ფუნდამენტური ანალიზი

შეერთებული შტატების შრომი ბაზარი კვლავ იზრდება

07-Jan-2023 18:07:30

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დეკემბერში ამერიკელების მიერ, უმუშევრობის შემწეობაზე შეტანილი განაცხადების რიცხვი, ბოლო სამი თვის მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირდა, სამსახურიდან დათხოვნების რაოდენობამ კი 43 პროცენტით დაიკლო. თუმცა საერთო ჯამში, შრომის ბაზარი იმ სიმპტომებს ავლენს, რომლებმაც შეიძლება ფედრეზერვს, დოლარზე განაკვეთის ზრდის გაგრძელებისკენ უბიძგოს.

გარდა ამისა, პირადმა დამსაქმებლებმა იმაზე მეტი ახალი თანამშრომელი აიყვანეს, ვიდრე ბაზარი ელოდა. საერთო ჯამში, განაკვეთის მკვეთრი აწევის და ტექნოლოგიურ სექტორში მრავალრიცხოვანი დათხოვნების მიუხედავად, გასული წლის ბოლოს, ეკონომიკა კარგ მდგომრეობაში იყო.

შრომის ბაზრის კარგი მონაცემები შეიძლება იმის საბაბი გახდეს, რომ ფედრეზერვმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გააგრძელოს. რადგან განაკვეთის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, შრომის ბაზარი პრაქტიკულად არ დაზარალებულა და ამ მხრივ, რეცესიის საშიშროება ნაკლებია.

ფედრეზერვის პოლიტიკის გამკაცრების მიზეზი, ინფლაციის ზრდაა. ცენტრალურ ბანკს განაკვეთის 5.1 პროცენტამდე აწევა აქვს გადაწყვეტილი, რათა ინფლაციას მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეზე დაბრუნება უზრუნველყოს.

შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, წლის ბოლოს ქვეყანაში 10.458 მილიონი ვაკანსიაა გახსნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დაუსაქმებელ შრომისუნარიან მოსახლეზე, 1.74 ვაკანსია მოდის.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: