ტექნიკური ანალიზი

ამერიკული დოლარი აღმავალ ტრენდს აგრძელებს

24-Nov-2021 02:01:33

გასულ კვირაში, ამერიკული დოლარის ინდექსმა (DXY) აღმავალი ტრენდის ზედა ზღვარი გაარღვია, შემდგ გატესტა და კვლავ მის მაღლა დარჩა. ამგვარად, დაადასტურა, რომ გადალახული ზღვარი ამიერიდან მხარდაჭერის როლს შეასრულებს. ეს აღმავალი ტრენდული ხაზი ივნისიდან მოქმედებს და მან წინააღმდეგობის როლი რამდენჯერმე შეასრულა.

მისი გადალახვა იმის მანიშნებელია, რომ დოლარის ინდექსის ზრდა მდგრადია და ასე მანამ გაგრძელდება, სანამ ახალი მხარდაჭერის დონე გადაულახავად დარჩება. ინდექსს ზრდისთვის საკმაოდ დიდი არეალი აქვს. უახლოეს ძლიერ წინღმდგობას კი მას 2020 წლის ივნისში დაფიქსირებული მაქსიმუმი (97.80) გაუწევს.

ეს ძლიერი დონე არაა, თუმცა ღირს თუ არა მისთვის ყურადღების მიქცევა, ეს მაშინ გაირკვევა, როცა (თუ) ინდექსი მას მიუახლოვდება.

ამ ეტაპზე, დათვებს ინდექსთან არაფერი ესაქმებათ. მათ იმედი მხოლოდ მაშინ გაუჩნდებათ, თუ ინდექსი ტრენდული ხაზის ქვემოთ დაბრუნდება. ამ შემთხვევაში, გრძელი გზა ექნება ქვედა აღმავალ ტრენდულ ხაზამდე, რომელიც მაისის ბოლოს არის დაწყებული.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: