ფუნდამენტური ანალიზი

გოლდმენისთვის იენი ჰეჯირების შესანიშნავი ინსტრუმენტია

12-May-2022 01:27:12

საინვესტიციო ბანკი „გოლდმენ საქსი“ იაპონურ იენს, ჰეჯირებისთვის შესანიშნავ ინსტრუმენტად მოიხსენიებს. ბანკის ანალიტიკოსები თვლიან, რომ იენი რეცესიისგან ფინანსების დაცვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს.

წელს იენი თავისუფალ ვარდნაშია, რადგან იაპონიის ბანკი ჯიუტად უარს ამბობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყებაზე და ფასიანი ქაღალდების მომგებიანობას პრაქტიკულად ნულოვან დონეზე ინარჩუნებს. ეს იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების სახაზინო ბონდების მომგებიანობა, ფედრეზერვის მიერ განაკვეთის ზრდის მოლოდინში, მუდმივად იზრდება.

„გოლდმენ საქსის“ სტრატეგი კარენ რაიხგოტ ფიშმანი ამბობს, რომ იაპონური ვალუტა, რისკებისგან თავშესაფარ აქტივებს შორის, ყველაზე იაფფასიანი ინსტრუმენტია. ის დოლართან წყვილში გაუფასურებას აგრძელებს და არ ჩანს მიზეზი, რომლის გამოც, ამ პროცესს შეწყვეტა ემუქრება. ეს იმ დროს, როდესაც გლობალური რეცესიის რისკი სულ უფრო იზრდება.

ფიშმანი დასძენს, რომ ყოველივეს გამო, იზრდება იმის შანსი, რომ იაპონიის ბანკი, იენის შემდგომი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად, ბაზარზე ინტერვენციას ეცდება. ის ამბობს, რომ დოლართან წყვილში, იენს ვარდნის გაგრძელების რეალური საფუძველი გააჩნია.

„მოკლევადიან პერსპექტივაში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე რყვები გრძელდება, იენის კურსზე გავლენას იქონიებს სახაზინო ბონდების მომგებიანობის ცვალებადობა და ნედლეულზე ფასების ზრდა. ჩვენ ველით, რომ ინტერვენციის და რეცესიის შანსის ზრდის ფონზე, დოლარის და იენის კლებაა მოსალოდნელი“, - ამბობს ფიშმანი. მას ადრე ნათქვამი აქვს, რომ ცენტრალური ბანკის მხრიდან ინტერვენციას, ვალუტის მდგრადი გამყარების გამოწვევის მცირე შანსი აქვს.

დოლართან წყვილში, იენმა ახლახანს ბოლო 20 წლის მინიმუმი (131.35) დააფიქსირა. მარტსა და აპრილში, იენი დოლართან შესაბამისად, 5 და 6 პროცენტით გაუფასურდა.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: