ფუნდამენტური ანალიზი

აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილების რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა

07-May-2022 00:44:06

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად, აპრილში ქვეყანაში არასასოფლო სფეროში იმაზე მეტი (428 ათასი) ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე ეკონომისტები ვარაუდობდნენ. იმავდროულად, ოდნავ დაიკლო საათობრივმა ანაზღაურებამ, უმუშევრობის დონე კი 3.6 პროცენტზე დარჩა. თუმცა მოლოდინი 3.5 პროცენტი იყო.

ბოლო ერთ თვეში, საათობრივი ანაზღაურება 0.3 პროცენტით გაიზარდა, მოლოდინი 0.4 პროცენტით ზრდა იყო. ბოლო ერთი წლის მონაცემებით კი, ანაზღაურება 5.5 პროცენტით არის გაზრდილი. ანლიტიკოსები ამბობენ, რომ ანაზღაურების შედარებით ნელი ტემპით ზრდა, უკვე სამი თვე გრძელდება და ეს უკვე ტრენდის სახეს ღებულობს.

ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ, ერთ-ერთი ლიდერი წარმოების სექტორია, სადაც 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, ყველაზე მკვეთრი ზრდა (55 ათასი ახალი ადგილი) დაფიქსირდა. მხოლოდ 2 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა მშენებლობის სექტორმა. ეს კი იმის პირველი ნიშანია, რომ დოლარზე განაკვეთის ზრდა, კრედიტზე დამოკიდებულ ამ სექტორს უკვე ვნებს.

ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპმა ასევე დაიკლო დასვენების და გართობის სექტორებში, სადაც ჯამში 78 ათასი ადამიანი დასაქმდა. არადა, წინა რამდენიმე თვის განმავალობაში, ამ სექტორებში 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი იქმნებოდა.

სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის წილი 62.2 პროცენტამდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი წინა სამი თვის განმავლობაში იზრდებოდა. ამ მხრივ, ყველაზე მეტი კლება, 55 წელზე მეტი ასაკის მქონე სამუშაო ძალაში ფიქსირდება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: