შპს თრეიდ ჰოლდინგ-ში სავაჭრო ანგარიშის გახსნამდე, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს პროცედურებს, პირობებს და კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურებს „იცნობდე შენს მომხმარებელს“(KYC)-სთვის. ასევე გაეცანით ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა თაღლითური ქმედებების საწიინააღმდეგოდ მიმართულ წესებს (AML).
• იურიდიული დოკუმენტაცია ემსახურება ინფორმაციას ჩვენი იურიდიული ვალდებულებების შესახებ.
ფიზიკური პირებისთვის საჭირო დოკუმენტები :
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორიცაა პასპორტი ან მთავრობის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა (ID), ფოტოთი.
2. მისამართის / საცხოვრებლის დამადასტურებელი საბუთი, როგორიცაა კომუნალური გადასახადები ან საბანკო ამონაწერი, არაუმეტეს 3 თვისა.
* თუ შპს თრეიდ ჰოლდინგი წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ვერ ახერხებს ფიზიკური ან იურიდიული პირის ინფორმაციის ელექტრონულად იდენტიფიკაციას, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოვითხოვოთ დამატებითი დოკუმენტები (მათ შორის ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები მონაცემების გადამოწმების მიზნით). კლიენტის ხელშეკრულება - ავტომატურად იქმნება ტრეიდერის კაბინეტში რეალური ანგარიშის გახსნის განაცხადის შევსების შემდეგ.
იურიდიული პირებისთვის საჭირო დოკუმენტები :
1. იურიდიული პირის სახელით მოქმედი პირის პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ID) ;
2. სარეგისტრაციო დოკუმენტები (რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, მემორანდუმი, და ა.შ.) რეგისტრირებული იურიდიული პირის სახელით მოქმედების უფლების მქონე პირის (პირების) დანიშვნის ყველა ცვლილებით, დამატებით და დადასტურებით;
3. იურიდიული პირის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც ასევე უნდა შეიცავდეს ყველა საბოლოო ბენეფიციარის მფლობელის პირად მონაცემებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბოლოო ბენეფიციარი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი;
4. რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან კომუნალური გადასახადები და საბანკო ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ბიზნესის ადგილს (დოკუმენტი უნდა იყოს არაუმეტეს 3 თვისა);
5. მემორანდუმი
6. თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის / დირექტორის მისამართის დამადასტურებელი საბუთი. (არაუმეტეს 3 თვისა)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს თრეიდ ჰოლდინგის წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოითხოვონ დამატებითი საბუთები (თუ ეს საჭიროდ ჩაითვლება):
7. დამოწმებული მინდობილობა წარმომადგენლებისთვის;
8. წარმოდგენილი დოკუმენტების დამოწმებული და ნათარგმნი ასლები მონაცემების გადამოწმების მიზნით.
9. საგარანტიო და ანაზღაურების ხელშეკრულება.
ვერიფიკაცია - კლიენტის იდენტობის დადასტურება. ვერიფიკაცია შეიქმნა, პირველ რიგში, თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების მიზნით, იგი ასევე საჭიროა პაროლის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის აღსადგენად. VIPTRADE -ის ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო ანგარიშის ვერიფიკაცია სავალდებულო არ არის, იგი არის ნებაყოფლობითი პროცედურა, თუმცა ზოგიერთი სპეციალური შეთავაზების გამოყენებისთვის საჭიროა ანგარიშის შემოწმება. ვერიფიკაცია არ ახდენს გავლენას სავაჭრო პროცესზე, მისი გავლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თქვენი პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის დასკანერებული ასლით, რომელიც უნდა ატვირთოთ სავაჭრო ანგარიშის ვერიფიკაციისთვის განკუთვნილ გვერდზე.
ანგარიშის ვერიფიკაცია შეგიძლიათ თქვენს პირად კაბინეტში, ანგარიშის ვერიფიცირების განყოფილებიდან.
ანგარიშის გადამოწმებას შესაძლებელია დასჭირდეს 72 სამუშაო საათი.
VIPTRADE -ის ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო ანგარიშის ვერიფიკაცია სავალდებულო არ არის, იგი არის ნებაყოფლობითი პროცედურა, თუმცა ზოგიერთი სპეციალური შეთავაზების გამოყენებისთვის საჭიროა ანგარიშის შემოწმება/ვერიფიცირება.
დიახ, შესაძლებელია. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეპოზიტი/განაღდება ხორციელდება საბანკო ბარათის მეშვეობით, ვინაიდან საბანკო ბარათის საშუალებით თანხის შეტანა/გატანა მოითხოვს გადამოწმებას და პიროვნების იდენტიფიკაციას.
ვერიფიკაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რეკომენდებული დოკუმენტებია - პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID) ან მართვის მოწმობა.
დასკანირებული დოკუმენტის ასლის ზომა არ არის წინასწარ განსაზღვრული. თუმცა დოკუმენტი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, რათა შესაძლებელი იყოს მონაცემების ამოკითხვა. ფაილის მაქსიმალური ზომაა 5 MB.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები შეიძლება იყოს უარყოფილი შემდეგ შემთხვევებში: დაბალი ხარისხის დასკანირებული ასლი; შეუსაბამო დოკუმენტი, რომელიც არ არის საკმარისი ანგარიშის გადამოწმებისათვის (არ არის ფოტო ან სრული სახელი); თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი უკვე გამოყენებულია გადამოწმების პირველი საფეხურისთვის.
თუ თქვენ პრობლემა გაქვთ ფაილის ატვირთვის დროს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ დეტალური ინფორმაცია ხარვეზის/პრობლემის შესახებ [email protected] ზე, მიუთითოთ თქვენი ანგარიშის ნომერი და დაურთოთ პრობლემის სურათი (სქრინშოთი). თქვე ასევე შეგიძლიათ ხელახლა სცადოთ ატვირთვა სხვა ბრაუზერის გამოყენებით.
თუ თქვენ გაიარეთ ანგარიშის გადამოწმების ყველა ეტაპი, გეძლევათ შანსი ისარგებლოთ კომპანიის დამატებითი სერვისები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი გადაუმოწმებელი/არავერიფიცირებული ანგარიშებისთვის.
თუ ახალი სავაჭრო ანგარიში გახსნილია მთავარი გვერდიდან, სტანდარტული რეგისტრაციის პროცედურის გავლით, მაშინ საჭიროა დოკუმენტები აიტვირთოს ხელახლა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ანგარიში გაიხსნება პირადი კაბინეტიდან, ვერიფიკაციის სტატუსი ავტომატურად ენიჭება მეორე ანგარიშსაც.
ჩვენს კომპანია იყენებს თანამედროვე ტექნოლოგია SSL-ს (Secure Sockets Layer), რომელიც გამოიყენება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.SSL ტექნოლოგია უზრუნველყოფს საიმედო დაცვას, რომელიც ხელ უშლის მესამე პირების თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომას. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ უსაფრთხოების ტექნოლოგიებს, რათა თავიდან ავიცილოთ სისტემაში არალეგალური შესვლა და გამოვრიცხოთ ნებისმიერი არასანქცირებული წვდომა ჩვენს მონაცემთა ბაზაში.
დაწვრილებითი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი საიტის “კონდიფენციალურობის პოლიტიკის“ განყოფილებაში.