White Label

White Label პარტნიორობა

დაიწყეთ საკუთარი MetaTrader ბიზნესი ყველაზე დაბალ ფასად. ისარგებლეთ ჩვენი მომსახურებით და შექმენით თქვენი საკუთარი ბრენდი ფინანსურ ინდუსტრიაში.

MetaTrader 5
სავაჭრო პლატფორმა

პერსონალიზაცია
და ბიზნეს
მოდელები

ბაზრის
მასშტაბური დაფარვა

რას მოიცავს VipTrade White Label პარტნიორობა

MetaTrader 5 სავაჭრო პლატფორმა - კომპიუტერის, მობილურისა და ვებ-ბრაუზერის ვერსია

500 -ზე მეტი ინსტრუმენტი, მათ შორის FX, CFD ინდექსები, სასაქონლო პროდუქტები და უმსხვილესი აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის კომპანიების აქციები და ETF.

მოქნილი სპრედი 0.0 პიპსიდან

ანგარიშგების და რისკების მართვის ინსტრუმენტები

ხელმისაწვდომია რამდენიმე ბიზნეს მოდელი

სერვერები ლონდონის LD4– ში ულტრა სწრაფი შესრულებისთვის

მუშაობის პრინციპი

1

მოითხოვეთ გადმორეკვის სერვისი, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რომელი პლატფორმები და რა სახის ინსტრუმენტები გაინტერესებთ და მიიღეთ სასურველი შეთავაზება. თქვენთვის შესაფერისი გეგმის შერჩევის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მისი განხორციელების პროცესი.

2

წარადგინეთ ვერიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტები და ხელი მოაწერეთ ხელშეკრულებას. კონტრაქტის პირობები ასახავს ინფორმაციას პლატფორმების, ინსტრუმენტების, ბაზრის მონაცემების, რისკების მართვის მოდელის, თანხების, საკომისიოებისა და სპრედების შესახებ.

3

ჩვენ მოგაწვდით ვებ API– ს კლიენტის ანგარიშების შესაქმნელად MT5– ში და დაგეხმარებით ინტეგრაციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ ანგარიშები ხელით , რისთვისაც არ არის საჭირო ინტეგრაცია.

4

დაიწყეთ კლიენტების დაკავშირება და თქვენი ახალი პროექტის მართვა ჩვენი მუდმივი მხარდაჭერით.

White Label პარტნიორობა არის მარტივი გზა საკუთარი სავაჭრო ბიზნესის დასაწყებად, პლატფორმის გამოყენების სრული ლიცენზიის მოპოვების ან ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის შექმნის გარეშე. ჩვენ გთავაზობთ ქველიცენზიას პლატფორმის, მაღალი ლიკვიდურობისა და მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურის LD4 Equinix სერვერებზე - მსოფლიოში ერთ -ერთ საუკეთესო მონაცემთა ცენტრში - ამ ყველაფერს თქვენ იღებთ ერთი გადახდის განხორციელებისას.

როგორ მუშაობს White label პარტნიორობა:

  • • შეარჩიეთ ის პლატფორმები, სავაჭრო ინსტრუმენტები, სპრედი და საკრედიტო მხარი, რომელიც გსურთ შესთავაზოთ თქვენს კლიენტებს და გააფორმეთ ხელშეკრულება ჩვენთან.
  • • ჩვენ მოგაწვდით სავაჭრო პლატფორმის ბრენდირებულ ვერსიას თქვენი კომპანიის ლოგოთი და საკონტაქტო დეტალებით. გარდა ამისა, თქვენ მიიღებთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს ანგარიშის მონიტორინგის, რისკების მართვისა და ანგარიშგებისათვის.
  • • დაიწყეთ კლიენტებისთვის ანგარიშების გახსნა და მათგან დეპოზიტების მიღება სპეციალური პროგრამის გამოყენებით ან ვებ API– ის საშუალებით.
  • • თვალყური ადევნეთ თქვენი კლიენტების აქტიურობას და, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელეთ რისკების ჰეჯირება.

თუ თქვენ გახდებით White Label პარტნიორი, თქვენ მიიღებთ:

  • • სავაჭრო პლატფორმებს თქვენი კლიენტებისთვის (MT5 ვინდოუსი, MT5 iOS, MT5 ანდროიდი და MT5 ვებ-ტრეიდერი).
  • • პერსონალურ შეთავაზებას, რომელიც მოიცავს მომსახურების საფასურის ოდენობას და ტექნიკური პარამეტრების, ინსტრუმენტების, საკრედიტო მხარის, სპრედის, კლიენტთა ჯგუფების და ანგარიშის ვალუტების სრულ აღწერას.
  • • MT5 მენეჯერის პროგრამულ უზრუნველყოფას კლიენტების ანგარიშებისა და ტრანზაქციების მონიტორინგისთვის, ასევე ახალი კლიენტების ანგარიშების გახსნისათვის.
  • • MT5 ვებ API -ს , რომელიც თქვენს ვებ-გვერდზე აკავშირებს რეგისტრაციის ფორმას ჩვენს სისტემასთან, რის შედეგადაც თქვენს კლიენტებს შეეძლებათ ანგარიშების გახსნა ონლაინ.
  • • ინსტიტუციურ ანგარიშს MT5– ში არსებული შესაძლო რისკების ჰეჯირებისთვის.
  • • საბაზრო მონაცემები სავალუტო წყვილებზე, მათ შორის FX, CFD ინდექსებზე, სასაქონლო პროდუქტებზე და უმსხვილეს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის კომპანიების აქციებზე და ETF-ზე.

როგორც თქვენი White Label პარტნიორი, ჩვენ გთავაზობთ თქვენი კლიენტის ორდერების ტექნიკურ შესრულებას. თქვენ შეგიძლიათ არ ივაჭროთ ჩვენთან და გადაიხადოთ მხოლოდ საკომისიო გადასახადი, მაგრამ თქვენ ასევე ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა გამოიყენოთ ინსტიტუციონალური სავაჭრო ანგარიში, იმისათვის, რომ მოიხსნათ თქვენი პოზიციური რისკების ნაწილობრივი ან მთლიანი წილი.

ჩვენი ბაზრის მონაცემების შეთავაზება მოიცავს ძირითად სავალუტო წყვილებს, კროს კურსებს და ეგზოტიკური ვალუტის წყვილებს; ასევე ყველაზე პოპულარულ ინდექსებს და საქონელს - ყველაფერი უფასოდ!

ფასიანი ბაზრის მონაცემთა პაკეტი მოიცავს 500 – მდე CFD– ს აშშ – ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში უმსხვილესი კომპანიების აქციებსა და ETF–ს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ White Label პროგრამაში არის რამდენიმე ერთჯერადი და ყოველთვიური საკომისიო.:

1. პლატფორმის საფასური.

პლატფორმის გამოყენების საფასურის ოდენობა დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ პაკეტზე. ჩვენ გთავაზობთ MT5 სავაჭრო პლატფორმას კომპიუტერისთვის, MT5 მობილური მოწყობილობებისთვის და ვებ-ტრეიდერს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი ან რამდენიმე შემოთავაზებული პლატფორმა.

2.ბაზრის მონაცემთა საფასური.

საფონდო CFD და ETF მონაცემები შეგიძლიათ შეიძინოთ ყოველთვიურ გადასახადის დამატებით. CFD– ების საბაზრო მონაცემები სავალუტო წყვილების, ინდექსების და საქონლის შესახებ მოცემულია უფასოდ.

3. შესრულების/აღსრულების საფასური.

შესრულება/აღსრულების საფასური დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ ბიზნეს მოდელზე, თუმცა მისი ღირებულება $ 3 -დან $ 10 -მდე მერყეობს $ 1 მლნ-ის მოცულობაზე.

ზუსტი ფასის დასადგენად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ დაგიანგარიშებთ ყველა ხარჯს თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

იმისდა მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში არის რეგისტრირებული თქვენი კომპანია, შესაძლებელია დაგჭირდეთ ლიცენზიის მოპოვება. თუმცა როგორც წესი, ქვეყნების უმეტესობა მოითხოვს ლიცენზიას ფინანსური მომსახურების გაწევისათვის.

ჩვენ უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • • ყველა დირექტორისა და ბენეფიციარი მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები
  • • კომპანიის 25% -ის მფლობელი ყველა ბენეფიციარის მისამართის მტკიცებულება
  • • კომპანიის საბანკო ამონაწერი
  • • კომპანიის წესდება
  • • ლიცენზიის ან სერტიფიკატის დამადასტურებელი საბუთი, თქვენ ფინანსურ ინდუსტრიაში მუშაობის უფლების შესახებ
  • • ამონაწერი რეესტრიდან
  • • აქციონერთა სია
  • • დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს კონტრაგენტი კომპანიის სტრუქტურას
  • • იურიდიული პირის იდენტიფიკატორის კოდი (LEI)
  • • კომპანიის AML პოლიტიკა
  • • შევსებული W-8BEN-E ფორმა (ჩვენს მიერ მოწოდებული)
  • • შევსებული AML კითხვარი (ჩვენს მიერ მოწოდებული)
  • • ხელმოწერილი კლიენტის ხელშეკრულება (ჩვენს მიერ მოწოდებული)

თუ თქვენ გაქვთ კითხვები საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ან გსურთ მიიღოთ დამატებითი განმარტებები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

Forex White Label ბიზნესი ხელშეკრულებას აფორმებს არსებულ FX საბროკერო ფირმასთან, ბროკერის სავაჭრო პლატფორმაზე წვდომისა და ლიკვიდურობის მისაღებად, მაგრამ White label პარტნიორობის უნიკალური ბრენდის ქვეშ.

ჩვენ არ ვართ გადახდის სისტემების, CRM, KYC ან ონლაინ ჩეთის პლატფორმების მიმწოდებელი - მათი შეძენა შეგიძლიათ სხვა პროვაიდერებისგან დამოუკიდებლად.

ინტეგრაციას სჭირდება 2 კვირამდე დრო, მაგრამ ინტეგრაციისთვის მომზადების პროცესი, ჩვეულებრივ, უფრო დიდხანს გრძელდება. მის დასაწყებად უნდა მიიღოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, გაიაროთ KYC (იცოდეთ თქვენი კლიენტი) პროცედურა და გააფორმოთ ხელშეკრულება. ყველაფრის დასრულების შემდეგ, ინტეგრაციის პროცესს დასჭირდება არა უმეტეს ორი კვირისა.

ჩვენ გვესმის, რომ თქვენ წარმოადგენთ თქვენს ბრენდს და გსურთ მომხმარებლებს შესთავაზოთ პერსონალური სავაჭრო პირობები. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საკომისიო განაკვეთები, გაზარდოთ ან შეამციროთ სპრედი თქვენი ბიზნესის სტრატეგიის შესაბამისად. ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს ცალკეულ ინსტრუმენტებთან ან ჯგუფებთან, ან შეიძლება ძალაში შედიოდეს გარკვეული დროით.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დატოვოთ სპრედები და საკომისიოები უცვლელად, რათა თქვენს კლიენტებს შეეძლოთ ვაჭრობა იმავე კონკურენტულ სავაჭრო პირობებზე, როგორც ჩვენს საცალო კლიენტებს.

თქვენ შეგიძლიათ რისკების ჰეჯირება ყველა გარიგებაზე ნებისმიერი კომბინაციით, ასევე შეგიძლიათ დაარეგულიროთ რისკის პარამეტრები. თუ გსურთ გარიგებების ჰეჯირება ჩვენთან, თქვენ უნდა გახსნათ ინსტიტუციური ანგარიში.

სავაჭრო პლატფორმის ან პროგრამული უზრუნველყოფის არჩევა არის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმატებული White label პროგრამაში. სამწუხაროდ, ბევრი გამოუცდელი კომპანია ირჩევს უფასო პლატფორმებს, რასაც ზოგიერთი საბროკერო ფირმა თავაზობს. მაგრამ ეს არის დიდი შეცდომა. თუ თქვენი პოტენციური კლიენტები არ იცნობენ იმ პლატფორმას, რომელთანაც მუშაობას ირჩევთ, რთული იქნება მათი დარწმუნება, რომ გახსნან ანგარიშები თქვენს ფირმაში. ამასთანავე, თუ თქვენ მომავალში გექნებათ სურვილი იმისა, რომ არსებულ საბროკერო ფირმასთან გაწყვიტოთ თანამშრომლობა და თქვენი კლიენტები გადაიყვანოთ სხვა ბროკერთან, ახალ პლატფორმასთან დაკავშირებულმა სწავლის პროცესებმა შეიძლება თქვენს კლიენტებს დაუკარგოს გადასვლის სურვილი.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ბევრი ადამიანი იჯერებდა ინტერნეტში გავრცელებულ მცდარ აზრს, რომ ნაწილობრივი White Label ნიშნავს თავისუფალ მგზავრობას ფორექსის ბრენდის მატარებლით. რაც რა თქმა უნდა შორს არის სიმართლისგან. როდესაც ხედავთ სიტყვას "ნაწილობრივი", რომელიც ეხება White Label -ს, ის არ გულისხმობს ნაწილობრივ / დაბალ საფასურს ან რაიმე სახის უფასო სავაჭრო გადაწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ სრული White Label მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს: ბრენდირებულ სავაჭრო პლატფორმას და შესაძლებლობას პირდაპირ მიიღოთ დეპოზიტები მომხმარებლებისგან, ნაწილობრივი გადაწყვეტისას კი ასე არ ხდება. ნაწილობრივი პერსონალიზაცია მოიცავს პლატფორმის რებრენდინგს (პარტნიორის სახელი/ლოგო), მაგრამ არა დეპოზიტების მიღების შესაძლებლობას.

პერსონალიზაციის, ბრენდინგისა და პლატფორმის მენეჯმენტის საფასურის გარდა (იხ. წინა ნაწილი), კერძო სავაჭრო მარკაზე მუშაობა ისეთივეა, როგორც ნებისმიერ სხვა კომპანიასთან მუშაობა და მასთან დაკავშირებული ხარჯები.

მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი სახსრები საკუთარი FX პლატფორმის ბრენდირებისა და კერძო ბიზნესის დასაწყებად, არ ნიშნავს რომ თქვენ გახდებით მყისიერად წარმატებული (ან ოდესმე წარმატებას მიაღწევთ ამ სფეროში). ეს არის ფაქტი იმისდა მიუხედავად, რომ ინდუსტრიის ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი საბროკერო ფირმა ამის საპირისპიროს ირწმუნება.

თქვენი White label ორგანიზაცია მოითხოვს მყარ საფუძველს. ეს საფუძველი იქნება სუსტი, თუ საბროკერო ფირმა, რომელთან თანამშრომლობასაც ფიქრობთ და რომელიც უზრუნველყოფს თქვენს პლატფორმას და მის შესრულებას, არის კარგი. რადგან სინამდვილეში, თქვენი პირადი White label ბიზნესის მთელი წარმატება დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეული ბროკერის დაცულობაზე, ხარისხსა და საიმედოობაზე.

სანამ მუშაობას დაიწყებთ ბრენდირებულ FX სივრცეში, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბიზნესის სახელი, ლოგოები, სურათები და თქვენი ბრენდის ნებისმიერი სხვა ვიზუალური წარმოდგენა თქვენს კლიენტებში იწვევს ნდობას. ეს ის სფეროა, სადაც გირჩევთ, დრო და ფული საინვესტიციოდ სწორი მიმართულებით ჩადოთ. ბევრ თქვენს პოტენციურ კლიენტს მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდება თქვენი ბიზნესის განსასჯელად. რატომ უნდა გარისკოთ იყოთ დაწუნებული კლიენტების მიერ ლოგოს ცუდი დიზაინის გამო? ეს უბრალოდ ამად არ ღირს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპრატესობა დეპოზიტების არ მიღებისა და მუშაობისა, როგორც ნაწილობრივი პროვაიდერი არის მისი სიმარტივე. პლატფორმის ბრენდირება არის ის, რისი გაკეთებაც ადვილია და შესაძლებელია გაკეთდეს ორ კვირაზე ნაკლებ დროში, თუ თქვენი კომპანიის ყველა დოკუმენტი მოწესრიგებულია. ასევე უფრო ადვილია დაუშვათ თქვენს კლიენტებს შეიტანონ თავიანთი სახსრები უშუალოდ ლიცენზირებული საბროკერო ფირმაში, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს პლატფორმას. თქვენ თუ ამ გზას აირჩევთ, თქვენი კლიენტები მეტად დაცულად იგრძნობენ თავს, რადგან მათ ეცოდინებათ, რომ მათი პირადი ანგარიშები და თანხები არის კეთილდეინდისიერ, ცნობად და მოწესრიგებულ ბროკერთან (და არა ახალ შექმნილ ბრენდთან).

ივაჭრეთ ჩვენთან ერთად


დაკავშირება

ჩვენ დაგიკავშირდებით ერთ სამუშაო დღეში

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: