GBPUSD ეცემა, მაგრამ შეიძლება მალე ზრდა დაიწყოს
13-Jul-2022 12:42:53
GBPUSD ვარდნას აგრძელებს, მაგრამ როგორც გრაფიკზე ჩანს, ეს პროცესი ძველებურად მკვეთრი აღარაა. მაისიდან მოყოლებული, წყვილი დაღმავალ სოლს ქმნის, რომელიც ფაქტობრივად ჩამოყალიბებულია. სოლი დამამთავრებელ ფორმაციად არის მიჩნეული, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, მას საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის დაწყება უნდა მოჰყვეს.
იმისათვის, რომ წყვილმა საპირისპირო მიმრთულებით აიღოს გეზი, პირველ რიგში, სოლის ზედა ზღვარი უნდა გადალახოს, შემდეგ უახლოესი მაქსიმუმი (1.2056) და შემდეგ - დაღმავალი ტრენდული ხაზი, რომელიც თებერვლიდან არის ძალაში. უახლოესი მაქსიმუმის ჰორიზნტალური ხაზის გადალახვა მნიშვნელოვანი, რადგან ამით დარღვევა აღნიშნული ტრენდს მთავარი ფაქტორი - უფრო დაბალი წვეროების მიმდევრობა და მივიღებთ უფრო მაღალ წვეროს.
ზრდის დაწყების შემდეგ, მომდევნო მნიშვნელოვანი ზღვარი იქნება შუა ივნისში დაფიქსირებული ლოკალური წვერო (1.2406). ნბისმიერ დასახელებულ მიჯნსთან, კორექციებია მოსალოდნელი.
თუ წყვილის ფასის ვარდნა გაგრძელდა, პირველ რიგში, მან სოლის ქვედა ზღვარი უნდა გადალახოს. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი მოგზაურობა და ის ადრე თუ გვიან, შემობრუნებით გაგრძელდება.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფსკერის დადგენა რთულია და შემობრუნების დასაჭერად, კონსერვატიული მიდგომის გამოყენება სჯობს. ჯერ უნდა მოხდეს ზრდა-კორექცია და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს პერსპექტივა.