ტექნიკური ანალიზი

EURCHF-მა ბოლო ორი წლის ვარდნის 38.2 პროცენტი ამოქაჩა

13-Jan-2023 10:05:32

EURCHF უკვე ხუთი დღეა, რაც იზრდება. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილმა ძირი - 0.98327 დააფიქსირა (ხუთშაბათს). მას შემდეგ წყვილის ფასმა 100 და 200-დღიანი მოძრავი საშუალოები გადალახა და ორი წლის ვარდნის 38.2 პროცენტამდე ამოვიდა.

დასახელებული მოძრავი საშუალოების მაღლა ასვლა, შესაძლოა ზრდის ციკლის დასაწყისის მანიშნებელი იყოს. თუმცა ზრდის ტემპმა იკლო და შესაძლოა, 200-იანი საშუალოს გარღვევის ტესტირებისთვის ემზადება.

იმ შემთხვევაში, თუ ამ მნიშვნელოვანი ზღვარის მაღლა დარჩა, წყვილი 38.2-პროცენტიანი ზღვარის გადალახვას ისევ ეცდება. თუ ამჯერადაც გარღვევა დაფიქსირდა და ამ დონის ტესტირებაც წარმატებულად ჩაივლის, წყვილს ზრდის გასაგრძელებლად გზა გაეხსნება.

ამჟამად ტრეიდერები სწორედ იმის მოლოდინში არიან, რომ 2-წლიანი დაღმავალი ციკლი დასრულდა და თუ ეს დადასტურდა, მათ ბაზარზე გრძელი პოზიციით შესვლის კარგი შესაძლებლობა შეექმნებათ.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: