თანხის შეტანა და გატანა

მოცემულ ცხრილში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ VIPTRADE-ის სავაჭრო ანგარიშიდან თანხების დეპოზიტირებისა და განაღდების გზები.

მეთოდი სისტემა მისაღები ვალუტა საკომისიო და გადასახადები მინიმალური ოდენობა მაქსიმალური ოდენობა დამუშავების დრო დეპოზიტი
საბანკო გადარიცხვა დამოკიდებულია საცხოვრებელ ქვეყანაზე, მათ შორის მოიცავს ვალუტას: EUR / USD / GEL / GBP 0,5% + ბანკის საკომისიოები არ არის მინიმალური ზღვარი არ არის მაქსიმალური ზღვარი 3 სამუშაო დღე დეპოზიტი
ბარათით გადახდა დამოკიდებულია საცხოვრებელ ქვეყანაზე, მათ შორის მოიცავს ვალუტას: EUR / USD / GEL / GBP 3% არ არის მინიმალური ზღვარი არ არის მაქსიმალური ზღვარი 3 სამუშაო დღე დეპოზიტი
სხვა გადახდის მეთოდები დამოკიდებულია საცხოვრებელ ქვეყანაზე, მათ შორის მოიცავს ვალუტას: EUR / USD / GEL / GBP საკომისიოს გარეშე არ არის მინიმალური ზღვარი არ არის მაქსიმალური ზღვარი 3 სამუშაო დღე დეპოზიტი
მეთოდი სისტემა მისაღები ვალუტა საკომისიო და გადასახადები მინიმალური ოდენობა მაქსიმალური ოდენობა დამუშავების დრო დეპოზიტი
საბანკო გადარიცხვა დამოკიდებულია საცხოვრებელ ქვეყანაზე, მათ შორის მოიცავს ვალუტას: EUR / USD / AUD / BGN / CHF / CZK / GBP / HRK / HUF / NOK / PLN / RON / RUB / SEK 35 აშშ დოლარი არ არის მინიმალური ზღვარი არ არის მაქსიმალური ზღვარი 3 სამუშაო დღე თანხის გატანა
ბარათით გადახდა დამოკიდებულია საცხოვრებელ ქვეყანაზე, მათ შორის მოიცავს ვალუტას: EUR / USD / AUD / BGN / CHF / CZK / GBP / HRK / HUF / NOK / PLN / RON / RUB / SEK საკომისიოს გარეშე არ არის მინიმალური ზღვარი არ არის მაქსიმალური ზღვარი 3 სამუშაო დღე თანხის გატანა
გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით დამოკიდებულია საცხოვრებელ ქვეყანაზე, მათ შორის მოიცავს ვალუტას: EUR / USD / AUD / BGN / CHF / CZK / GBP / HRK / HUF / NOK / PLN / RON / RUB / SEK საკომისიოს გარეშე არ არის მინიმალური ზღვარი არ არის მაქსიმალური ზღვარი 3 სამუშაო დღე თანხის გატანა

შპს თრეიდ ჰოლდინგი - ის თანხის გადახდის წესები და პირობები

ეს პირობები (შემდგომში „პირობები“) ვრცელდება კომპანია შპს ვიპტრეიდის (სარეგისტრაციო ნომერი: 384 შპს 2020) მისამართი: სენტ - ვინსენტი და გრენადინები, ქალაქი კინგსტაუნი, შპს სენტ - ვინსენტი ბანკის შენობა, ჯეიმსის ქუჩა, პირველი სართული, საფოსტო ინდექსი 1574. კლიენტების მიერ შესრულებულ ნებისმიერ გადარიცხვაზე. კლიენტის სავაჭრო ანგარიშზე თანხების დეპოზიტირების ან თანხის მოხნაზე სავაჭრო ანგარიშიდან (შემდგომში ”გადახდა”) რომელიც გახსნილია შპს თრეიდ ჰოლდინგი– ში.

შპს თრეიდ ჰოლდინგი– სთვის გადახდის განხორციელების მოთხოვნის წარდგენისას, თითოეული კლიენტი ადასტურებს, რომ წაიკითხა და ეთანხმება ამ პირობებსა და გადახდის მეთოდის სპეციალურ პირობებს, რომელიც არჩეულია ტრეიდერის პირად კაბინეტში. იმ საკითხებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ პირობებით, მოქმედებს შპს თრეიდ ჰოლდინგი- ის ზოგადი პირობები.

1. გადახდა

1.1 შპს თრეიდ ჰოლდინგი იტოვებს უფლებას, დაადასტუროს ან უარყოს მომხმარებელთა გადახდის მოთხოვნები, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს.

1.2 დეპოზიტი ტრეიდერის სავაჭრო ანგარიშზე ისახება ერთი სამუშაო დღის განმავლობაში (09: 00-17: 00 სთ), მას შემდეგ რაც თანხა ფიქსირდება შპს თრეიდ ჰოლდინგი- ის საბანკო ანგარიშზე.

1.3 შპს თრეიდ ჰოლდინგი, ტრეიდერის მიერ დაფიქსირებულ განაცხადს თანხის განაღდებასთან დაკავშირებით ამუშავებს იმავე სამუშაო დღეს, თუ მოთხოვნა დაფიქსირდება 17:00 საათამდე. ხოლო ის განაცხადები, რომელიც შპს თრეიდ ჰოლდინგი-ში შემოვა არა სამუშაო დღეებში ან შაბათ – კვირას 17:00 საათის შემდეგ დამუშავდება მომდევნო სამუშაო დღეს.

1.4 შპს თრეიდ ჰოლდინგი არ იღებს და არ ამუშავებს გადახდის მოთხოვნებს, სადაც მითითებულია სხვისი (მესამე პირის) კუთვნილი ანგარიშის ნომერი.

1.5 თანხის გატანის შემთხვევაში, შპს თრეიდ ჰოლდინგი იტოვებს უფლებას, მოთხოვნა შეასრულოს იმავე ბანკში, იგივე ანგარიშზე ან შუამავალ ბანკში, რომელსაც კლიენტი იყენებს დეპოზიტის ან ნებისმიერი წინა გადახდებისთვის, მის მიერ გადარიცხვის მეთოდის არ არჩევის ან არჩევის მიუხედავად.

1.6 შპს თრეიდ ჰოლდინგი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეაჩეროს გადახდის შესრულება და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები გადახდების წყაროს დასაზუსტებლად, ან სხვა მიზნებისთვის.

2. დამატებითი ინფორმაცია გადახდის წესების შესახებ

2.1 გადახდების შესრულებასთან დაკავშირებული დეტალური ასპექტები (მაგალითად, გადახდის ლიმიტები, ვადები და ა.შ.) შეგიძლიათ იხილოთ თქვენს პირად კაბინეტში მოთხოვნის წარდგენის შემდეგ. თითოეული მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, თვალყური ადევნოს გადახდის დეტალებს მოთხოვნის განთავსებამდე.

3. მცდარი ან არასწორი გადახდის მოთხოვნა

3.1 კლიენტი უნდა ეცადოს, თავიდან აიცილოს გადახდის მოთხოვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი უზუსტობა. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტმა არასწორი მოთხოვნა გამოგზავნა, შპს თრეიდ ჰოლდინგი არ არის ვალდებული გადახდის სერვისის პროვაიდერისგან მოითხოვოს კლიენტისთვის რაიმე სახის ხარჯის ანაზღაურება. კლიენტი პასუხისმგებელია შპს თრეიდ ჰოლდინგი– სთვის კომპენსაციის გადახდაზე, ასევე თუ კლიენტის მცდარი მოთხოვნის შედეგად კომპანია იზარალებს, მისი ნებისმიერი ხარჯისა და ზიანის ანაზღაურებაზე.

4. საკომისიო

4.1 შპს თრეიდ ჰოლდინგი, კლიენტის სავაჭრო ანგარიშზე არ იღებს მესამე პირების მიერ დარიცხულ დეპოზიტს. სავაჭრო ანგარიშები, რომელზეც განხორციელდება ასეთი ოპერაცია, დაიბლოკება და თანხა დაბრუნდება გადმომრიცხავის ანგარიშზე. ამ შემთხვევაში, თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება თავდაპირველ გამგზავნს, ანუ მესამე პირს.

4.2 თუ კლიენტის სავაჭრო ანგარიშის საბაზისო ვალუტა განსხვავდება გადარიცხული თანხების საბაზო ვალუტისაგან, გადასარიცხი თანხა დაკონვერტირდება კლიენტის სავაჭრო ანგარიშის საბაზო ვალუტაზე. თანხის კონვერტაციისთვის გამოყენებული იქნება შპს თრეიდ ჰოლდინგი- ისთვის მიმღები ბანკის (სადაც განხორციელდა გადარიცხვა) გაცვლითი კურსი.

4.3 თუ გადარიცხვისას კლიენტს დაეკისრება საბანკო მომსახურების დამატებითი გადასახადი (მიმღები ბანკიდან ან შუამავალი ბანკიდან), ეს თანხა ჩამოიჭრება გადარიცხული სახსრებიდან. შედეგად, მომხმარებელი მიიღებს საკომისიო გამოკლებულ თანხას. შპს თრეიდ ჰოლდინგი არ არის პასუხისმგებელი სხვა ბანკების მიერ დაკისრებული მომსახურების საკომისიოზე.

4.4 თუ გადარიცხვა ხორციელდება შპს თრეიდ ჰოლდინგი- ის საბანკო ანგარიშზე, რომელიც მოითხოვს მომსახურების საფასურის ხარჯებს. ეს ხარჯები ჩამოიჭრება თანხის იმ ოდენობიდან, რომელიც გადაირიცხება კლიენტის სავაჭრო ანგარიშზე.

4.5 მოქმედი საკომისიოები ირიცხება იმავე საბაზო ვალუტაში, რომელიც გამოიყენება კლიენტის სავაჭრო ანგარიშზე, ანუ თუ ანგარიშის საბაზო ვალუტაა ევრო, საკომისიო ირიცხება ევროში, ხოლო თუ ანგარიშის საბაზო ვალუტაა ბრიტანული ფუნტ სტერლინგი, მაშინ საკომისიო ჩამოგეჭრებათ ფუნტში.

4.6 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაჭრობას შეიძლება მოყვეს დამატებითი გადასახადი, რომელიც დაკავშირებულია განახლებასთან (მაგალითად სვოპი ან პროცენტი) ნებისმიერი ინსტრუმენტის პოზიციებზე, რომელიც გადადის მომდევნო სამუშაო დღეს და ასევე საკრედიტო / სადებეტო კორექტირება დივიდენდებზე, CFD აქციებისა და ინდექსებისთვის, შპს თრეიდ ჰოლდინგი- ის ვებ-საიტის კონტრაქტის სპეციფიკაციების ნაწილში მითითებული პირობების შესაბამისად.

5. ადგილობრივი კანონმდებლობა

5.1 ვინაიდან სხვადასხვა რეგიონის კანონები და რეგულაციები ფინანსური მომსახურებისა და ფულადი ოპერაციების შესახებ შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, თითოეული მომხმარებელი პასუხისმგებელია ადგილობრივი რეგულაციის, კერძოდ, ნებისმიერი მოქმედი საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე.

6. გადახდის სისტემების გაუმართაობა

6.1 თითოეულმა მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ონლაინ გადახდის სისტემებს ხშირად ახლავს შეფერხებები და დარღვევები. კერძოდ, რაც კი დაკავშირებულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან. კლიენტს ვურჩევთ, თვალი ადევნოს თავისი ანტივირუსული პროგრამების განახლებებს და მუდმივად შეამოწმოს კომპიუტერი ვირუსებზე.

6.2 შპს თრეიდ ჰოლდინგი არ აგებს პასუხს გადახდის სისტემის პროვაიდერის საკუთრებაში არსებული ოპერაციული საგადასახადო სისტემის ან / და სხვა ტექნიკური სისტემის ნებისმიერი შეფერხებისა და სისტემური ხარვეზის შედეგებზე.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: