ევრომ დოლართან წყვილში 16-თვიან მინიმუმს თავი დააღწია
18-Nov-2021 13:58:46
ევრომ დღეს დოლართან წყვილში 16-თვიანი მინიმუმისგან თავის დაღწევა შეძლო. ამის მიზეზი ისაა, რომ ტრეიდერები აანალიზებენ, ცენტრალური ბანკების მონეტარულ პოლიტიკებს შორის სხვაობის ფაქტორი, ვალუტების ფასებზე მეტისმეტად მკვეთრად ხომ არ აისახა.
ბაზრები ვარაუდობენ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB), მონეტარული პოლიტიკის დაწყების მხრივ, ყველა განვითარებულ ეკონომიკს ჩამორჩება. ასეთი ვარაუდის საბაბს იძლევა ის გარემოება, რომ ECB ინფლაციის მაღალ დონეს (4.1 პროცენტი) კვლავაც დროებით მოვლენად მოიხსენიებს. ამის პარალელურად, ფედრეზერვისგან და ინგლისის ბანკისგან, განაკვეთის პირველი აწევა, უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი.
შექმნილ სიტუაციაში, ევრო დოლართან წყვილში, 1.13-ზე დაბლა ჩავიდა, თუმცა შემდგ კორექცია დაიწყო და ევროპის სავაჭრო პერიოდში, ფასმა 1.1345 დოლარამდე აიწია.
დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს ძირითად ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, ოთხშაბათს 2020 წლის ივლისიდან ყველაზე მაღალ ნიშნულს, 96.226-ს მიაღწია, რის შემდეგაც 95.654-მდე დაიწია.
„ჩვენი ხედვის შესაბამისად, დოლარი იმ ვალუტებთან, რომელთა განაკვეთი ძალიან დაბალია, ზრდას გააგრძელებს“, - ნათქვამია ING-ს ანალიტიკოსების მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზში. სხვები, მათ შორის „პაიქტეტ ველთ მენეჯმენტის“ სავალუტო ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დოლარის გამყარება ხანგრძლივი პროცესი არ იქნება.