ECB ზაფხულისთვის სადეპოზიტო განაკვეთს 3.25 პროცენტამდე გაზრდის
23-Jan-2023 14:38:10
როიტერსის მიერ, ეკონომისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შესაბამისად, ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB), მომდევნო ორ შეხვედრაზე, ევროზე სადეპოზიტო განაკვეთს 50-50 საბაზისო პუნქტით გაზრდის. ეკონoმისტები ვარაუდoბენ, რომ ECB განაკვეთის ზრდის პროცესს მაშინ შეაჩერებს, როდესაც განაკვეთის მაჩვენებელი 3.25 პროცენტს მიაღწევს. და ეს მომდევნო კვარტალში მოხდება.
დავოსის ფორუმზე გამოსვლისას, ECB-ს პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი თავის სამოქმედო გეგმას გადახედავს.
ამ ეტაპზე, ECB განაკვეთს მისთვის არნახულით ტემპით ზრდის. მაგრამ ამის მიუხედავად, ინფლაციის მიზნბრივ, 2-პროცენტიან დონემდე დაწევა ვერ ხერხდება. დეკემბერში ფასების ზრდის (წლიური გადაანგარიშებით) მაჩვენებელმა 9.2 პროცენტს მიაღწია.
ECB-ს მომდევნო სხდომა 2 თებერვალს გაიმართება. გამოკითხული 59 ეკონომისტიდან, 55 ვარაუდობს, რომ ამ სხდომის შემდეგ, ევროზე განაკვეთი 2.50 პროცენტამდე აიწევს. მათივე უმეტესობის აზრით, მომდევნო სხდომაზეც, რომელიც მარტშია დაგეგმილი, ანალოგიური ზრდაა მოსალოდნელი. ცენტრალური ბანკი მეორე კვარტალში განაკვეთს კიდევ ერთხელ, 0.25 პროცენტით ასწევს, რითაც განაკვეთის მაჩვენებელი 3.25 პროცენტს მიაღწევს. ეს 2008 წლის შემდეგ, ყველაზე დონე იქნება.
წინა გამოკითხვისას, ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ მარტში განაკვეთი 2.50 პროცენტამდე, მეორე კვარტალში კი 2.75 პროცენტამდე გაიზრდება.