ტექნიკური ანალიზი

DXY შესაძლოა გარდატეხისთვის ემზადება

11-Jul-2022 11:13:42

შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკული დოლარის ინდექსმა ზრდა განაახლა. თუმცა, წარმოქმნილი მოკლევადიანი აღმავალი არხის ზედა ზღვართან შეხების შემდეგ, შემობრუნებას ცდილობს. არაა გამორიცხული, რომ აღმავალ ტრენდს ძალა და რესურსი გამოელია და შესაძლოა, შემობრუნებისთვის ემზადებოდეს.

დაღმასვლის გაგრძელების შემთხვევაში, მხარდაჭერის როლს პირველი ივნისის მაქსიმუმი (105.81) შეასრულებს. მის ქვემოთ, ნახსენები არხის (რომელიც მაისში დაიწყო) ქვედა ზღვარია. შორს არც კიდვ ერთი აღმავალი ტრენდული ხაზია, რომელსაც სათავეები მარტში და აპრილში აქვს.

აღნიშნული მიჯნები გრძელი პოზიციების გახსნის მსურველებისთვისაც საინტერესოა, რადგან ხელსაყრელი ვიტარების შემთხვევაში, ისინი ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას მიიღებენ.

რა თქმა უნდა, ძლიერი აღმავალი ტრენდის პირობებში, დაღმასვლის პროგნოზირება სარისკოა. არაა გამორიცხული, რომ ამ მცირე შემობრუნებით, DXY მცირე კორექციას ცდილობს, რისი დასრულების შემდეგაც აღმასვლას, ან გვერდულ მოძრაობას გააგრძელებს. გვერდულის/კონსოლიდაციის შემთხვევაში, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ინდექსი ზრდის მომდევნო ეტაპს ამზადებს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: