიურ დაცვას და დამატებით გადაწყვეტილებებს უფასოდ?
ეს არის გაფრთხილება, როდესაც ანგარიშის კაპიტალი ჩამოდის საჭირო ზღვრის დონის ქვემოთ. რომელიც დაგეხმარებათ დროული გადაწყვეტილებების მიღებაში დახუროთ თუ არა გარიგება.
თქვენი ანგარიშის ბალანსი MT5-ზე მონიშნული იქნება წითლად, როდესაც ზღვრის დონე მიაღწევს 100%-ს.
Stop Out- ის დონე და მარჟის ზარი- დამხმარე სასარგებლო ინსტრუმენტებია, ისინი გეხმარებათ დაიცვათ თქვენი ანგარიში დიდი დანაკარგებისგან, შემდეგი სახით:
სტოპ აუთები არ იცავს სრიალისგან, რადგან ისინი არ სრულდება დაუყოვნებლივ, არამედ მხოლოდ ხურავს პოზიციის უახლოეს ხელმისაწვდომ ფასად. ფასი, რომელზეც ხორციელდება სტოპ აუთი შეიძლება განსხვავდებოდეს იმ ფასისაგან, რომელიც გახდა სტოპ აუტის მიზეზი.
როდესაც სტოპ აუთი გააქტიურებულია, ღია კონტრაქტები (ან გარიგებები) სათითაოდ იხურება, დაწყებული იმ გარიგებით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ზარალი. პოზიციების დახურვის შემდეგ, თქვენს ანგარიშზე არსებული ზღვარი გადაანგარიშდება დარჩენილი ღია გარიგებების გათვალისწინებით. თუ თქვენი ანგარიში კვლავ მიაღწევს სტოპ აუთის დონეს, დაიხურება შემდეგი ასევე ყველაზე დიდი ზარალით გახსნილი ვაჭრობა.
შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა 2015 წლის 15 იანვარს მოულოდნელად განაცალკევა შვეიცარიული ფრანკისა და ევროს წყვილი. რამაც გამოიწვია ჭარბი რაოდენობის სალდო ბაზრის ერთ მხარეს. ამის გამო ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობდა ლიკვიდურობა, რამაც, თავის მხრივ, თითქმის შეუძლებელი გახადა გარიგებების განხორციელება, ასეთი საბაზრო სიტუაციის დროს. გარიგებები სრულდებოდა დიდი შეფერხებებით- მათი საწყისი ღირებულებებისგან შორს. ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი დანაკარგები, ასევე მნიშვნელოვანი უარყოფითი ანგარიშის ნაშთები მრავალი ტრეიდერისათვის.
ასეთი „შავი გედის ეფექტი“ ძალზე იშვიათია. მაგრამ იმისდა მიუხედავად, რომ VIPTRADE გთავაზობთ მკაფიო, ღია ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებული სავაჭრო სტრატეგიების შემუშავებაში, წინასწარ ვერავინ გაიგებს „შავი გედის ეფექტი“ შესახებ! შვეიცარიის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებით კი ორი რამ ცხადი იყო:
„შავი გედის ეფექტის" შედეგები არ შეიძლება იყოს დაგეგმილი ან გათვლილი, ასე რომ წარმატებული ტრეიდერის წესია მხოლოდ იმ კაპიტალით ივაჭროს, რომლის დაკარგვის უფლებასაც მისცემს საკუთარ თავს.
ბაზარზე არსებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, სავაჭრო რისკები, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ მომავალში, მოიცავს სწავლას წარსული გარიგებებისგან. ამრიგად, თქვენი სავაჭრო ისტორიის ანალიზი და და სავაჭრო ჟურნალის წარმოება არის გონივრული ზომის მიღება.
ფორექსის ბაზარზე თქვენი წინა გარიგებების ანალიზი თითქმის ყოველთვის მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას თქვენი რისკებისა და თქვენი პირადი სისუსტეების შესახებ. მაგალითად, თქვენ შესაძლებელია გაარკვიოთ, რომ:
სწავლის შესაძლებლობები რა თქმა უნდა უსასრულოა, მაგრამ მთავარი აზრი არის ის, რომ თქვენი წარსული გარიგების გაანალიზებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს მომავალზე. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა აუცილებელია წარმატებული ვაჭრობისთვის.
MT5-ის მოწინავე ანალიზის მახასიათებლები, როგორიცაა მოწინავე კავშირები და სავაჭრო ანალიზის განყოფილება, დაგეხმარებათ თქვენი ანალიზის პროცესში ვრცელი სავაჭრო ინფორმაციით და თქვენი ანგარიშის ბალანსის კორექტირებით ყოველი დასრულებული ვაჭრობის შემდეგ.
ისწავლეთ ვაჭრობა რისკის გარეშე VIPTRADE-ის დემო ანგარიშზე
დემო ანგარიშის გახსნაForex და CFD სავაჭრო ბაზარი გთავაზობთ საინტერესო შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს ყოველდღიური გრძელვადიანი და მოკლევადიანი გარიგებების საშუალებით. მაგრამ გახსოვდეთ: თუ თქვენ არ ხართ ჩართული რისკების მართვაში, ვაჭრობამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ზარალი. თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ მიიღოთ შემოსავალი 10 -დან 8 შემთხვევაში, მაგრამ ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მყისიერად დაგაკარგვინოთ ეს მიღწევები.
ჩვენ ვიცით, რომ პირველი წარუმატებელი ვაჭრობის ფსიქოლოგიური ფაქტორები შეიძლება დამთრგუნველი იყოს ახალბედა ტრეიდერებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ წარუმატებლობა არის ვაჭრობის გამოცდილების ნაწილი. სანამ თქვენს პირველ პოზიციას გახსნით, მნიშვნელოვანია გესმოდეთ:
ეს სტატია ემსახურება ტრეიდერის რისკების მართვის მიმოხილვას, სასარგებლო კონტრ ზომების ახსნა-განმარტებით. თუმცა, VIPTRADE არ გთავაზობთ ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას, ამიტომ გთხოვთ:
რისკის მართვის სწორი ღონისძიებების არჩევა და მათი თანმიმდევრული გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს შედეგს და შეამცირებს თქვენს დანაკარგს.