ფუნდამენტური ანალიზი

ლაგარდი ECB-სგან განაკვეთის შემდგომ ზრდას გვპირდება

18-Nov-2022 17:41:18

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იმის შესაბამისად გაგრძელდება, თუ როგორ განვითარდება ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინები.

ფრანკფურტში გამართულ კონფერენციაზე, ლაგარდმა განაცხადა, რომ ECB-ს ევროზე განაკვეთის კიდევ უფრო მაღლა აწევა მოუწევს. ეს ნიშნავს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი, ზედიზედ მეოთხე სხდომაზე (დეკემბერში) გაზრდის თავის სასესხო ინტერესს.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მთავარი მიზეზი, მაღალი და მზარდი ინფლაციაა, რომლის მიზნობრივი დონე 2 პროცენტია. ივლისის შემდეგ ECB-მ განაკვეთი ჯამში 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა.

ლაგარდი ამბობს, რომ განაკვეთი არის და იქნება ინფლაციასთან ბრძოლის მთავარი საშუალება. თუმცა ის დასძენს, რომ ბანკმა თავისი სხვა მახასიათებლების ნორმალიზებაზეც უნდა იზრუნოს, რაც განაკვეთის აწევით მიღებულ ეფექტს გააძლიერებს.

ამასთან, ლაგარდი ხაზგასმით ამბობს, რომ განაკვეთმა შეიძლება იმ დონეს მიაღწიოს, რაც ეკონომიკურ აქტივობას და განვითარებას შეაფერხებს. შესაბამისად, იზრდება რეცესიის რისკი.

ლაგარდი ასევე ამბობს, რომ აქტივების მასშტაბური შესყიდვები, რომლებიც კოვიდ-19-ის პანდემიის ზემოქმედებისგან, ევროზონის ეკონომიკის დასაცავად ხორციელდება, დროულად და ეტაპობრივად უნდა შემცირდეს. ის დასძენს, რომ ცენტრალური ბანკი, მის ხელთა არსებული ბონდების მოცულობის შემცირების გეგმას დეკემბერში გამოაქვეყნებს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: