EURUSD 100 და 200-დღიან მოძრავ საშუალოებს შორის მოექცა
15-Feb-2023 12:02:01
EURUSD-ს ფასი ვიწრო დიაპაზონში მოძრაობას აგრძელებს. უფრო მეტიც, უკვე ორ დღეზე მეტია, რაც 100 და 200-დღიან მოძრავ საშუალოებს (MA) შორის მოექცა, რომელთა გადალახვაც, ფასების შემდგომი განვითარების მიმართულების „არჩევის“ საშუალებას მისცემს.
დიაპაზონის ზედა ზღვარი (1.08თან) 1 თებერვლიდან დაწყებული დაღმასვლის სიღრმის 38.2-პროცენტიან ზღვარს ემთხვევა, რაც მას მნიშვნელოვნად აძლიერებს. ქვედა ზღვარი კი 1.065-ზე ოდნავ მაღლა მდებარეობს. ახლახანს წყვილის ფასი 100-დღიან მოძრავ საშუალოზე დაბლა დაეშვა, თუმცა სწრაფადვე უკან (მაღლა) დაბრუნდა.
უახლოეს მომავალში საყურადღებო სწორედ დასახელებული მოძრავი საშუალოები იქნება. ისე კი, რამდენადაც ფასი 100-დღიან მოძრავ საშუალოზე მაღლა დაბრუნდა, მომენტუმი მის ზრდას შეუწყობს ხელს.