USDCAD სამმაგი ზიგზაგის ბოლო ეტაპს იწყებს
31-Jan-2023 09:50:26
ისევე როგორც რამდენიმე კვირის წინთ, ამჯერადაც USDCAD კორექციული სამმაგი ზიგზაგის შექმნაზე მუშაობს, რომელიც w-x-y-x-z ციკლური ფორმაციის ნაწილია. ამათგან პირველი ოთხი ქვე-ტალღა (w-x-y-x) სრულად დაკომპლექტებულია. და ახლა, ქვე-ტალღა z ყალიბდება. სავარაუდოდ, Ⓦ–Ⓧ-Ⓨ ორმაგი ზიგზაგის სახით ჩამოყალიბდება.
ამჟამად ქვე-ტალღა z-ის ორმაგი ზიგზაგის პირველი ორი ნაწილი დასრულებულია და დაიწყო ბოლო, Ⓨ ტალღა. მასთან ერთად, ფასი სავარაუდოდ, 1.400 დონეზე ავა, რომლის სიგრძეც, Ⓦ ტალღის 61.8 პროცენტს მიაღწევს.
მაგრამ არაა გამორიცხული, რომ დასახელებული სამმაგი ზიგზაგი უკვე დასრულდა (მეორე გრაფიკი). ამ შემთხვევაში, მეორე სცენარი ამოქმედდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ ახალი, დაღმავალი (დათვური) ტრენდის ჩამოყალიბების მოწმენი გავხდებით.
ამ შემთხვევაში, ყალიბდება Ⓦ-Ⓧ-Ⓨ ორმაგი ზიგზაგი, რომელიც უფრო დიდი, კორექციული სურათის ნაწილი უნდა იყოს. ამასთან, ამ ზიგზაგის პირველი ორი - Ⓦ-Ⓧ ტალღა უკვე ჩამოყალიბდა.
მეორე სცენარის განვითარების შემთხვევაში, Ⓨ ტალღის ჩამოყალიბება უკვე დაწყებულია. ის ალბათ (W)-(X)-(Y) ორმაგი ზიგზაგის სახეს მიიღებს და 1.295-თან დასრულდება. აქ მისი სიგრძე, Ⓦ ტალღისას გაუტოლდება.