იაპონიის ბანკმა შესაძლოა ინფლაციის 2-პროცენტიანი ზღვარი დიაპაზნით შეცვალოს
11-Jan-2023 13:57:49
იაპონიის ბანკის (BoJ) საბჭოს ყოფილმა წევრმა საიური შირაიმ განაცხადა, რომ იაპონიის ბანკის ინფლაციის მიზნობრივი 2-პროცენტიანი დონე, მონეტარული პოლიტიკის მეტი მოქნილობისთვის, შიძლება უფრო მაღალი მაჩვენებლების „დიაპაზონით“ შეიცვალოს.
შირაის განიხილავენ, როგორც ცენტრალური ბანკის მმართველის მომავალ მოადგილეს, ვისი ამ თანამდებობაზე დანიშნვნაც გაზაფხულზეა მოსალოდნელი. ის ამბობს, რომ იაპონიის ბანკის მიერ, ბოლო ათ წელიწადში გატარებული მონეტარული პოლიტიკი განხილვაა ჩასატარებელი.
ის ამბობს, რომ კორონავირუსის, გეოპოლიტიკური რისკების და დაბერებადი მოსახლეობის ფაქტორების გამო, ინფლაციისადმი მონეტარული პოლიტიკის დამოკიდებულება შესაძლოა გადაიხედოს, რადგან ამ და სხვა ფაქტორების გამო, ინფლაციის სტრუქტურა ძლიერ შეიცვალა.
სხვა ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, იაპონიის ბანკი ჯერჯერობით არ აპირებს იენზე განაკვეთის გაზრდას. ამის მიზეზად ის ფაქტორი სახელდება, რომ განაკვეთის ზრდას, სხვა ნეგატიური პროცესების დაწყება შეუძლია. შედეგად, იენზე განაკვეთი კვლავაც ნეიტრალურ ზონაში რჩება. თუმცა იმავდროულად, ახლახანს შეიცვალა სახელმწიფო ბონდების მომგებიანობის არეალი. ამის შემდეგ, ინვსტორების ნაწილი, მონეტარული პოლიტიკის უფრო მნიშვნელოვან ცვლას ელის.
ეს მით უფრო მოსალოდნელია, რომ აპრილში ვადა უმთავრდება ცენტრალური ბანკის მმართველ ჰარუჰიკო კუროდას. შირაი ამბობს, რომ ცენტრალურ ბანკს და ბაზრებს შორის კომუნიკაცია შეიცვალა და უფრო „გართულდა“.