დოლარის ინდექსი და EURUSD შემობრუნებას ცდილობენ
18-May-2022 20:48:51
იმის პარალელურად, რაც ევრო დოლართან წყვილში გამოცოცხლდა, დოლარის ინდექსმა პოზიციების დათმობა დაიწყო. ევროს თითზე ჩამოსათვლელი პუნქტები დააკლდა 2017 წლის მინიმუმამდე (1.0341) მისაღწევად. და ახლა მის სამიზნეში, წინააღმდეგობის პირველი დონე - 2020 წლის მინიმუმი (1.0636) მოექცა.
წყვილმა ეს დონე აპრილის ბოლოს გადალახა და მისი გატესტვის შემდეგ, ვარდნა გააგრძელა. ამ დონესთან ერთად, წყვილს მცირე დაღმავალ ტრენდულ ხაზთან შეხვედრაც ელის, რომელმაც სტარტი მარტის პიკის შემდეგ აიღო. მომდევნო წინააღმდეგობა, დაღმავალი არხის ზედა ზღვარია.
EURUSD-ის გამოცოცხლების პარალელურად, კლება დაიწყო დოლარის ინდექსმა, რომელიც 102.35-მდე ჩამოვიდა. ეს კი თვის მინიმუმია. თუმცა ამის შემდეგ 105.00-ზე ავიდა და ისევ კლება დაიწყო. ახლა მისი სამიზნე სწორედ თვის მინიმუმია. მასთან იკვეთება მცირე აღმავალი ტრენდი, რომელმაც სტარტი აპრილის დასაწყისში აიღო. დიდი აღმავალი ტრენდის სიძლიერიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, თვის მინიმუმიდან არეკვლა მოხდება და ინდექსი ჰორიზონტალურ მოძრაობას დაიწყებს.