ფუნდამენტური ანალიზი

სოსიეტე ჟენერალის სტრატეგი - სტერლინგი შეიძლება 1.20 დოლარზე დაბლა დაეცეს

10-Aug-2022 11:47:40

ბანკ „სოსიეტე ჟენერალის“ სტრატეგი ოლივერ კორბერი ვარაუდობს, რომ სტერლინგის კურსი შესაძლოა, პანდემიური ვარდნის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაქვეითდეს. ამის მიზეზი კი იქნება ის გარემოება, რომ აშშ-ის ფედრეზერვი, მონეტარულ პოლიტიკას ინგლისის ბანკზე სწრაფი ტემპით ამკაცრებს.

ინგლისის ბანკმა ახლახანს გამოაცხადა, რომ ბრიტანეთი რეცესიის რისკის ქვეშ იმყოფება. ამ ფონზე, ანალიტიკოსები ელიან, რომ აშშ-ის ცენტრალრი ბანკი, დოლარზე განაკვეთს ისევ 0.75 პროცენტით ასწევს. ეს კი უახლოეს მომავალში, სტერლინგის კურსს 1.20 დოლარზე დაბლა დასწევს.

ბრიტანული ვალუტა ივლისში გაიზარდა იმ მოლოდინის ფონზე, რომ ფედრეზერვი მონტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპს შეანელებდა. მაგრამ ასე არ მოხდა და იმავდროულად, ინგლისის ბანკმაც პესიმისტური პროგნოზი გამოაქვეყნა. მიმდნრე წელს, სტერლინგი დოლართან დაახლოებით 10 პროცენტით გაუფასურდა და ამ მაჩვენებლით, ტოპ 10 ვალუტას შორის, ბოლოდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

„შეერთებულ შტატებში რეცესიის შიშმა იკლო და ახლა იმაზე მსჯელობენ, ფედრეზერვი განაკვეთს ზედიზედ მეორედ, 0.75 პროცენტით ასწევს, თუ არა“, - ამბობს კორბერი.

ფორექსის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შრომის ბაზრის მოსალოდნელზე უკეთესი სტატისტიკის გამოქვეყნების ფონზე, ფედრეზერვი თავის სექტემბრის სხდომაზე, განაკვეთს ისევ 75 საბაზისო პუნქტით გაზრდის.

კორბერი კი დასძენს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით, პესიმისტური ტონის შენარჩუნების შემთხვევაში, სტერლინგი უახლოეს ერთ თვეში, 1.14-1.20 დოლარის ფარგლებში დაეშვება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: