ტექნიკური ანალიზი

EURUSD სწრაფად უახლოვდება 2016 წლის მინიმუმს

14-May-2022 00:18:51

ევროს და დოლარის წყვილი, 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებლებზეა. წყვილი ახლოს არის 2016 წლის მინიმუმთან (1.0342), რომელიც პარიტეტისკენ მიმავალ გზაზე, მხარდაჭერის ბოლო მნიშვნელოვან ზღვარს წარმოადგენს. ახლა მტავარი კითხვაა - შეძლებს წყვილი ამ ზღვართან შემობრუნებას, თუ დოლარის სიმყარე მას პარიტეტისკენ წაიყვანს?

გრაფიკული სურათი განსჯის საშუალებას იძლევა. დღიურ გრაფიკზე ჩანს, რომ წყვილი დაღმავალ არხში მოძრაობს და ამჟამად მის ქვედა ზღვართან იმყოფება. ეს ზღვარი მალე გადაკვეთს 2016 წლის მინიმუმს და მასთან ერთად, ძლიერ მხარდაჭერას შექმნის.

არხის ქვედა ზღვრიდან არეკვლის შემთხვევაში, ევროს ძლიერი კორექციის შანსი მიეცემა, რომელიც წყვილს სულ ცოტა, არხის ზედა ზღვარისკენ წაიყვანს. გზად რამდენიმე უმნიშვნელო წინააღმდეგობა იქნება გასავლელი.

ზედა ზღვართან მისვლის შემდეგ კი ორი ვარიანტია - შემობრუნება და ქვევით წამოსვლა, პარიტეტამდე მისვლის შანსს გაზრდის. არხის ზედა ზღვარის გადალახვა კი ევროს გამყარების შანსს გაზრდის. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ისაა, რომ წყვილი ჯერაც 200-დღიან მოძრავ საშუალოზე დაბლა რჩება, რაც ტრენდის შეცვლის შანსს ამცირებს. თუმცა სურათი შეიძლება დაღმავალი არხის ზედა ზღვართან მიახლოებისას შეიცვალოს...

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: