სავაჭრო სტრატეგიები

მოწინავე სავაჭრო სტრატეგიები ფორექსის ბაზრისთვის

პირველი, რითიც აუცილებლად უნდა დაიწყოთ არის სავაჭრო პარამეტრების დანერგვა, რომელიც მოიცავს შესვლისა და გასვლის სიგნალებს. ეს პარამეტრი ცნობილია როგორც ფორექს ბაზრის სავაჭრო სტრატეგია. არსებობს უამრავი მათგანი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. დამწყებთა უმეტესობა ცდილობს დატესტოს რამდენიმე სტრატეგია ერთად, რათა შემდგომში შეადარონ, რომელი სტრატეგია უფრო შეეფერება მათ უნარებს.

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სამ მოწინავე სავაჭრო სტრატეგიას. ეს სავაჭრო სტრატეგიები შემუშავებულია დამწყებთათვის, რომლებსაც სურთ უნარების განვითარება.

სკალპინგი ფორექსის ბაზარზე

ვაჭრობა ფორექსის ბაზარზე შეიძლება იყოს კომპლექსური და დინამიური საინვესტიციო სფერო, სადაც მხოლოდ ზუსტ ინფორმაციას ბაზრის სირთულეების შესახებ შეუძლია გაზარდოს თქვენი სახსრები ყოველდღიურად. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ არსებობს უტყუარი, საიმედო ვალუტით ვაჭრობის ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს აბსოლუტურ წარმატებას. ყველა ტექნიკა მოიცავს რისკებს და არც ერთი სავაჭრო სისტემა არ არის დაცული ზარალისგან.

თუმცა, არსებობს რამოდენიმე მოწინავე სავაჭრო სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ დამაკმაყოფილებელ შედეგს, რომელთაგან ერთ -ერთი არის ფორექსის სკალპინგი. ამ სტრატეგიის მიზანია პოტენციური მოგების სწრაფად გამომუშავება. ამ ტექნიკის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვაჭრობა მიმდინარეობს მოკლე დროში, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ ბაზარზე მცირედი მოძრაობის დროსაც.

ეს არის შთამბეჭდავი და ინოვაციური ფორექს სტრატეგია, მაგრამ ის მოითხოვს ბაზრის დეტალურ ანალიზს ვაჭრობის განხორციელებამდე. ამ ტიპის სავალუტო ვაჭრობა შეეფერება დღის მოვაჭრეებს, რომლებიც არ არიან რისკის მოყვარულნი.

ვრცელი ანალიზის შემდეგ, მიღწეული იქნა კონკრეტული შედეგები ყველაზე გავრცელებული იდეების მიმართ, რაც არის მეთოდოლოგიის გარშემო. როგორც ჩანს, ყველა ეთანხმება იმას, რომ სკალპინგი ხორციელდება მაშინ, როდესაც ტრეიდერები მოკლე დროის პერიოდში იშორებენ პოზიციებს. ის, თუ რამდენ ხანს გრძელდება ეს პერიოდი- ამაზე ვერ თანხმდებიან. ეს სავაჭრო სტრატეგია დაგეხმარებათ მიიღოთ მნიშვნელოვანი შემოსავალი სწრაფად და ეფექტურად. აქ ჩნდება კითხვა, როგორ ხდება სკალპინგი ფორექსზე?

ძირითადად, ის გულისხმობს პოზიციის დახურვას ხუთ წუთზე ნაკლებ დროში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის მთავარი მინუსი ამ ხშირად გამოყენებული სტრატეგიისა. თუ ვაჭრობთ მოკლე დროში, შეიძლება ვერ შეძლოთ მიიღოთ თქვენი ინვესტიციის შესაბამისი შემოსავალი. ეს იმიტომ ხდება, რომ წყვილები ამ დროის პერიოდში იცვლებიან მხოლოდ ერთი ან ორი პუნქტით. ვინაიდან, დიდი პუნქტობრივი სხვაობა მეტ შემოსავალს ნიშნავს, ამ მიზეზით, ფორექსის სკალპერები, როგორც წესი, ვაჭრობენ ერთდროულად რამდენიმე გარიგებაზე.

რაც უფრო მოწინავე სავაჭრო უნარ -ჩვევებს ფლობთ, მით მეტი კაპიტალი და მოცულობა გაქვთ. სკალპინგი ფართოდ გამოყენებადი ტექნიკაა გამოცდილ ტრეიდერებს შორის. ტაქტიკა დამოკიდებულია ვალუტის ღირებულების მერყეობაზე, რომელიც ყოველდღე ხდება ბაზარზე გარკვეული ინტერვალებით.

როგორც წესი, დრო პოზიციის დახურვასა და გახსნას შორის მოკლეა და გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთი. ამ პოზიციიდან მიღებული შემოსავალი ზოგადად მცირეა, თუმცა ბევრი ერთდორულად გახსნილი პოზიციებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი უკვე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. ფორექსის ზოგიერთი ტრეიდერი ვაჭრობს დღეში 200-მდე პოზიციაზე. რასაკვირველია, ყველა პოზიცია არ შეიძლება იყოს შემოსავლის მომტანი, მაგრამ საბოლოო მიზანი არის მთლიანი მოგების დაფიქსირება ყველა პოზიციის გაერთიანებით.

ჩვენი რჩევა იქნება, რომ სკალპინგის დროს განათავსოთ ზარალის შეჩერების (S/L) ორდერი პოზიციის გახსნის ფასთან ძალიან ახლოს, რათა შეამციროთ ზარალი, ბაზრის რყევების დროს. ყოველთვის გირჩევთ, გამოიყენოთ ზარალის შეჩერება (S/L) თქვენი სკალპინგის გარიგებების დროს. ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო ტექნიკა. შევაჯამოთ ეს სტრატეგია და წესები, რომლებიც ტრეიდერმა უნდა დაიცვას.:

  • არ დატოვოთ ღია პოზიცია დიდი ხნის განმავლობაში, სასურველია მაქსიმალური დრო არ აღემატებოდეს ხუთ წუთს.
  • გარიგების მოცულობა უნდა იყოს საკმარისად დიდი, რადგან მიღებული პუნქტების რაოდენობა მცირეა.
  • რაც მეტია ყოველდღიური გარიგებების რაოდენობა, მით უფრო მაღალია წარმატების შანსები ფორექსის ბაზარზე.
  • ეს სტრატეგია მოქმედებს მხოლოდ დღის ტრეიდერებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სავარაუდოდ მოგიწევთ ბევრი დრო გაატაროთ ვაჭრობაში, რათა მიაღწიოთ შედეგს.
პოზიციური ვაჭრობა

ეს ნამდვილად არის ფორექსის მოწინავე სტრატეგია, რადგან მას იყენებენ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტრეიდერები. ამ სტრატეგიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ იგი მოითხოვს გაცილებით ნაკლებ ყოველდღიურ ყურადღებას, მაგრამ მისი წარმატებით დასრულება შესაძლებელია მხოლოდ ფრთხილი გრძელვადიანი ბაზრის ანალიზით. ფორექსის სავაჭრო სტრატეგიების უმეტესობა სრულდება მოკლე დროის ინტერვალებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უმეტესობა რეალურად დღის სავაჭრო სტრატეგიაა.

პოზიციური ვაჭრობა არის სრულიად განსხვავებული დღის ვაჭრობისგან, განსაკუთრებით კი სკალპინგისგან. როდესაც ტრეიდერი ვაჭრობას იწყებს პოზიციებით, მოსალოდნელია, რომ იგი დაიკავებს გრძელვადიან პოზიციას. რთულია მინიმალური რეკომენდირებული დროის განსაზღვრა, რადგან ის ძირითადად დამოკიდებულია ტრეიდერის ბაზრის ხედვაზე და მიღებული პუნქტების რაოდენობაზე.

ფორექსის ერთ -ერთი ყველაზე მოწინავე ტექნიკის გამოყენებისას, პოზიციური ვაჭრობის დროს, ტრეიდერმა ყველაფერი უნდა გააკეთოს სკალპინგის საპირისპიროდ. როგორც წესი, სავაჭრო კაპიტალთან შედარებით ორდერის ზომა საკმაოდ მცირეა. სკალპინგის დროს კი თქვენ ცდილობთ გახნათ დიდი მოცულობის პოზიციები, რადგან თქვენ გელით მხოლოდ რამოდენიმე პუნქტის მოგება თითო ვაჭრობზე. პოზიციური ვაჭრობისას თქვენ მიზნად ისახავთ მოიპოვოთ 100 პუნქტზე მეტი, რაც რეალურად თქვენს ორდერს ხდის შედარებით უსაფრთხოს, ცვალებადი ბაზრის პირობებში.

მაღალი რისკის თავიდან აცილების მიზნით, ტრეიდერს ურჩევენ ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ მცირე მასშტაბებით, რაც გულისხმობს სავაჭრო მარჟისთვის კაპიტალის არაუმეტეს 2% -ის გამოყენებას. ამ გზით თქვენ მარტივად შეძლებთ 20-30 პუნქტით თქვენთვის საპირისპირო მიმართულებით წასულ ფასზე შეინარჩუნოთ გახსნილი ორდერი პოზიციის დახურვის გარეშე. პოზიციური ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია სავაჭრო გარიგების დახურვა უზრუნველყოს დანაკარგების გარეშე. ზოგჯერ შეგიძლიათ მიიღოთ რამდენიმე პუნქტი თითო ვაჭრობაზე, მაგრამ შემდგომ მაინც დაკარგოთ თანხები.

როგორ არის ეს შესაძლებელი? ეს იმიტომ ხდება, რომ პოზიციები როცა ღიაა კვირების ან თუნდაც თვის განმავლობაში, შესაბამისად, ერიცხება სვოპი. სვოპებს ასევე უწოდებენ ღამის გადასახადს პოზიციების შესანარჩუნებლად, ან როლოვერს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრეიდერს შეუძლია გახსნას გრძელვადიანი პოზიცია EUR / USD სავალუტო წყვილზე 1 მაისს, შემდეგ კი დახუროს პოზიცია 1 ივლისს, საერთო შემოსავლის 50 პუნქტზე.

თუმცა, ამ წყვილზე სვოპები შეიძლება იყოს იმდენად მაღალი, რომ 50 პუნქტი არ იყოს საკმარისი 60 დღიანი საკომისიოს საკომპენსაციოდ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როლოვერი ყოველთვის არ არის უარყოფითი. ზოგიერთ სავაჭრო ინსტრუმენტს აქვს როლოვერის დადებითი მაჩვენებელი. ეს ნიშნავს, რომ პოზიციის შენარჩუნებისას, თქვენ ასევე იღებთ შემოსავალს. არსებობს კიდევ ერთი მოწინავე სავაჭრო სტრატეგია, რომელიც ცნობილია როგორც "carry trading", ის დაფუძნებულია როლოვერიდან შემოსავლის მიღებაზე.

პოზიციურ ვაჭრობაზე წარმატების მიღწევისთვის, თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ მკაფიო წარმოდგენა იმ ქვეყნების ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელთა ვალუტებით ვაჭრობასაც გეგმავთ, ასევე მიმდინარე გეოპოლიტიკურ საკითხებზეც. თქვენი ანალიზის უმეტესი ნაწილი უნდა გაკეთდეს პოზიციის გახსნამდე, ხოლო შემდგომი ანალიზი ხორციელდება ძირითადად პოზიციის დასახური წერტილის დასადგენად.

ვაჭრობა არასასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულ პირთა რაოდენობის მონაცემებზე (NFP)

ეს არის მთავარი ეკონომიკური სიახლე, რომელიც ქვეყნდება შეერთებულ შტატებში თვეში ერთხელ. ჩვეულებრივ, ამ ტიპის საბაზრო ინფორმაციებს სერიოზული გავლენა აქვთ დღის ტრეიდერებზე, რადგან მათ შეუძლიათ ადვილად შეცვალონ აშშ დოლარის წყვილის ფასი 50 პუნქტით ან მეტით. ამ სავაჭრო სტრატეგიის მთავარი მინუსი ის არის, რომ ის მჭიდროდაა დაკავშირებული ინფორმაციის გამოშვებებთან, ასე რომ თქვენ მისი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თვეში ერთხელ.

NFP არის სკალპინგის მოწინავე დონე ფორექსის ბაზარზე. NFP-ს შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაზარი იწყებს რყევებს. თქვენი მთავარი მიზანი აქ არის განსაზღვროთ NFP– ის შესაძლო შედეგები და შემდეგ შეაფასოთ როგორ განსხვავდებიან ისინი წინა და პროგნოზირებული მნიშვნელობებისგან. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ მნიშვნელობებს ფორექსის კალენდრის გვერდის გამოყენებით. თქვენ ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ საკმარისი მარჟა, რათა პოზიცია შეინარჩუნოთ ბაზრის შესაძლო რყევებისას NFP-ს შედეგების გამოქვეყნებამდე.

როგორც კი ახალი ამბები გამოვა, წყვილის ფასმა შეიძლება მკვეთრად შეცვალოს მიმართულება. თუ ცვლილების მიმართულება ის არის, რასაც ელოდით, შეგიძლიათ მიიღოთ დიდი რაოდენობით პუნქტები სულ რამდენიმე საათში. და პირიქით, თუ ცვლილება ხდება საპირისპირო მიმართულებით, მაშინ ამუშავდება თქვენი ზარალის შეჩერება (S/L). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, NFP ვაჭრობა გულისხმობს მიიღოთ ბევრი პუნქტი მომგებიანი გარიგებიდან და შემდეგ შეზღუდოს თქვენი დანაკარგები, თუ პროგნოზი არ გამართლდება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: