ფუნდამენტური ანალიზი

BOJ-ის კურიდა მზადაა, ულტრა-რბილი პოლიტიკა შეინარჩიუნოს

28-Feb-2023 09:30:34

იაპონიის ბანკის (BoJ) მმართველმა ჰარუჰიკო კუროდამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი კვლავაც გააგრძელებს ულტრა-რბილი მონეტარული პოლიტიკის მხარდაჭერას, თუნდაც ინფლაციის მაჩვენებელი, მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეზე მაღლა დარჩეს.

იაპონიაში სამომხმარებლო ფასების ზრდამ იანვარში 4.2 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 41 წლის მაქსიმლური მაჩვენებელია. და თითქოს, ეს უნდა ყოფილიყო ძლიერი მიზეზი იმისა, რომ ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაეწყო და სტიმულირების მასიური პროგრამა შეეწყვიტა.

„სამომხმრებლო ინფლაციის ზრდა, მეტწილად კომპანიების ქმედებების შედეგია, რომლებიც ნედლეულზე ფასებს ზრდის კომპენსირებას, საკუთარი ნაწარმის გაძვირებით და შესაბამისად, პრობლემის მოგვარებისთვის, მომხმარებლების ინტრესების უგულვებელყოფას ცდილობენ“, - ბენგალურუში გამოსვლისას განაცხადა კუროდამ.

იაპონიიის ბანკი მოელის, რომ 2023 და 2024 წლებში ინფლაცია მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეზე დაბლა ჩამოვა. და ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ნედლეულის ფასების ზრდის ეფექტი მიილევა (რაც გარდაუვალია). ეს გარემოება სრულად ამართლებს ცენტრალური ბანკის მიდგომას, რაც რბილი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას მოიაზრებს.

„იაპონიის სიტუაცია ძირეულად განსხვავდება შეერთებული შტატების და განვითარებული ევროპული ქვეყნების სიტუაციისგან. BoJ-მა უნდა შეინარჩუნოს ულტრა-რბილი პოლიტიკა, რათა მიაღწიოს ინფლაციის სტაბილურ, 2-პროცენტიან მაჩვენებელს“, - ამბობს კუროდა.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: