ფუნდამენტური ანალიზი

ინგლისის ბანკი სტერლინგზე განაკვეთს 4 პროცენტამდე ასწევს

13-May-2022 01:14:01

ინგლისის ბანკის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ცენტრალურ ბანკს სტერლინგზე განაკვეთის იმაზე მკვეთრად აწევა მოუწევს, ვიდრე ამას ფინანსური ბაზარი ელის. ეს საჭირო იქნება იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ინფლაციის კონტროლის ქვეშ მოქცევა.

ინგლისის ბანკის (BoE) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, გასული დეკემბრის შემდეგ, განაკვეთი ოთხჯერ ასწია. ამჟამად ეს მაჩვენებელი 1 პროცენტზეა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი დონეა. მაგრამ ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ინფლაცია წლის ბოლოსთვის 10 პროცენტს მიაღწევს.

კომიტეტის ყოფილი წევრი (2009-2012 წლებში)ადამ პოსენი ფიქრობს, რომ საჭირო იქნება განაკვეთის ახლანდელი დონიდან 250-300 საბაზისო პუნქტით გაზრდა. თუ ასე მოხდა, განაკვეთი 3.50-4.00 პროცენტამდე აიწევს. შედარებისთვის, ფინანსური ბაზრების პროგნოზის შესაბამისად, 2023 წლის ივნისისთვის განაკვეთი 2.50 პროცენტი უნდა იყოს.

პოსენი, ვინც ამჟამად ვაშინგტონის საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონოს ინსტიტუტიის პრეზიდენტია, ამბობს, რომ ინფლაციის დასაწევად, მხოლოდ განაკვეთის ზრდა საკმარისი არაა და რომ უმუშევრობის დონე უნდა გაიზარდოს (რაც ფაქტობრივად რეცესია ესაჭიროება), რათა ინფლაცია ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეზე ჩამოვიდეს.

საერთაშორისო მონეტარული ფონდის პროგნზით, განვითარებულ ეკონომიკებს შორის, ბრიტანეთში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები და ეკონომიკის შედარებით ნელი ტემპით განვითარებაა მოსალოდნელი.

პოსენი ამბობს, რომ სხვებთან შედარებით, ინფლაციის მაღალი დონის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, ბრექსიტით გამოწვეული ფაქტორების ერთობლიობაა. ამჟამად გლობალური მასშტაბით, ინფლაციის მთავარ მიზეზები, ენერგო რესურსებზე მაღალი ფასები და მიწოდების სფეროში არსებული შეფერხებებია.

ცნობისათვის, მარტში ბრიტანეთში ინფლაციის წლიურმა საშუალო დონემ 7.0 პროცენტს მიაღწია, რაც ბოლო 30 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: