ფუნდამენტური ანალიზი

აშშ-ის ფედრეზერვმა განაკვეთი 0.25 პროცენტით გაზარდა

02-Feb-2023 07:01:19

შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემის ღია ბაზრების ფედერალურმა კომიტეტმა (FOMC), როგორც მოსალოდნელი იყო, დოლარზე განაკვეთი 0.25 პროცენტით გაზარდა. ამგვარად, განაკვეთის დიაპაზონი 4.5-4.75 პროცენტამდე გაიზარდა.

ამგვარად, სახეზეა განაკვეთის ზრდის ტემპის კლება, რაც ინფლაციის კლების პირდაპირი გამოძახილია. წინა სხდომაზე, განაკვეთი 0.50 პროცენტით გაიზარდა, იმის წინ კი ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი ზედიზედ ოთხჯერ, 0.75 პროცენტით ასწია. ამჟამად განაკვეთის დიაპაზონი, 2007 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

„ბოლო მონაცემებით, ხარჯები და წარმოება უმნიშვნელოდ გაიზარდა, ახალი სამუშაო ადგილების ზრდის პროცესი მდგრადია და უმუშევრობა დაბალ დონეზე რჩება. ინფლაცია ოდნავ შენელდა, თუმცა კვლავაც მაღალია“, - ნათქვამია ფედრეზერვის განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, უზარმაზარ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სირთულეებს იწვევს, რაც გლობალურ დონეზე, გაურკვევლობას იწვევს. ამ ფონზე, კომიტეტი ყურადღებას ისევ ინფლაციურ რისკებზე გაამახვილებს.

FOMC-ის განცხადებით, განაკვეთის ზრდის პროცესი ჯერ არ შეჩერდება და სავარაუდოდ, ის ერთი-ორჯერ კიდევ აიწევს. ამასთან, არსებობს იმის მოლოდინი, რომ წლის განმავლობაში, მისი შემცირება საჭირო არ გახდება. მთავარ მიზნად, ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის 2-პროცენტიან ზონაში დაბრუნება რჩება.

ფედრეზერვი აცნობიერებს, რომ განაკვეთის მკვეთრ ზრდას, კუმულატიური მოქმედება აქვს და მისი შედეგები მოგვიანებით გამოვლინდება. ამასთან, ყურადღების გამახვილება საჭიროა მაღალი განაკვეთით, ეკონომიკური აქტივობის შენელების შესაძლო გამოწვევაზე, რასაც შეიძლება უმუშევრობის ზრდა და ეკონომიკის გაუარესება მოჰყვეს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: