ფუნდამენტური ანალიზი

შრომის ბაზარი ფედრეზერვს განაკვეთის 5 პროცენტზე მაღლა გაზრდის საშუალებას აძლევს

06-Feb-2023 08:48:23

შეერთებული შტატების შრომის მიერ, დადებითი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა, განაკვეთს კიდევ ორჯერ გაზრდის და მის მაჩვენებელს 5 პროცენტზე მაღლა აიყვანს. ამის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესი შემზღუდველი ფაქტორი გახდება შრომის მოულოდნელად ძლიერი ბაზრისთვის, რომელიც გარკვეულწილად, მაღალი ინფლაციის ხელშემწყობი ფაქტორია.

ეკონომისტების თავშეკავებული პროგნოზებისგნ განსხვავებით, აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილების რიცხვი, დაახლოებით ნახევარი მილიონით გაიზარდა. ეს კი ფედრეზერვს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ინფლაციასთან ბრძოლის პროცესში, განაკვეთი მოსალოდნლზე მაღლა ასწიოს. ახალი პროგნოზების შესაბამისად, დოლარზე განაკვეთი ივნისში ან შესაძლოა, მაისშიც კი, 5.00-5.25 პროცენტის დიაპაზონამდე გაიზარდოს.

ფედრეზერვის უფრო ადრინდელი პროგნოზით, განაკვეთი 4.50-4.75 პროცენტამდე გაიზრდებოდა. ფინანსური ბაზრები უფრო მოკრძალებულ პროგნოზს აკეთებდნენ, რომლის შესაბამისადაც, ფედრეზერვი განაკვეთს მხოლოდ ერთხელღა, მარტში გაზრდიდა. ამას კი პაუზა უნდა მოჰყოლოდა.

ტრეიდერები კი ფიქრობენ, რომ ფედრეზერვს წლის ბოლოსთვის, განაკვეთის დაწევაც კი მოუწევს. თუმცა ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი ფიქრობს, რომ ინფლაცია დაწევას ჯერ არ დაიწყებს და ამიტომ, ცენტრალურ ბანკს, განაკვეთის დაწევის დაწყება არ მოუწევს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: