ეს სტატია აწვდის ტრეიდერებს დღის ვაჭრობის განმარტებებს, მასში განხილულია სხვადასხვა დღის ვაჭრობის სისტემები, თუ როგორ იღებენ შემოსავალს ტრეიდერები ამ გზით, რამოდენიმე წინადადება ფორექსის ბაზარზე საუკეთესო სავაჭრო სისტემებზე და რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ყოველდღიურ ვაჭრობაში.
შიდადღიური ვაჭრობა არის ფორექსის დღის სავაჭრო სტრატეგიების ერთობლიობა, რომელიც მოითხოვს ტრეიდერებმა გახსნან და დახურონ გარიგებები იმავე დღეს. იმის გათვალისწინებით, რომ ბაზრებს დიდი მოძრაობის შესრულება შეუძლიათ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, შიდადღიურ ვაჭრობაზე ტრეიდერები იყენებენ შედარებით სარისკო სავაჭრო მეთოდებს სასურველი მოგების დასაგროვებლად.
ბაზარზე დღის ვაჭრობის სტრატეგიები უფრო აქტიურია და მოითხოვს, რომ ტრეიდერები იყვნენ სავაჭრო პლატფორმაზე მთელი სესიის განმავლობაში. ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ რაც უფრო მცირე დროის პერიოდს იყენებს ტრეიდერი, მით უფრო დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდება იგი. სწორედ ამიტომ, დღის ვაჭრობა შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ერთ -ერთი ყველაზე სარისკო მიდგომა სავალუტო ბაზრებზე.
სინამდვილეში, ეს არ არის განსხვავებული ფორექსის სავაჭრო სტრატეგიები, რომლებიც დღის ტრეიდერებმა უნდა გამოიყენონ, და რომლებიც ზრდიან რისკს. ფაქტობრივად, საერთო ლოგიკა იგივეა თითქმის ნებისმიერი ინტერვალისთვის. უფრო სწორად, საქმე იმაშია, რომ ფორექსის ბაზარზე დღის ვაჭრობის წესები უფრო მკაცრი და დაუნდობელია მათთვის, ვინც მათ არ მიჰყვება.
ორი ფაქტორი, რომლის გარეშეც ვერცერთი დღის მოვაჭრე ვერ შეძლებს ყოფნას- ბაზარზე დღის ვაჭრობის სტრატეგიის მიუხედავად, რომლის გამოყენებასაც ისინი აპირებენ, არის ვოლატილურობა და ლიკვიდურობა. ეს შეიძლება კარგი ჩანდეს ნებისმიერი ტრეიდერისთვის, მაგრამ მოკლევადიანი ტრეიდერები ბევრად უფრო არიან დამოკიდებულნი მათზე. ვოლატილურობა არის ბაზრის მოძრაობების სიდიდე. მოკლევადიანი ვაჭრობა კი მოითხოვს მუდმივ ვოლატილობას.
ეს ამცირებს ინსტრუმენტების შერჩევას ძირითად სავალუტო წყვილებზე და რამდენიმე კროს წყვილზე, სესიებიდან გამომდინარე. ვინაიდან ვოლატილობა დამოკიდებულია სესიაზე, იმის ცოდნა, თუ როდის ივაჭროთ ისეთივე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ცოდნა თუ რაზე ივაჭროთ, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ლიკვიდურობაც. შიდადღიური ვაჭრობა ძალიან ზუსტია. გრძელვადიან ტრეიდერს შეუძლია თავს მიცეს უფლება 10 პუნქტი დაკარგოს, მაგრამ მოკლევადიანი ტრეიდერი ვერ შეძლებს, რადგან ეს 10 პუნქტი შეიძლება იყოს მისი მთლიანი შემოსავალი.
ეს სიზუსტე ფორექსის ბაზარზე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ტრეიდერის ოსტატობაზე, მაგრამ ლიკვიდურობა ასევე მნიშვნელოვანია. თუ არ არსებობს ლიკვიდურობა, შეკვეთები უბრალოდ არ დაიხურება სასურველ ფასად, რაც არ უნდა კარგად ვაჭრობდეს ტრეიდერი. ეს კიდევ ერთხელ ზღუდავს დღის ტრეიდერებს სავაჭრო კონკრეტულ ინსტრუმენტებსა და ვაჭრობის დროზე.
სკალპინგი არის ერთდღიანი სავაჭრო სტრატეგია ბაზარზე, რომლის მიზანია მრავალი მცირე მოგების გამომუშავება, რაც შეიძლება მოხდეს მცირე ფასის ცვლილებებზე დაყრდნობით. სკალპერები ხსნიან რაოდენობრივ გარიგებებს და ხსნიან მათ თითქმის "დაუგეგმავად", რადგან არეული ბაზრის სიტუაციაში ორიენტირების გზა არ არსებობს. სკალპინგი შეიძლება იყოს მიმზიდველი და ამავე დროს ძალიან სარისკო. სკალპერებმა უნდა მიაღწიონ მაღალ სავაჭრო ალბათობას, რათა დააბალანსონ დაბალი რისკისა და მიღებული ჯილდოს ურთიერთკავშირი. ალბათ სკალპინგის ყველაზე რთული ნაწილი არის ზარალის მომტანი გარიგებების დროული დახურვა.
სკალპერი ვერ დაელოდება ბაზრის შემობრუნებას.
თუ გსურთ გახდეთ სკალპერი, იფიქრეთ მეექვსე საბაზრო გრძნობის განვითარებაზე - მოძებნეთ ვოლატილური ინსტრუმენტები, კარგი ლიკვიდურობა და შესრულების იდეალური სიჩქარე. თუ თქვენ დაეუფლებით სკალპინგს, ეს არის პოტენციურად ყველაზე მომგებიანი სტრატეგია ნებისმიერ ფინანსურ ბაზარზე. მხოლოდ მისი თანმდევი რისკებია, რაც ხელს უშლის მას იყოს საუკეთესო სავაჭრო სტრატეგია ფორექსის ბაზარზე.
საპირისპირო ვაჭრობა, საწინააღმდეგო ტრენდული ვაჭრობა და გაქრობა.
რისკი გამომდინარეობს ტრენდის საწინააღმდეგოდ ვაჭრობის ძირითადი პრინციპიდან. ტრეიდერს უნდა შეეძლოს პოტენციური ფასის საპირისპირო მხარეს მიბრუნების იდენტიფიცირება, ასევე მისი სიძლიერის პროგნოზირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის შეუძლებელი, ის მოითხოვს დიდ საბაზრო ცოდნასა და პრაქტიკას. "ყოველდღიური ბრუნვის" სტრატეგია შეიძლება ჩაითვალოს საპირისპირო სავაჭრო სტრატეგიის განსაკუთრებულ შემთხვევად, რადგან ის სპეციალიზირებულია ყოველდღიურ მინიმუმსა და მაქსიმუმ კორექციაზე და ფასის საპირისპირო მიმართულებით ვაჭრობაზე.
ეს არის მარტივი დღის სავაჭრო სტრატეგია, რომელიც სპეციალიზირებულია ძლიერი ფასების მოძრაობების პოვნაზე, მაღალი მოცულობითა და ფასის მოძრაობის მიმართულებით ვაჭრობაზე. იმპულსური ვაჭრობისას საჭიროა სავაჭრო დისციპლინის მაღალი დონე, რათა შეძლოთ დაელოდოთ საუკეთესო შესაძლებლობას პოზიციის ჩასართავად და შეინარჩუნოთ კონტროლი იმისათვის, რათა ფოკუსირდეთ გასასვლელი სიგნალის დაფიქსირებაზე.
დღის ვაჭრობა ხშირად რეკლამირდება, როგორც ბაზარზე თქვენი სავაჭრო ინვესტიციიდან მოგების უსწრაფესი გზა. თუმცა, რეკლამაში არ არის აღნიშნული, რომ ეს არის ყველაზე რთული სტრატეგია დასაუფლებლად. შედეგად კი, ბევრი დამწყები ტრეიდერი განიცდის დანაკარგებს. წლების განმავლობაში მიღებული სწავლისა და გამოცდილების შემდეგ, პროფესიონალ ტრეიდერს შეუძლია შეიმუშაოს პერსონალური სტრატეგია დღის ვაჭრობისთვის, ფორექსის ბაზარზე.
დღის სავაჭრო სისტემის ბექგრაუნდი ფორექსის ბაზარზე
დღის ვაჭრობა ხორციელდება ერთი დღის განმავლობაში და გარიგებები ყოველთვის იხურება მანამ, სანამ ბაზარი დაიხურება იმავე დღეს. ისინი, ვინც ამ გზით ვაჭრობენ, იხსენიებიან როგორც დღის ტრეიდერები. ფორექსის დღის სავაჭრო სისტემა ჩვეულებრივ მოიცავს ტექნიკურ სიგნალებს, რომლებიც გავლენას ახდენს ტრეიდერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ყიდვის ან გაყიდვის შესახებ ყოველდღიურ სესიაზე. სისტემას შეუძლია დაეხმაროს ტრეიდერებს ორიენტირება მოახდინონ ბაზარზე ბევრად უფრო ეფექტურად და თავდაჯერებულად, რაც საშუალებას აძლევს მათ მიიღონ მეტი შემოსავალი.
წარსულში, დღის სავაჭრო საქმიანობა ფორექსის ბაზარზე შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფინანსური ორგანიზაციებითა და პროფესიონალი სპეკულიანტებით. დღის ტრეიდერების უმეტესობა იყვნენ ბანკების ან საინვესტიციო ფირმების თანამშრომლები, რომლებიც სპეციალიზირებულნი იყვნენ აქციების ინვესტიციებში და სახსრების მართვაში. თუმცა, ელექტრონული ვაჭრობისა და მარჟის სავაჭრო სისტემების დანერგვით, დღის სავაჭრო სისტემამ უკვე მოიპოვა პოპულარობა "სახლის ტრეიდერებს" შორის.
ვაჭრობაზე მარტივი წვდომის წყალობით, თითქმის ყველას შეუძლია ფორექს ბაზარზე ივაჭროს სახლიდან გაუსვლელად. ხალხი დღის ვაჭრობაში ჩართვას ირჩევს სხვადასხვა მიზეზის გამო. თუმცა, ძირითადი ფაქტორი, რომელმაც, ალბათ, ეს საქმიანობა ბევრად უფრო პოპულარული გახადა ბოლო წლებში არის ის, რომ დღის ტრეიდერებს არ ეკისრებათ „სვოპი“, რაც არის საფასური, რომელიც ირიცხება, როდესაც პოზიციას ტოვებთ ღამით.
როგორ იღებენ შემოსავალს დღის ტრეიდერები?
დღის ტრეიდერები იყენებენ დიდ კაპიტალს შემოსავლის მისაღებად, რათა მოგება მიიღონ ფასების მცირე ცვლილებებზე მაღალ ლიკვიდურ ინდექსებს, აქციებსა თუ ვალუტებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ტრეიდერები არ ელოდებიან ფასების დიდ ვარდნას ან პიკს. ამის ნაცვლად, ისინი კმაყოფილნი არიან მცირე, ზომიერი წინ სვლით, მაგრამ მათი სავაჭრო ოდენობები უფრო დიდია, ვიდრე იმ ტრეიდერების, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ უფრო ხანგრძლივ პერიოდზე. როგორც დღის ტრეიდერი, თქვენი ძირითადი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გამოიმუშავოთ პუნქტების მნიშვნელოვანი რაოდენობა დღის განმავლობაში.
იდეალურ შემთხვევაში, თქვენ უნდა გამოიმუშაოთ შემოსავალი აქტივების, როგორც მაღალ, ისე დაბალ დონეზე. ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო სისტემებში შესასვლელად გამოიყენება ისეთივე ინსტრუმენტები, რაც გამოიყენება რეგულარულ ვაჭრობაში - განსხვავება მხოლოდ დროსა და მიდგომაშია. დღის ვაჭრობაში, თქვენ ჩვეულებრივ ელით, რომ მიიღებთ დაბალ შემოსავალს ერთ გარიგებაზე, მაგრამ ამასთანავე ელოდებით, რომ მიაღწევთ კიდევ უფრო მეტი რაოდენობის გარიგებებს.
ფორექსის ბაზარზე არსებობს მრავალი განსხვავებული სავაჭრო სისტემა - მნიშვნელოვანია, რომ არ აურიოთ ისინი სავაჭრო სტრატეგიებში. სისტემასა და სტრატეგიას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ სისტემა ძირითადად განსაზღვრავს ვაჭრობის სტილს, ხოლო სტრატეგია უფრო აღწერითია და იძლევა დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ ბაზარზე შესვლისა და გასვლის წერტილებს, ინდიკატორებსა და დროის პერიოდებს. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სისტემის მოკლე მიმოხილვა (მიაქციეთ ყურადღება: სკალპინგი, გაქრობა და იმპულსი ასევე არის სავაჭრო სტრატეგიები):
როგორც თქვენ უკვე მიხვდით, დღის სავაჭრო სისტემაზე მუშაობა შეიძლება საკმაოდ რთული ამოცანა იყოს. ჩვენ მოგვიწევს ბევრის სწვავლა და მომზადება იმისთვის, რის განსახორციელებლად ბევრ ჩვენგანს უბრალოდ არ აქვს დრო, გამოცდილება და ცოდნა. ამიტომ, როდესაც თქვენ დაიწყებთ მუშაობას, სასარგებლო იქნება იცოდეთ რომელი იქნება საუკეთესო სავაჭრო სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კარგია საბაზრო სავაჭრო სტრატეგიის ქონა, თქვენ უნდა გქონდეთ რაიმე ამის მიღმაც, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ მიიღოთ შეფასება და დაიწყოთ კაპიტალის გამომუშავება.
ვინაიდან საუკეთესო სავაჭრო სისტემა, რომელიც თქვენ შეგეფერებათ, უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ბაზარსა და საჭიროებებს, ამიტომ სრულყოფილი სისტემის პოვნა შეიძლება იყოს არც ისე მარტივი სამუშაო. თუმცა, უმჯობესია გახსოვდეთ, რომ სავაჭრო სისტემების უმეტესობა აგებულია სხვადასხვა სტრატეგიის გარშემო და როგორც წესი მუშაობს საკუთარ საფუძვლებთან, ფუნდამენტალურ ასპექტებთან და მახასიათებლებთან.
დღის სავაჭრო სისტემებზე მომუშავე ტრეიდერთა საზოგადოება, მოიცავს იმდენ განსხვავებულ ადამიანს, განსხვავებული პარამეტრებით, ამიტომ დღის სავაჭრო სისტემის საუკეთესო ვერსიის პოვნა საკმაოდ რთულია - და ეს იმდენ მცირე ფაქტორზეა დამოკიდებული, რომ უბრალოდ არ არსებობს ცალსახა პასუხი თქვენთვის. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი, რადგან სწორი სავაჭრო სისტემის პოვნა, ჩვეულებრივ დამყარებულია თქვენს მიერ ჩატარებულ კვლევებზე.
ის თუ, რომელი დღის სავაჭრო სისტემაა თქვენთვის საუკეთესო, ასევე გამომდინარეობს თქვენი გამოცდილებიდან- რა იცით ამჟამად რეალურ რეჟიმზე? გჭირდებათ რამე ისეთი, რაც დასაწყისისთვის დაგეხმარებათ სისტემაში შესასვლელად? თუ უბრალოდ გჭირდებათ რაიმე, რაც თქვენს არსებულ ცოდნას მისცემს სწორ მიმართულებას?
რაც არ უნდა აირჩიოთ, თქვენ უნდა დაიწყოთ არსებული სავაჭრო სისტემების დათვალიერებით - ზოგიერთი მათგანი შემოგთავაზებთ ისეთ განცხადებებს, რომელსაც თქვენ უბრალოდ ვერ ენდობით, მაგრამ ეს უნდა იყოს საკმარისად ადვილი იმისათვის, რათა დაიწყოთ სწორი არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება იმის საფუძველზე, თუ რამდენად რეალისტურად ჟღერენ ისინი. დაიმახსოვრეთ, პროგრამა უნდა ჟღერდეს ავთენტურად - თუ ის არ არის აგებული სასარგებლო ინფორმაციაზე და არ მოგაწოდებთ დეტალებს, რომლითაც ნამდვილად სარგებელს მიიღებთ გრძელვადიან პერსპექტივაში, გადადით შემდეგზე.
მზად იყავით მიმოიხედოთ გარშემო და იპოვოთ სწორი ბალანსი თქვენი ინდივიდუალური საჭიროებებისათვის - ის, რაც თქვენ იცით, რისი საშუალებაც გაქვთ და რაში გნებავთ ინვესტიციის ჩადება, გიკარნახებთ, თუ რომელია თქვენთვის საუკეთესო სავაჭრო სისტემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი ვაჭრობისთვის საუკეთესო სისტემა არის ის, რაც ყველაზე შესაფერისია თქვენთვის.
როცა საქმე ეხება მოკლევადიან ვაჭრობას, თქვენთვის საჭიროა, რომ ის იყოს კომფორტული და მისი გამოყენების დროს თავს უნდა გრძნობდეთ თავდაჯერებულად, რადგან ეს არის აქტივობა, რომელსაც თითქმის ყოველდღე რამდენიმე საათის განმავლობაში შეასრულებთ. მიზანშეწონილია, თავდაპირველად ზემოთ ჩამოთვლილი სისტემები გამოცადოთ დემო სავაჭრო ანგარიშზე, სანამ პირდაპირ ლაივ ანგარიშზე განახორციელებთ მათზე ვაჭრობას. ეს ეხება გამოცდილ ტრეიდერებსაც, რომლებიც განიხილავენ ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლას.
დღის ვაჭრობის პრაქტიკა ნაკლებად პოპულარულია პროფესიონალ ტრეიდერებს შორის და ყველაზე პოპულარულია ახალბედა ტრეიდერებს შორის. თუ თქვენ ხართ დამწყები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა დღის ვაჭრობისთვის: შეიძინეთ გარკვეული გამოცდილება გრძელვადიან ვაჭრობაში. პირველ რიგში, შეეცადეთ დაამტკიცოთ, რომ თქვენ სტაბილურად იღებთ შემოსავალს რეალურ ანგარიშზე, შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, გრძელვადიანი სავაჭრო სტრატეგიების გამოყენებით.
რაც უფრო გამოცდილი გახდებით, მით უფრო დაბალი დროის პერიოდებზე შეძლებთ წარმატებით ვაჭრობას. თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ ან თუნდაც გაუცნობიერებლად გადახვალთ დღის ვაჭრობაზე, მოგცემთ რამოდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ. დამწყებთათვის ვაჭრობა ჩვეულებრივ იწყება კვლევით. ისინი ტენდენციურად ეძებენ სხვადასხვა გზებს ვაჭრობის გასაუმჯობესებლად და უზარმაზარ დროს უთმობენ სწორი ამოსავალი წერტილის პოვნას.
ახალბედა ფორექს ტრეიდერები ყოველთვის ეძებენ სრულყოფილ ინდიკატორს ან სავაჭრო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს 100% წარმატებას. ზოგიერთი გამოცდილი პროფესიონალი ტრეიდერიც ამას აკეთებს დროდადრო. სამწუხაროდ, არ არსებობს სრულყოფილი სისტემა და ერთადერთი ჭეშმარიტი "წმინდა გრაალი" არის კაპიტალის სწორი მართვა.
დამწყებთათვის საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფა, დღის ვაჭრობისთვის არის MetaTrader (MT4) სავაჭრო პლატფორმა, რადგან ის გთავაზობთ მიკრო ლოტით ვაჭრობას. რამოდენიმე რჩევა, თუ თქვენ ვაჭრობთ ჩვენთან.:
შეიმუშავეთ მკაცრი სავაჭრო გეგმა და დაიცავით იგი თქვენი რისკების სწორად მართვის მიზნით. ჭკვიანი ტრეიდერები იყენებენ რისკების მართვის სტრატეგიებს თავიანთ ვაჭრობაში, რათა ეფექტურად შეამცირონ და მართონ რისკები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაზარზე დღის ვაჭრობა უფრო სარისკოა ვიდრე გრძელვადიანი ვაჭრობა, რაც ძირითადად გამოწვეულია უფრო სწრაფი ტემპით და გარიგებების უფრო მაღალი სიხშირით. დღის მოვაჭრეები უფრო მეტად განიცდიან ზეწოლას, მათ უნდა შეეძლოთ მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები და სრულად აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ შედეგებზე.
ბაზრის სავაჭრო გეგმა აუცილებელია დღის ტრეიდერისთვის. ყურადღება მიაქციეთ საშუალო დონის შემცირებას. მარტივად რომ ვთქვათ, საშუალო შემცირება გულისხმობს ზარალიანი გარიგების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში. ამის თავიდან ასაცილებლად, შეამცირეთ ზარალიანი გარიგებები წინასწარ დაგეგმილი ბაზრიდან გასვლის სტრატეგიების შესაბამისად. გახსოვდეთ, რომ საშუალოს შემცირება, დღის ვაჭრობისას, ხარჯავს არა მხოლოდ თქვენს მოგებას, არამედ თქვენს სავაჭრო დროსაც..
რაც შეეხება ზარალის შეჩერებას (S/L) არსებობს ორი ტიპი, რომელიც დღის ტრეიდერმა უნდა გაითვალისწინოს.
ფიზიკური სახის ზარალის შეჩერება (S/L) თავსდება ფასების დონეზე რისკის ტოლერანტობის შესაბამისად, რაც თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი სავაჭრო გეგმიდან გამომდინარე. დაახლოებით 1-2% უკვე არის კარგი დონე. ძირითადად, ეს არის ის, რისი დაკარგვის უფლებაც შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს. მეორე სახეობა არის მენტალური ზარალის შეჩერება (S/L) და ის გამოიყენება ტრეიდერის მიერ, როდესაც მას აქვს განცდა, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობს.
ოდესმე გქონიათ შემთხვევა, როდესაც გარიგების გახსნისას მოხდა ბაზრის მოულოდნელი შემობრუნება, შემდეგ კი უცებ მიხვდით, რომ ამ მოცემულ ვითარებაში ვაჭრობა არაფრის მომცემია და დროა თანხა გაანაღდოთ? ეს არის მენტალური გაჩერება. ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ აგერიოთ პანიკაში. სწორედ ამიტომ, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ, გონებრივ გაჩერებებს ჭირდება გააზრება ვაჭრობის დაწყებამდე და არა ამის შემდეგ.
საცალო ვაჭრობის დღის ტრეიდერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მართავს საკუთარ სახსრებს და არა სხვის თანხებს, აქვთ კიდევ ერთი წესი, რომელსაც მათი ზარალის შეჩერება უნდა მოერგოს. ისინი ადგენენ ზარალის მაქსიმალურ ოდენობას დღეში, რომლის უფლებასაც მისცემენ საკუთარ თავს, როგორც ფინანსურად, ისე მენტალურად. თუ ეს წერტილი ოდესმე იქნება მიღწეული, ისინი სრულად გავლენ ბაზრიდან მთელი დღის განმავლობაში. მათ გააზრებული აქვთ, რომ ემოციური ვაჭრობა არ არის კარგი. მეორეს მხრივ, გამოუცდელმა ტრეიდერებმა არ იციან, როდის უნდა დატოვონ ბაზარი.
ისინი ხშირად გრძნობენ თავს იძულებულად დღის ბოლომდე აანაზღაურონ დანაკარგები, რის შედეგადაც ხდება "ვაჭრობა შურისძიებით", რომელიც მათთვის არ სრულდება კარგად. გამონაკლისების დაშვება ყველა ამ წესში შესაძლებელია, მაგრამ მათი მართვა უნდა მოხდეს უკიდურესი სიფრთხილით და შედეგები უნდა იქნას მიღებული სრული პასუხისმგებლობით. კარგმა შედეგებმა არ უნდა დაუშვას რეგულარული გამონაკლისები. ცუდი შედეგები კი უნდა განიხილებოდეს, როგორც კარგი შეხსენება იმისა, თუ რატომ არსებობს ეს წესები.
ტრენდი შეიძლება გაგრძელდეს იმაზე მეტხანს, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ლიკვიდური. მოდით განვიხილოთ ვოლატილობა, რომელიც შერეულია ლიკვიდურობის ვარდნასთან. ახალი ამბების გამოქვეყნებისას ტრეიდერებმა თავი უნდა შეიკავონ ვაჭრობისგან, თუ ეს არ არის კონკრეტული საბაზრო პირობები, რასაც მათი სავაჭრო სტრატეგია მოითხოვს.
ნუ ივაჭრებთ ძირითად საინფორმაციო გამოშვებებზე, რადგან შედეგები შეიძლება იყოს ძალიან არასასურველი. დასკვნა ასეთია: მაშინაც კი, თუ როგორღაც მოახერხებთ იმის გარკვევას, თუ რა სიახლეები იქნება, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი რეაგირება ექნება ბაზარს პირველ რამდენიმე საათში. ბაზარზე სიახლეებმა აღმავალი ტრენდის (ხარის) დროს შეიძლება უცებ გამოიწვიონ დაღმავალი ტრენდის (დათვის) მიმართულება და პირიქით.
საბოლოოდ ბაზარი დაუბრუნდება თავის ტენდენციას, მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, გარემო არ არის საკმარისად უსაფრთხო სავაჭროდ. თქვენი იდეალური დღის სავაჭრო სისტემის განსაზღვრა არის რთული ამოცანა. ამას ჭირდება ბევრი მცდელობა და შეცდომის გაანალიზება, თუმცა ეს შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. მას შემდეგ რაც დაადგენთ თქვენთვის იდეალურ სისტემას, უნდა აირჩიოთ მისთვის ყველაზე შესაფერისი სტრატეგია.
სტრატეგია მოგაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას თქვენი ყოველდღიური გარიგებების განსახორციელებლად, განსაზღვრულ ტექნიკურ ინდიკატორებსა და ობიექტებზე დაყრდნობით. ასევე რეკომენდირებულია სცადოთ რამდენიმე სისტემის დანერგვა და შეადაროთ რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო და მოსახერხებელი.ნუ ეცდებით მაშინვე მოგებას მიღებას, მთავარი იდეა სისტემის არჩევისას არის იყოთ დარწმუნებული იმაში რასაც აკეთებთ.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ტრეიდერმა შეიძლება ვერ შეძლოს ანგარიშის დაცვა ზარალის შეჩერების ორდერით (S/L) სიახლეების ირგვლივ. თუ ბაზარზე არ არის ლიკვიდურობა, გარიგება არ დაიხურება. ის არ დაიხურება მანამ, სანამ პირველ არსებულ კონტრაგენტს არ მოუნდება ვაჭრობა. ასე რომ, არსებითად, თქვენ მხოლოდ მათი ფასებით მოახდენთ ვაჭრობას. თუმცა, საუკეთესო სავაჭრო სტრატეგია ფორექს ბაზარზე არის ყოველთვის ივაჭროთ თქვენს ფასად.
ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონათ ჩვენი სტატია და უკეთ გაიცანით ფორექს ბაზარზე არსებული სავაჭრო სისტემები და სტრატეგიები.