ფუნდამენტური ანალიზი

NFP ისევ დაბალია, მაგრამ უმუშევრობის დონე და ანაზღაურება უმჯობესდება

08-Jan-2022 01:04:06

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში დეკემბერშიც იმაზე ნაკლები ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მაგრამ იმავდროულად, კვლავ შემცირდა უმუშევრობის დონე და გაიზარდა საათობრივი ანაზღაურება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შრომის ბაზარი მალე ინფლაციურ ზეწოლას გააძლიერებს.

გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად, არასასოფლო სფეროში ახალ დასაქმებულთა (NFP) რიცხვი „მხოლოდ“ 199 ათასი იყო. ეკონომისტები ამაზე დაახლოებით ორჯერ მეტს ელოდნენ. უფრო ადრე გამოქვეყნებული, ADP-ს მონაცემებით, კერძო სექტორში 807 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

0.6 პროცენტით გაიზარდა საათობრივი ანაზღაურება. ნოემბერში ზრდა მხოლოდ 0.4 პროცენტი იყო, თუმცა კორექტირების შემდეგ, ისიც გაიზარდა. ანალიტიკოსები დკემბერშიც 0.4-პროცენტიან ზრდას ელოდნენ. წლიური გადაანგარიშებით, საათობრივი ანაზღაურების ზრდამ 4.7 პროცენტს მიაღწია.

4.0 პროცენტს ჩამოსცდა უმუშევრობის დონე, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად მოხდა. მკვეთრად, 7.3-დან 7.7 პროცენტამდე დაეცა ეგრეთ წოდებული U6 უმუშევრობის დონე, რომელიც შრომისუნარიანი მოსახლეობის უფრო ფართო სპექტრს ითვალისწინებს.

შრომის ბაზრის ამგვარი სტატისტიკა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება, რამაც შესაძლოა, ფედრეზერვს უფრო სწრაფი მოქმედებისკენ უბიძგოს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: