EURUSD - დაღმასვლა ალბათ გაგრძელდება
05-Nov-2021 12:27:31
როგორც გრაფიკზე ჩანს, ევროდოლარის წყვილი, მაისის შემდეგ დაღმავალ არხში (უფრო შევიწროებადი სოლია) მოძრაობს. ამჯერად წყვილი უახლოეს მინიმუმს (1.1524) მიუახლოვდა, რომლის განახლებაც, ტრენდს გაგრძელებას ახალი სტიმულით მოამარაგებს. იქვეა 2020 წლის მარტის მაქსიმუმი, რომელიც წყვილს კიდევ ერთ მხარდაჭერას უქმნის.
უახლოეს მომავალში სწორედ ეს დონე (1.1495) იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. ის გვიჩვენებს, რამდენად ძლიერია დაღმავალი ტრენდი. ის ოქტომბრის მინიმუმიდან 29 პუნქტით დაბლა იმყოფება. აქ შესაძლოა წყვილის დაღმასვლა შეწყდეს, ან შეჩერდეს, მაგრამ თუ გაგრძელდა, მხარდაჭერის მომდევნო დონე 1.1423 იქნება, რომელიც დაღმავალი არხის ქვედა ზღვარს ემთხვევა.
სწორედ ეს ქვედა ზღვარია ყველაზე საინტერესო. მისგან არაერთი არეკვლა მოხდა. ამჯერად მასთან შეხვედრა, 1.1400-ის სიახლოვეს არის მოსალოდნელი, რაც მხარდაჭერის ძალას გააორმაგებს.
იმისათვის, რომ წყვილმა შემობრუნება შეძლოს, აუცილებელია უფრო დაბალი მინიმუმების მიმდევრობს შეწყვეტა. ეს ნიშნავს, რომ უახლოესმა მინიმუმმა უნდა შეძლოს დაღმასვლის არეკვლა. შემდეგ გასავლელი იქნება ტრენდის ზედა ზღვარი და შემდეგ საჭირო იქნება უფრო მაღალი მაქსიმუმის დაფიქსირება. სწორედ ეს გახდება შემობრუნების მანიშნებელი. თუმცა, ამ ეტაპზე, ამის ნაკლები შანსია...