ტექნიკური ანალიზი

USDCAD შესაძლოა დაღმასვლისთვის ემზადება

08-Nov-2022 09:20:56

პარასკევს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და კანადაში შრომის ბაზრების მონაცემები გამოქვეყნდა, USDCAD მკვეთრად დაეცა. არადა, ამერიკაში მოსალოდნელზე უკეთესი სტატისტიკა გამოქვეყნდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კანადურ დოლარს ამერიკულთან წყვილში ზრდის კარგი პოტენციალი აქვს, რასაც რა თქმა უნდა, ნავთობზე მაღალი ფასი განაპირობებს.

ამჟამად წყვილის ფასი მნიშვნელოვან ზღვართან (1.3500) იმყოფება. მრგვალ რიცხვს ის გარემოებაც ემატება, რომ ეს არის ფორმაცია „თავი და მხრების“ ქვედა ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც, წყვილი ვარდნას გააგრძელებს. ამის შემდეგ მთავარი კითხვა იქნება - სადამდე შეიძლება დაეშვას წყვილის ფასი?

გრაფიკზე ჩანს, რომ მხარდაჭერის ჰორიზონტალური (სუსტი) დონეების გარდა, წყვილს ძლიერი მხარდაჭერა შხვდება აგვისტოშ დაწყებული მცირე აღმავალი ტრენდული ხაზის სახით. მისი გავლის შემთხვევაში კი წყვილი 1.3200-სკენ დაეშვება. ფორმაცია „თავი და მხრების“ შესაბამისად, შესაძლოა სწორედ ეს იყოს დაღმასვლის რეალური ზღვარი, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ვარდნა უფრო დაბლა, ივნისში დაწყებულ აღმავალ ტრენდულ ხაზთან შეჩერდეს, რომლის სიახლოვესაც, ასევე 200-დღიანი მოძრავი საშუალოც გადის.

შემობრუნების შემთხვევაში, წინააღმდეგობის უახლოესი დონის როლი, „მხრების“ ზედა ზღვარი გახდება, რომელიც 1.3850-ის სიახლოვეს მდებარეობს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: