ფუნდამენტური ანალიზი

აშშ-ში არასასოფლო სფეროში დასაქმება მკვეთრად გაიზარდა

03-Feb-2023 17:06:53

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, იანვარში ქვეყანაში არასასოფლო სფეროში დასაქმებულთა რიცხვი, მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა სახელფასო უწყისების რიცხვი 517 ათასით გაიზარდა.

წინა ოთხი თვის მონაცემებით, ახალი სამუშაო ადგილების რიცხვი მცირდებოდა, იანვარში კი უცებ მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ზრდა მხოლოდ 185 ათასი უნდა ყოფილიყო. ასე რომ მომხდარიყო, ეს ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მცირე მატება იქნებოდა.

გარდა ამისა, ნოემბრის და დეკემბრის მონაცემები, შესაბამისად, 34 და 37 ათასით გაიზარდა. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ შრომის ბაზარი კვლავაც მდგრად ზრდას აგრძელებს, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის კარგ მდგომარეობას ასახავს. ეს ყველაფერი, მონეტარული პოლიტიკის შემოქმედთ, უფრო გაბედული მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.

შრომის ბაზრის მოსალოდნელზე უკეთესი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, დოლარი 0.5 პროცენტზე მეტით გამყარდა. პარალელურად, აქციების ფიუჩერსები, რაც იმის შედეგია, რომ ინვესტორების აზრით, ფედრეზერვი წლის ბოლოსთვის, განაკვეთის შემცირებას დაიწყებს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფედრეზერვი „ეკონომიკის რბილ დაჯდომას“ მიაღწევენ. შესაბამისად, რეცესიის საშიშროება მინიმუმზე დავა.

სტატისტიკის მიხედვით, კვირაში სამუშაო საათების რიცხვი 34.7 საათამდე გაიზარდა, რაც ბოლო 10 თვის მაქსიმალური მაჩვენებელია. ამასთან, მხოლოდ 0.3 პროცენტით მოიმატა საათობრივმა ანაზღაურებამ. 3.4 პროცენტამდე დაეცა (3.5 პროცენტიდან) უმუშევრობის დონე. ეს ბოლო 53 წლის მინიმალური მაჩვენებელია. ანალიტიკოსების აზრით, უმუშევრობის დონის 3.6 პროცენტამდე ზრდა იყო მოსალოდნელი.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: