ფუნდამენტური ანალიზი

გოლდმენ საქსი და BofA ფედრეზერვისგან განაკვეთის კიდევ სამ აწევას ელიან

19-Feb-2023 21:39:48

ბანკების, „გოლდმენ საქსის“ და „ბენკ ოფ ამერიკას“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა, წელს დოლარზე განაკვეთს კიდევ სამჯერ ასწევს. მათ ასეთი პროგნოზის საბაბს აძლევს ის გარემოება, რომ ცენტრალური ბანკის მიერ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, ინფლაცია ისევ მაღალია და შრომის ბაზარი კარგ სტატისტიკას ინარჩუნებს.

მწარმოებელთა ფასები იანვარში იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე წინა შვიდ თვეში. გარდა ამისა, უმუშევრობაზე პირველი განაცხადი იმაზე ნაკლებმა ადამიანმა შეავსო, ვიდრე ეკონომისტები ელოდნენ.

„გოლდმენ საქსის“ ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ფედრეზერვი განაკვეთს 5.25-5.5 პროცენტიანი დიაპაზონიდან, რომელსაც გაზაფხულზე მიაღწევს, ივნისში კიდევ 25 საბაზისო პუნქტს დაუმატებენ. საფინანსო ბაზრებზე ვარაუდობენ, რომ დოლარზე განაკვეთი ივლისისთვის 5.3 პროცენტს მიაღწევს.

„ბენკ ოფ ამერიკას“ ანალიტიკისების პროგნოზიც, „გოლდმენ საქსისას“ ემთხვევა. მათი პროგნოზით, ფედრეზერვი ივნისში განაკვეთს 0.25 პროცენტით ასწევს. უფრო ადრეული პროგნოზით, ეს ბანკი ვარაუდობდა, რომ ფედრეზერვი წელს განაკვეთს მხოლოდ ორჯერ, მარტში და მაისში ასწევდა.

სტაბილური ინფლაცია იმის საბაბი გახდება, რომ მასთან ბრძოლის გაგრძელება საჭიროა. ფედრეზერვის ნაბიჯებს კი სტაბილური შრომის ბაზარი გაამყარებს.

შედარებით მოკრძალებულ პროგნოზს ინარჩუნებს შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი UBS, რომელიც ვარაუდობს, რომ ფედრეზერვი განაკვეთს ორჯერ ასწევს, რის შემდეგაც, მისი დიაპაზონი 5-5.25 პროცენტს შორის მოექცევა. ამავე ბანკის პროგნოზით, ფედრეზერვი სექტემბერში განაკვეთის შემცირებას დაიწყებს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: