ტექნიკური ანალიზი

USDJPY მხარდაჭერის ძლიერ დონეს მიუახლოვდა

02-Aug-2022 01:49:42

ივლისის ბოლოს USDJPY იმ აღმავალი სოლის ქვედა საზღვარს ჩამოსცდა, რომელთან ერთადაც, მაისიდან იზრდებოდა და მნიშვნელოვან ზღვარს - 140.00-ს მიუახლოვდა, რაც ამ საუკუნეში პირველად მოხდა. გარღვევა მოხდა და მას შემდეგ, წყვილის ფასს მიმართულება პრაქტიკულად აღარც შეუცვლია.

ამჟამად წყვილმა მხარდაჭერის პირველი დონის (131.49) გადალახვა შეძლო და როგორც ჩანს, უფრო ღრმად ჩასვლას აპირებს, სადაც 2015 წლის მაქსიმუმი (125.85) დახვდება. თუ ის გაძლებს, შესაძლებელია ძლიერი შემობრუნება ვიხილოთ, რომელიც მყიდველებს მსუყე ლუკმას პირდება 200-300 პუნქტის სახით.

თუმცა ამის შემდეგ, მაინც დაღმასვლის განახლება იქნება მოსალოდნელი. სწორედ ამ მოძრაობის შემდეგ გახდება შესაძლებელი მთელი ამ ვარდნის ხასიათის განსაზღვრა - არის ის კორექცია (თუნდაც ღრმა), თუ წყვილმა დაღმავალი ტრენდი წამოიწყო.

როგორც წესი, აღმავალი სოლი ხშირად იმით მთავრდება, რომ წყვილი საპირისპირო მიმართულებით, ძლიერ მოძრაობას იწყებს. ამ შემთხვევაში, სწორედ ასე ხდება.

ამ ეტაპზე, ძლიერი მოძრაობის მიუხედავად, მოკლე პოზიციის გახსნა რისკთან იქნება დაკავშირებული. უმჯობესია, ტრეიდერი დაელოდოს მომენტს, როდესაც წყვილი მხარდაჭერის დონეს შეხვდება და სწორედ ამის შემდეგ განისაზღვროს ბაზარზე შესვლის ოპტიმალური ვარიანტები. იგივეს თქმა შეიძლება გრძელი პოზიციების შესახებაც.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: