ფუნდამენტური ანალიზი

ბლუმბერგი - ECB-ში განაკვეთის ზრდის ტემპის შენელებას განიხილავენ

17-Jan-2023 18:40:10

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრები, ევროზე განაკვეთის ზრდის ტემპის შენელების მიზანშეწონილებას განიხილავენ. ბლუმბერგის ინფორმაციით, ლაპარაკია პოლიტიკის გამკაცრების იმ ტემპის შენელებაზე, რომელიც ECB-მ დეკემბრის სხდომაზე დასახა.

დეკემბრის სხდომის შემდეგ, ECB-ს პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა მიანიშნა, რომ თებერვლის სხდომაზეც განაკვეთის 0.5-პროვენტიანი ზრდა იგეგმებოდა. ბლუმბერგი ვარაუდობს, რომ ასეც მოხდება, მაგრამ მარტის სხდომაზე უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ განკვეთის აწევა 0.25 პროცენტით მოხდება.

მაგრამ ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ბლუმბერგთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს არ უნდა იყოს განხილული, როგორც ECB-ს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შენელება. უფრო მეტიც, მარტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. უფრო მეტიც, შესაბამისი ეკონომიკური მაჩვენებლების შემთხვევაში, განაკვეთი მარტშიც 0.5 პროცენტით გაიზრდება.

მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ინფლაციაა, რომელსაც შენელების ნიშნები დაეტყო. პირველ რიგში, ამას ბუნებრივ გაზზე ფასების კლება განაპირობებს. გარდა ამისა, აშშ-ის ფედრეზერვი განაკვეთის ზრდის ტემპს ანელებს. ეს ყველაფერი, ECB-ს წევრებისთვის იმის საბაბი შეიძლება გახდეს, რომ განაკვეთი სტანდარტული ბიჯით (0.25 %) გაზარდონ.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: