ფუნდამენტური ანალიზი

იაპონიის მთავრობამ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია განახორციელა

23-Sep-2022 01:13:13

იაპონიის მთავრობამ, იენის კურსის მხარდასაჭერად, სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია განახორციელა. ბლუმბერგი გვახსენებს, რომ იენი წლის დასაწყისიდან, დოლართან წყვილში 20 პროცენტზე მეტით დაეცა. სწორედ ამან გამოიწვია ესოდენ რადიკალური ნაბიჯი, როგორიც იაპონიის მთავრობას 24 წელია, არ გადაუდგამს.

ამის შედეგად, დლარის და იენის წყვილი, რომელიც მთავრობის რადიკალურ ნაბიჯამდე, 145 იენამდე იყო გაზრდილი, უცებ 141 იენამდე შემცირდა. თუმცა მოგვიანებით 142-მდე ავიდა და მის სიახლოვეს დარჩა.

იაპონიის ფინანსთა მინისტრმა მასატო კანდამ დაადასტურა, რომ მთავრობა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციას ახორციელებს. მთავრობამ კი ასეთი ნაბიჯი იმისთვის გადადგა, რომ იენის დასუსტება შეაჩეროს.

მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ ასე მხოლოდ იენის დასუსტების ტემპის შენელებაა შესაძლებელი. მაგრამ ასე შეუძლებელი იქნება დაღმავალი ტრენდის შეცვლა, თუ იაპონიის ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ დაიწყებს.

იაპონიის ბანკმა ხუთშაბათს გადაწყვიტა, რომ ცენტრალურ ბანკში კომერციული ბანკების მოკლევადიანი დპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი მინუს 0.1 პროცენტის დონეზე დაეტოვებინა. ეს იმ დროს, როცა ათწლიან ბონდებზე მომგებიანობა თითქმის ნულოვან პროცენტზე დარჩა.

იაპონიის ბანკის თავმჯდომარე ჰარუჰიკო კუროდამ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი არ აპირებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. უფრო მეტიც, სჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად შერბილებისთვისაც მზადაა.

საერთოდ, იაპონია სავალუტო ბაზარზე ინტერვენციას ძალიან იშვიათად ახორციელებს. ბოლოს ეს 1998 წელს, აზიის ფინანსური კრიზისის დროს მოხდა, როდესაც იენი დოლართან წყვილში 146 იენამდე გაუფასურდა. ინტერვენცია 2011 წელსაც მოხდა, მაგრამ მაშინ ამის მიზანი, იენის დასუსტება იყო, რომელიც დოლართან 130 იენამდე იყო გამყარებული.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: