დაინტერესებული ხართ უცხოურ სავალუტო ბაზარზე ვაჭრობით, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი დრო და ტექნიკური ცოდნა? მაშინ PAMM ანგარიში საუკეთესო არჩევანია თქვენთვის
რა არის PAMM ანგარიში?
PAMM- პროცენტული გამოყოფის მართვის მოდული, ასევე ცნობილი, როგორც თანხების საპროცენტო განაწილების მართვა, არის ფორექსზე ვაჭრობის ერთ-ერთი ფორმა. ამ დროს ინვესტორი იღებს შესაძლებლობას თავისი თანხა დაანაწილოს სასურველ პროპორციებად, მის მიერ შერჩეულ კვალიფიციურ ტრეიდერთან / ფინანსურ მენეჯერებთან. რის შემდეგ ამ ტრეიდერებს/ფინანსურ მენეჯერებს შემოსავლის გამომუშავების მიზნით, შეუძლიათ მართონ რამდენიმე სავაჭრო ანგარიში საკუთარი კაპიტალისა და ასეთი გაერთიანებული თანხების გამოყენებით.
PAMM ანგარიშების შემდგომი დემონსტრირებისთვის, განვიხილოთ მაგალითი::
PAMM ანგარიშის მონაწილეები:
ინვესტორები (მაგალითად Peter, Paul, და Phil) დაინტერესებულნი არიან ფორექსზე ვაჭრობით შემოსავლის მიღების მიზნით, მაგრამ მათ ან არ აქვთ საკმარისი დრო , ან არ აქვთ ვაჭრობისთვის საკმარისი ცოდნა. აქვე წარმოგიდგენთ პროფესიონალ მენეჯერებს (მარკუსს და მეთიუს), რომლებსაც აქვთ გამოცდილება სხვა ადამიანების კაპიტალით ვაჭრობასა და მართვაზე, მათ ასევე აქვთ თავიანთი ინდივიდუალური სავაჭრო კაპიტალი. საბროკერო კომპანია ნიშნავს მარკუსსა და მეთიუს ფულის მენეჯერებად სხვა ინვესტორების ფულის სამართავად. ინვესტორებმა (Peter, Paul, და Phil) ასევე ხელი მოაწერეს შეზღუდულ მინდობილობას (LPOA). ხელმოწერილი ხელშეკრულების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინვესტორები თანხმდებიან გარისკონ ფორექსზე ვაჭრობა თავიანთი კაპიტალის არჩეულ მენეჯერზე გადაცემის გზით, რომელიც გამოიყენებს გაერთიანებულ თანხებს ფორექსზე ვაჭრობისთვის, თავისი სავაჭრო სტილისა და სტრატეგიის შესაბამისად. მასში ასევე აღნიშნულია, ის თუ რა ოდენობის თანხას (საკომისიოს ან პროცენტს) დააკისრებს ფინანსური მენეჯერი ინვესტორს ამ მომსახურების გაწევისთვის.
მაგალითის გასამარტივებლად, დავუშვათ, რომ სამივე ინვესტორი ირჩევს მარკუსს, თავიანთი წილის მმართველად ფორექსზე, ხოლო მარკუსი იღებს მოგების 10% -ს. ამ შემთხვევაში თითოეული ინვესტორისა და მენეჯერის საკუთარი სავაჭრო კაპიტალის წილი გამოიყურება შემდეგნაირად::
პროცენტულობის თვალსაზრისით, გაერთიანებული თანხების პამმ ანგარიშზე, სადაც არის 15,000 აშშ დოლარი. თითოეულ ინვესტორს ექნება შემდეგი წილი::
პოლი= 4,000 აშშ დოლარი / 15,000 აშშ დოლარი = 26,67% და ანალოგიურად
Peter = 23.33%
Phil = 16.67%
Marcus = 33.33%
(ყველა აქციის საერთო ჯამი ყოველთვის არის 1 ან 100%.)
დავუშვათ, გავიდა ერთი სავაჭრო პერიოდი (მაგალითად, თვე) და მარკუსი ახერხებს მიიღოს 30%-იანი მოგება საერთო კაპიტალით, რომელიც არის $ 19,500 ($ 15,000 + 30%-იანი მოგება ან $ 4,500).
ის იღებს მოგების 10% -ს ან 450 დოლარს. დარჩენილი $ 4050 მოგება ნაწილდება ინვესტორებზე მათი პროცენტული წილის შესაბამისად.:
Paul = $4,050 * 26.67% = $1,080
Peter =$4,050 * 23.33% = $945
Phil = $4,050 * 16.67% = $675
Marcus = $4,050 * 33.33% = $1,350
ჯამში = $19,050
დავუშვათ, რომ მარკუსის კარგი მუშაობისა და პირველივე ვადაზე 30%-იან შემოსავლის გამომუშავების გამო, სამივე ინვესტორმა გადაწყვიტა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება გარკვეული ვადით. პოლი და პიტერი არიან თავიანთი ინვესტირებული კაპიტალის (საწყისი + სარგებელი) ოდენობით, ხოლო ფილი ანაღდებს მოგებას და მას რჩება მხოლოდ მისი საწყისი ინვესტიცია $ 2,500. პიტერი ასევე იწვევს თავის მეგობარს, პაიკს, შეუერთდეს საერთო კაპიტალს, და პაიკს შემოაქვს $ 2,625. კიდევ ერთი ახალი ინვესტორი, პემი, რეგისტრირდება და ირჩევს მარკუსს, რომ მართოს მისი $ 1000. მარკუსის მთლიანი სავაჭრო კაპიტალის საერთო ჯამი ახლა $ 22,000 -ია.
თითოეული ინვესტორის პროცენტული წილი::
Paul = $5,080/22,000 = 23.09%
Peter = 20.20%
Phil = 11.36%
Marcus = 28.86%
Pike = 11.93%
Pam = 4.55%
მარკუსი ამ პერიოდში იღებს 15%-იან მოგებას (15% * $ 22,000 = 3300 $) და იღებს მის 10-იან წილს (330 $). დარჩენილი შემოსავალი $ 24,970 ნაწილდება ინვესტორებზე მათი პროცენტული წილის შესაბამისად.:
Paul = 23.09% * $2,970 = $685.80
Peter = $600.08
Phil = $337.50
Marcus = $857.25
Pike = $354.38
Pam = $135.00
მთლიანი თანხა = 24,970 აშშ დოლარი.
შემდეგ, დავუშვათ, რომ ყველა ინვესტორი აგრძელებს ინვესტიცირებას მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მარკუსთან, რომელიც სამწუხაროდ კარგავს 20%-ს. რაც ნიშნავს, რომ მარკუსს არ ექნება 10% -იანი ანაზღაურება და თითოეული ინვესტორის წილი გაერთიანებული ინვესტიციიდან 20% -ით შემცირდება, რაც მთლიან კაპიტალს (-4,994 აშშ დოლარი) 19,976 დოლარამდე ამცირებს.
Paul = $5,765.8 - 20% = $4,612.64
Peter = $4,036.06
Phil = $2,270.00
Marcus = $5,765.80
Pike = $2,383.50
Pam = $908.00
საერთო გაერთიანებული პამმ კაპიტალი მარკუსისთვის: = $19,976
ყოველი ვადის ბოლოს, ინვესტორს შეუძლია გააგრძელოს მუშაობა ფულადი სახსრების მიმდინარე მენეჯერთან, ნაწილობრივ/სრულად გადავიდეს სხვა ფულად მენეჯერზე, ან გამოიტანოს კაპიტალი.
• უზრუნველყოს უსაფრთხო, საიმედო პლატფორმა, რომელიც ფულის მენეჯერებსა და ინვესტორებს ურთიერთქმედების, თანამშრომლობის საშუალებას მისცემს.
• ნებადართული ნორმის ფარგლებში ხელი შეუწყოს ფულის მენეჯერების სავაჭრო საქმიანობას.
• ხელი შეუწყოს აღრიცხვას, ანგარიშის შევსებას, თანხების განაღდებას და სხვა მათთან დაკავშირებულ საქმიანობას.
• სავაჭრო პლატფორმის გარდა, საშუალება მისცეს ინვესტორებს და ფულის მენეჯერებს ურთიერთქმედონ ერთმანეთთან გამჭვირვალედ განიხილონ, შეაფასონ სავაჭრო პროცესი და მასთან დაკავშირებული მექანიზმები.
რა უნდა გახსოვდეთ და გაითვალისწინოთ::
ინვესტორები
• როგორც წესი, ინვესტორებს არ აქვთ სხვა სახის აქტივები ფორექსზე სავაჭროდ. გარდა იმისა, რასაც თავაზობს ფინანსური მენეჯერი.
• კაპიტალის დაკარგვის რისკი არის ინვესტორზე. მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ მიიღონ კარგი შემოსავალი, თუ ფინანსური მენეჯერი კარგად ვაჭრობს.
ფინანსური მენეჯერები
• მათ აქვთ წვდომა მხოლოდ იმ საერთო კაპიტალზე, რომელიც განკუთვნილია მათთვის სავაჭროდ. მათ არ შეუძლიათ თანხების გატანა ინვესტორების ანგარიშებიდან. მაგალითად, თუ პოლს სავაჭრო ანგარიშზე აქვს 9,000 აშშ დოლარი, მაგრამ მან მარკუსს სავაჭროდ მისცა მხოლოდ 4000 აშშ დოლარი, მარკუსი ვერ შეძლებს განახორციელოს ვაჭრობა ამ 4000 აშშ დოლარის მიღმა.
• შეუძლიათ ინვესტორებისთვის განსაზღვრონ, როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური თანხის ოდენობები.
• მათ შეუძლიათ მიიღონ ან უარი განაცხადონ ახალი ინვესტორების შემოთავაზებებზე სურვილისამებრ.
შეჯამება
პამმ ანგარიშები არის მარტივი და მოსახერხებელი გზა, რომელიც საშუალებას იძლევა აირჩიოთ თქვენი ფინანსური მენეჯერები ფორექს ვაჭრობისთვის. ამ ანგარიშებით ინვესტორები იღებენ შემოსავალს მინიმალური მონაწილეობით. თუმცა, პამმ ანგარიშები ასევე ატარებენ კაპიტალის დაკარგვის რისკებს, რომელიც დამოკიდებულია ფინანსური მენეჯერის მუშაობაზე. სასურველი შემოსავლის პოტენციალის და რისკის გააზრების შემდეგ პირებმა, პამმ ანგარიშის ბროკერისა და ფულის მენეჯერის არჩევისას უნდა გამოიჩინონ სათანადო ყურადღება.