ტექნიკური ანალიზი

ECB-ს გადაწყვეტილების წინ EURUSD მნიშვნელოვან ზღვარს უტევს

26-Oct-2022 18:33:44

თებერვლიდან მოყოლებული, EURUSD დაღმავალ არხში მოძრაობს და მის საზღვრებს მკაცრად იცავს. მის ფარგლებში გადაილახა პარიტეტი. ამჟამად კი წყვილის ფასი ამ არხის ზედა ზღვართან იმყოფება. და ბუნებრივია, ისმება კითხვა - შეძლებს თუ არა წყვილი არხიდან გასვლას?

თუ ვერ შეძლებს, მაშინ დიდი ალბათობით, არხის ქვედა ზღვარისკენ წავა. არხიდან გასვლა კი ევროს პარიტეტთან დაბრუნების შანსს გაუჩენს. არხის გადალახვის შემთხვევაში, წყვილის ზრდის გასაგძელებლად, მნიშვნელოვანი იქნება 0.99997-ის გადალახვა.

თუ ეს მოხერხდა, მაშინ უფრო მაღალი წვერო დაფიქსირდება, რაც შემობრუნების მანიშნებელი შეიძლება გახდეს. ჯერ ერთი, ფასი პარიტეტის ზღვარს გადალახავს, რაც ძლიერი ფსიქოლოგიური ბარიერია. მეორეც უფრო მაღალი წვეროს დაფიქსირება, ტრენდის შემობრუნების, ან ღრმა კორექციის მანიშნებელი იქნება.

ფუნდამენტური ფონიც ისეთია, რომ დოლარმა გამყარების ეტაპი დაასრულა. მაგალითად, დოლარმა მრავალწლიანი მაქსიმუმი დააფიქსირა, სააქციო ბაზარმა კი ფსკერს მიაღწია. უკიდურესად გაიზარდა ინფლაცია და ბონდებზეც კაპიტულაციის ფაზა დასრულდა. მოკლედ დროა, დოლარმა პოზიციები დათმოს და ფინანსებმა სხვა აქტივებისკენ გადაინაცვლოს. შესაძლოა, ეს ღრმა კორექციის წინაპირობა გახდეს.

ამ ეტაპზე, ევროსთვის დადებითი დინამიკა შეინიშნება. მალე ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს წყვილის ფასისთვის (ნებისმიერი მიმართულებით) კატალიზატორი გახდება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: