EURUSD ისევ 200-იან მოძრავ საშუალოს უტევს
22-Dec-2022 08:10:50
როგორც გრაფიკზე ჩანს, რამდენიმე დღეა, რაც EURUSD 200-საათიანი მოძრავი საშუალოს ქვევით გარღვევას ცდილობს. უკვე მესამედ მოხერხდა ამ ზღვარის გადალახვა. წინა ორ შემთხვევაში, გარღვევა არ დაფიქსირდა და წყვილის ფასი ისევ ზღვარის ზემოთ დაბრუნდა. და ამჯერადაც ჩანს, რომ წყვილი მის ზემოთ დაბრუნებას ცდილობს.
იმ შემთხვევაში, თუ წყვილი 200-იანი მოძრავი საშუალოს დაბლა დარჩება, დათვებს მეტი ძალა მიეცემათ. თუმცა მათ კიდევ მოუწევთ ერთი ბარიერის გავლა. და ესაა იმ დიაპაზონის ქვედა ზღვარი (1.05756), რომელშიც წყვილი უკვე რამდენიმე დღეა, რჩება.
200-იანი მოძრავი საშუალოს მაღლა დაბრუნების შემთხვევაში, წყვილის პირველი სამიზნე, ზემოთ ნახსენები დიაპაზონის ზედა ზღვარი გახდება. იმის გათვალისწინებით, რომ საშობაოდ და საახალწლოდ, ბაზარზე აქტივობა დაიკლებს, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ წყვილი დიაპაზნში მოძრაობას (ჯერჯერობით) გააგრძელებს.