ტექნიკური ანალიზი

ამერიკული დოლარის ინდექსს მხარდაჭერის ძლიერი დონე ელის

14-Nov-2022 11:27:04

ამერიკული დოლარის ინდექსს ცუდი სამსახური გაუწია ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ, რომელმაც აჩვენა, რომ ინფლაციის ტემპი შენელდა. ამან გააჩინა იმის მოლოდინი, რომ ფედრეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესს შეანელებს.

ამ მოლოდინის კვალად, გასული კვირის ბოლოს ინდექსმა გადაკვეთა ის ტრენდული აღმავალი ხაზი, რომელმაც სტარტი თებერვლიდან აიღო და მას შემდეგ, ინდექსის ვარდნა რამდენჯერმე აღკვეთა.

როგორც გრაფიკზე ჩანს, ამ ტრენდული ხაზის გადაკვეთის შემდეგ, ინდექსმა ასევე შეძლო მხარდაჭერის ჰორიზნტალური დონის (107.680) გადალახვა და შესაძლოა, ახლა მისი გატესტვა სცადოს. დადასტურების შემთხვევაში, ინდექსი 200-დღიან მოძრავ საშუალოსთან შესახვედრად დაეშვება, რომელიც 105.00-ის სიახლოვეს ელის.

ნებისმიერ შემთხვევაში, მოსალოდნელია რყევების გაგრძელება, რაც სიტუაციას ნაკლებად პროგნოზირებადს ხდის.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: