აშშ-ში სამუშაო ადგილების რიცხვის ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა
04-Nov-2022 17:39:54
აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილების რიცხვი, ოქტომბერში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. თუმცა უმუშევრობის დონე 3.7 პროცენტამდე გაიზარდა და ახალი სამუშაოების რიცხვის ზრდის ტემპმაც დაიკლო. ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ შრომის ბაზარი თანდათან უახლოვდება მაქსიმუმს. ეს კი დიდი ალბათობით, ფედრეზერვს (დეკემბრიდან) განაკვეთის უფრო ნელი ტემპით ზრდისკენ უბიძგებს.
გარდა ამისა, შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ თვეში ანაზღაურების წლიური ზრდის ტემპი ოდნავ შემცირდა. დაიკლო დასაქმებამ შინამეურნეობებში და დაეცა თანაფარდობა ყველაზე შრომისუნრიან დასაქმებულებსა და მოსახლეობას შორის.
წინასწარი კვლევის შესაბამისად, არასასოფლო სფეროში ახალ დასაქმებულთა რიცხვი 261 ათასით გაიზარდა. სექტემბრის ანალოგიური მონაცემები, გადახედვის შემდეგ, 263 000-დან 315 000-მდე გაიზარდა.
წლის მონცემებით, თვეში საშუალოდ ახალ დასაქმებულთა რიცხვი 407 ათასით იზრდება. შედარებისთვის, შარშანდელი ანალოგიური მაჩვენებელი 562 000 იყო. როიტერსის მიერ გამოკითხული ეკონომისტების პროგნოზით, ოქტომბერში დასაქმებულთა რიცხვი 200 ათასით უნდა გაზრდილიყო.
ყველაზე მეტი, 53 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ჯანდაცვის სფეროში. პროფესიონალური და ტექნიკური მომსახურების სფეროში, ახალ დასაქმებულთა რიცხვი 43 000-ით გაიზარდა. გადამამუშავებელ მრეწველობაში ახალი სამუშაო ადგილების რიცხვი 32 000-ით გაიზარდა. დასვენების და სასტუმროებს სექტორში კი დასაქმებამ 35 000-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ამ სექტორში, პანდემიამდელი დასაქმება 1.1 მილიონით მეტი იყო. ამჟამადაც აქ ყველაზე მეტი ვაკანსიაა გახსნილი. 28 000 ახალი სამუშაო ადგილი მოდის სახელმწიფო სექტორზე.