EURUSD ივლისის მინიმუმის სიახლოვეს რჩება
26-Aug-2022 12:26:00
მაშინაც კი, როდესაც აგვისტოს შუა რიცხვებში წყვილმა წინააღმდეგობის დონე 1.0300-ს მიაღწია, აშკარა იყო, რომ პარიტეტისკენ და ივლისის მინიმუმისკენ ერთხელ მაინც დაეშვებოდა. ასეც მოხდა. ძნელი სათქმელია, ეს იმისთვის ხდება, რომ EURUSD-მა ფსკერი შექმნას და ზრდას ჩაუყაროს საფუძველი, თუ ევროს სისუსტე უფრო ხანგრძლივი იქნება.
გრაფიკზე ჩანს, რომ წყვილი დაღმავალ არხში მოძრაობს და ამ არხის ქვედა ზღვარისკენ მოძრაობისას, ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად, სწორედ ივლისის მინიმუმი (0.9969) რჩება. მისი მოკლევადან გადალახვა ამ დღეებში სამჯერ დაფიქსირდა და როგორც ჩანს, გარღვევაც მალე მოხდება.
არხის ქვედა ზღვარის გარღვევის შემთხვევაში, არის კიდევ ერთი დონე, რომლისკენაც წყვილი შეიძლება დაეშვას. ესაა ყველა დროის მინიმუმი (0. 8231), რომელიც 2000 წელს დაფიქსირდა. თუმცა მანამდე საკმაოდ შორია.
პარალელურად, საფონდო ბაზარზე ზრდა შეწყდა, რაც იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ დოლარი გამყარებას გააგრძელებს. ეს არ ნიშნავს, რომ წყვილი აუცილებლად ისტორიულ მინიმუმამდე დაეშვება, მაგრამ დდ ალბათობით, არხის ქვედა ზღვარისკენ წავა და ამ შემთხვევაში, მასთან შეხვედრას 0.9600-ს სიახლოვეს უნდა ველოდოთ.
იმისათვის, რომ დაღმავალი ტრენდი დასრულდეს, წყვილმა ჯერ არხის ზედა საზღვარი უნდა გადალახოს, შემდეგ კი - ივლისის მინიმუმი. და ეს სვლა დამაჯერებელი უნდა იყოს. თუ ეს მოხერხდა, წინააღმდეგობის მომდევნო ძლიერი ზღვარი, 200-დღიანი მოძრავი საშუალო იქნება.