დოლარის ინდექსმა შესაძლოა ზრდის პოტენციალი ამოწურა
09-May-2022 20:17:21
ამერიკული დოლარის ინდექსი ამ დღეებში ორჯერ ასცდა 104.00 დონეს, მაგრამ 2017 წლის მაქსიმუმზე (103.82) მაღლა დარჩენა უჭირს და როგორც კი მას გადაკვეთს, მაშინვე დაბლა ბრუნდება ხოლმე. დღეს ასეთი მეოთხე წარუმატებელი „შეტევა“ დაფიქსირდა, რის შემდეგაც, კორექციის, ან უფრო ღრმა კონსოლიდაციის დაწყებაა მოსალოდნელი.
აღმავალი ტრენდი ძლიერია, მაგრამ როდესაც წინააღმდეგობა ოთხჯერ ახერხებს თავისი როლის წარმტებით შესრულებას, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში, მყიდველებს რესურსი გამოელიათ.
თუ კორექცია დაიწყო, მაშინ მხარდაჭერის პირველი სოლიდური დონე იქნება 102.35, რომელიც ახლახანს, წინა კვირაში დაფიქსირდა. თუ ისიც დაღმასვლას შეაჩერებს, დიდი ალბათობით, ინდქსი 103.82-ს კიდევ ერთხელ შეუტევს.
მაგრამ თუ ამ მხარდაჭერის გადალახვა მოხერხდა, მაშინ ინდქსი უფრო დაბლა წავა და 101/100 არეალის აღებას ეცდება. ეს არ იქნბა მხარდაჭერის ძლიერი ზონა და ამიტომ, აქედან აღმასვლის განახლება ნაკლებად მოსალოდნელია.
მაგრამ თუ ინდექსი მაინც შეძლებს 103.82-ის გადალახვას, მაშინ აღმავალი ტრენდეც გაგრძელებას ეცდება. ამ შემთხვევაში, წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი ზღვარი სიახლოვეს არ ჩანს. აქედან უახლოესი ძლიერი წინააღმდეგობა არის 121.00, რომელიც 2001 წელს დაფიქსირდა. ოღონდ, იქამდე დიდი გზაა გასავლელი და ამ გზაზე ბევრი (ახალი) რამ არის მოსალოდნელი.