ტექნიკური ანალიზი

AUDUSD-ს აღმასვლა ჯერ არ დაუსრულებია

02-Nov-2021 18:32:12

როგორც გრაფიკზე ჩანს, AUDUSD სამმაგი Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ ზიგზაგის ჩამოყალიბებას აგრძელებს და ამჟამად შუალედურ Ⓧ ტალღასთან ერთად იზრდება. ეს ტალღა (W)-(X)-(Y) ორმაგი ზიგზაგის სახით ვითარდება, რომელზეც პირველი ორი უკვე დასრულდა და (Y) ტალღა არის დარჩენილი.

თავის მხრივ, (Y) ტალღაც W-X-Y ორმაგი ზიგზაგია, რომელთაგან უკვე დასრულდა W ტალღა (რაც სამმაგ ზიგზაგად ჩამოყალიბდა) და ამჟამად წყვილი შუალედურ X ტალღას დაბლა მიჰყვება. ამის შემდეგ, დაიწყება Y ტალღა, რომელთან ერთადაც, წყვილის ფასი 0.770-ს მიაღწევს.

ამ დონეზე, Ⓧ ტალღის სიგრძე, Ⓨ ტალღის სიგრძის 76.4 პროცენტს გადაფარავს. Ⓧ ტალღის დასრულების შემდეგ, Ⓩ ტალღა დაიწყება, რომელთან ერთადაც, წყვილის ფასი 0.710-მდე ან უფრო მეტადაც შემცირდება.

 

ალტერნატიული სცენარით, შუალედური Ⓧ ტალღა უკვე დასრულდა. ის ორმაგი ზიგზაგის სახით ჩამოყალიბდა. და შესაძლოა, უკვე დაიწყო დაღმავალი Ⓩ ტალღა, რომელიც X ტალღას, 0.707-ს სიახლოვეს დაასრულებს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: