ფუნდამენტური ანალიზი

ინგლისის ბანკმა სტერლინგზე განაკვეთი 0.50 პროცენტით გაზარდა

04-Aug-2022 16:12:09

ინგლისის ბანკმა დღევანდელ სხდომაზე სტერლინგზე განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა. ეს არის პასუხი ბოლო 30 წელიწადში ყველაზე მაღალ ინფლაციაზე და ბოლო 27 წელიწადში განაკვეთის ყველაზე მკვეთრი ზრდა. ამგვარად, რეფინანსირების განაკვეთი 1.75 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის საბჭოს ცხრა წევრიდან, განაკვეთის 0.50-პროცენტიან ზრდას მხარი ტვამ დაუჭირა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, საბჭოს წევრთა უმეტესობა, განაკვეთის 0.25 პროცენტით აწევას მიიჩნევდა მიზანშეწონილად. მათი განწყობის შეცვლა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საერთო შეფასებით, ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიისკენ მიექანება.

საბჭოს წევრები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსკენ ბრიტანეთის ეკონომიკა შემცირებას დაიწყებს. იმავდროულად, ახალი პროგნოზის შესაბამისად, ინფლაციამ შესაძლოა 13-პროცენტიან ზღვარს მიაღწიოს. ინფლაციის ასეთი მკვეთრი ზრდის პროგნიზირების მთავარი საფუძველია ენრგო რესურსების გაძვირება, რისი ეფექტიც ოქტომბერში გამოვლინდება. მაისის პროგნოზის შესაბამისად, ინფლაციის პიკური დონე 9.4 პროცენტი უნდა ყოფილიყო.

„შრომის ბაზარი შემჭიდროებულია, შიდა ხარჯები და საფასო ზეწოლა კი - გაზრდილი. არსებობს იმის რისკი, ფასების ზრდის ხანგრძლივად შენარჩუნება, ფასებსა და ხელფასებზე ზეწოლას გააძლიერებს“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში. ბანკი ვარაუდობს, რომ გაზრდილი ინფლაცია, მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: