დოლარის ინდექსი მხარდაჭერის პირველ დონეს მიუახლოვდა
26-Jul-2022 01:00:03
ივლისის პიკიდან შემობრუნების შემდეგ, ამერიკული დოლარის ინდექსი დაღმასვლას აგრძელებს და უკვე მიადგა მხარდაჭერის პირველ დონეს (105.81), რომლის ტესტირებისთვისაც ემზადება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აღმავალი ტრენდის ფონზე, ინდექსის დაღმასვლას კორექციული ხასიათი აქვს და აქედან გამომდინარე, მხარდაჭერის დონემ, შესაძლოა ყიდვის შესაძლებლობა გააჩინოს.
მაგრამ მხარდაჭერის რომელი დონე შეიძლება გახდეს კორექციის დასრულების ზღვარი - მთავარი კითხვა ესაა. როგორც გრაფიკზე ჩანს, მხარდაჭერის როლის შესრულება, ჰორიზონტალური დონეების გარდა, აღმავალ ტრენდულ ხაზებსაც შეუძლია. სავარაუდოდ, თუ შემობრუნება მოხდა, მას მკვეთრი აღმასვლა მოჰყვება.
მაისის ბოლოს დაწყებული აღმავალი არხის ქვედა ზღვარსა და ივნისის მაქსიმუმს შორის არსებული არეალი, პირველ ძლიერ მხარდაჭერის ზონას ქმნის. შემდეგ კი, ინდექსს მხარდაჭერა აპრილში დაზწყებული აღმავალი ტრენდის და მაისის მაქსიმუმის (105.00) გადაკვეთაზე შეხვდება.
გამორიცხული არაა, რომ ინდექსმა ორივე ბარიერი გადალახოს და უფრო დაბლაც დაეშვას. მაგრამ ამ ეტაპზე, ამისთვის შესაფერისი ფუნდამენტური ფონიც არ არსებობს.
კორექტიული მოძრაობისას, გაყიდვის პოზიციის გახსნა რისკიანი საქმეა და შესაბამისად, ამის გაკეთება არ ღირს - ტრენდის განახლება ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი. რაც შეეხება ხარებს (მყიდველებს), მათ ურჩევნიათ, ხელსაყრელ მომენტს დაელოდონ, როცა პოზიცია მაშინ გახსნან, როდესაც ტრენდის განახლება დადასტურდება.