ტექნიკური ანალიზი

EURUSD 100 და 200-დღიან მოძრავ საშუალოებს შორის მოძრაობს

19-Jan-2023 18:02:36

უკვე ერთი კვირაა, რაც ევროს და დოლარის წყვილი აღმა-დაღმა, ვიწრო დიაპაზონში (1.0775-სა და 1.0874-ს შორის) გადაადგილდება, რომლის შიგნითაც მოექცა 100 და 200-დღიანი მოძრავი საშუალოები. გრაფიკზე ჩანს, რომ რამდენჯერმე ამ ზღვრების გადალახვაც მოხერხდა, მაგრამ გარღვევამდე საქმე არ მისულა და წყვილი ყოველთვის დიაპაზონში ბრუნდება.

ახლახანს წყვილმა შეძლო 200-დღიან საშუალოზე დაბლა ჩასვლა, მაგრამ დიაპაზონის ქვედა საზღვრამდე ისევ მაღლა დაიძრა და ორივე დასახელებული მოძრავი საშუალო გადალახა. შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ წყვილი დიაპაზონის ზედა ზღვარისკენ წავა.

მასთან მიახლოებისას, სავარაუდოდ, გამყიდველთა პოზიციები გამყარდება, რადგან გარე ფაქტორების გარეშე, წყვილს დაღმასვლისადმი მიდრეკილება ექნება. ზოგადად, 100 და 200-დღიან მოძრავ საშუალოებზე მაღლა ასვლის შემთხვევაში, მყიდველთა პოზიციები გამყარდბა. მათ დაბლა კი გამყიდველები მიიღებენ უპირატესობას. დიაპაზონის გარეთ გასასვლელად კი ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორი იქნება საჭირო.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: