ტექნიკური ანალიზი

EURUSD support targets

16-Dec-2022 10:45:54

ევრო-დლარის წყვილისთვის, ბოლო დღეები გამორჩეული გამოდგა - მისი ფასი ჯერ გაიზარდა და 1.07-ს მიღწია, რაც ბოლო რამდენიმე თვის მაქსიმალური მაჩვენებელია, შემდგ კი მკვეთრად დაეცა და 1.06-ს ჩამოსცდა, სადაც 100-საათიან მოძრავ საშუალოს (იხილეთ 1-საათიან გრაფიკზე) შეხვდა და ვარდნა შეწყვიტა.

ამგვარად, ჰორიზონტალური დიაპაზონი, რომელშიც წყვილი მოძრაობდა, ოდნავ გაფართოვდა. აღსანიშნავია, რომ 100-საათიან მოძრავ საშუალოსთან შეხვედრა, 7 დეკემბრიდან დაწყებული ზრდის ტრაექტრორიის შუაწელს დაემთხვა.

რაც შეეხება დღიურ გრაფიკს, აქ ჩანს, რომ წყვილის ფასი იმ არეალში იმყოფება, სადაც არაერთი შემობრუნება დაფიქსირდა (აღნშნულია წითელი რგოლებით, სულ 11). ესაა 1.0594, რომელიც აპრილიდან მოყოლებული, ხშირად აკავებდა ფასის როგორც აღმავალ, ასევე დაღმავალ მოძრაობას. თუმცა მისი გადალახვაც რამდენჯერმე მოხერხდა.

მომდევნო სავაჭრო სესიებზე, ყურადღება სწორედ იმ დიაპაზონის ფარგლებში უნდა გამახვილდეს, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: