ფუნდამენტური ანალიზი

როიტერსის კვლევა - დოლარის დომინაცია გაგრძელდება

11-Jan-2022 00:23:00

როიტერსის მიერ, სავალუტო ბაზრის სტრატეგებს შორის ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მათი უმეტესობა, წელს დოლარის დომინაციის გაგრძელებას ელის. შესაბამისად, ბევრი ვალუტა, ამერიკულ ვალუტასთან პოზიციებს დათმობს. გამოკითხული 49 სტრატეგის დაახლოებით ორი მესამედ თვლის, რომ სავალუტო ბაზრებზე, მთავარი ფაქტორი განაკვეთებს შორის სხვაობა გახდება. მხოლოდ ორი თვლის, რომ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, კორონავირუსის და მისი ახალი ვარიანტების მიერ წარმოქმნილი რისკები იქნება.

გამოკითხულთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ უახლოეს სამ თვეში ბაზარზე რყევები გაიზრდება. მათი აზრით, რყევები შეეხება როგორც ძირითად, ასევე განვითარებადი ქვეყნების ვალუტებს.

შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი მალე დაიწყებს მონტარული პოლიტიკის სტაბილიზებას. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკი, განაკვეთს მარტში გაზრდის. და იმავდროულად, მის ხელთ არსებული აქტივების შემცირებას დაიწყებს. ეს გარემოება, დოლარს სხვა ვალუტებთან წყვილებში, უპირატესოას მოუტანს. ფინანსური ბაზრები ამას ფასებში უკვე ასახავენ.

ანალიტიკოსთა პროგნოზები მოწმობს, რომ ფედრეზერვისგან განსხვავებით, ბევრი ცენტრალური ბანკი, როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნებისა, განაკვეთის ზრდის დაწყებას ჯერ არც განიხილავს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ წლის განმავლობაში, დოლართან წყვილში დაახლოებით 2 პროცენტით, 6.5 იუანამდე შემცირდება ჩინური ვალუტის კურსი. გარდა ამისა, ფილიპინური პესოს, მალაიზიური რინგიტის და ინდური რუპიას კურსები, დაახლოებით 1 პროცენტით დაიწევს.

ყველაზე ძნელი წელი ელის თურქულ ლირას, რომელსაც 14 პროცენტით კლებას უწინასწარმეტყველებენ. ცნობისთვის, დოლართან წყვილში ლირა გასულ წელს 44 პროცენტით დაეცა.

კლებას გააგრძელებს ევრო, რომელმაც დოლართან შარშან 7 პროცენტით დათმო პოზიცია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპული ვალუტა კლებას ისევ გააგრძელებს, ოღონდ „მხოლოდ“ 1.5 პროცენტით შემსუბუქდება. იაპონური იენი ამჟამინდელ კურსს შეინარჩუნებს, შვეიცარიულ ფრანკს კი 3-პროცენტიანი კლება ელის.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: