მომსახურების ხელშეკრულება

N

ეს ხელშეკრულება დადებულია მხარეებს შორის:

ერთის მხრივ, შპს "თრეიდ ჰოლდინგი" (ს/კ 416331507), მისამართი ქ.თბილისი გიორგი ლეონიძის #1. წარმომადგენელი მისი გენერალური დირექტორის სახით გიორგი გოგუაძე (პ/ნ 01024002244) და მეორეს მხრივ ფიზიკური პირი () ვთანხმდევით შემდეგზე:

წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია შპს “ტრეიდ ჰოლდინგის’’ (ს/ნ 416331507) მიერ (შემდგომში: TH ან კომპანია). იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს და მთლიანობაში უნდა იქნას კლიენტის მიერ წაკითხული და გააზრებული.

კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებამდე, თქვენ მხედველობაში უნდა მიიღოთ თქვენი საკუთარი ფინანსური გარემოებები, საჭიროებები და ამოცანები იმის განსასაზღვრად, არის თუ არა შეტავაზებული პროდუქტებით ვაჭრობა მისაღები თქვენთვის. ჩვენი რეკომენდაციაა მიიღოთ დამოუკიდებელი ფინანსური და საგადასახადო რჩევა წინამდებარე გაფრთხილებასთან და ხელშეკრულების ზოგად პირობებთან დაკავშირებით.

სპეკულაციური ფინანსური ბერკეტით პროდუქტებით ვაჭრობა უფრო მეტ რისკს მოიცავს ვიდრე ფინანსური არამარჟირებული საინვესტიციო პროდუქტები (მაგალითად წილებით ტრადიციული ვაჭრობა) და შესაძლოა გამოიწვიოს დანაკარგები. თუკი თქვენ არ გესმით ის რისკები, რომლებიც ამგვარ პროდუქტებს ახლავს თან ან არ გსურთ მიიღოთ პოტენციური ზარალის რისკები, თქვენ არ უნდა დათანხმდეთ ამგვარი ტრანზაქციას.

შპს „ტრეიდ ჰოლდინგის“ მომსახურებით სარგებლობასან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.

გაფრთხილება : ვაჭრობა ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტში როგორიცა კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე შეიცავს მაღალ რისკებს და მოითხოვს სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას. ამ ფინანსურ ინსტრუმენტში ვაჭრობა შეიძლება გამოიწვიოს დიდი ფულადი დანაკარგები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საცალო კლიენტების ანგარიშების 74-89% კარგავს სრულ თანხას.

ვაჭრობის დაწყებამდე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკები

1. განმარტებები და ტერმინები

წინამდებარე “ზოგადი პირობების” ტერმინებს, თუ კონტექსტიდან სხვაგვარად არ გამომდინარეობს, გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა და შესაძლოა გამოყენებულ იქნან მხოლობით ან მრავლობით რიცხვში შემდეგი მნიშვნელობით:

TH, კომპანია, ნიშნავს შპს „ტრეიდ ჰოლდინგს“

კლიენტი ნიშნავს სავაჭრო ანგარიშის მფლობელს, რომელიც საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს წინამდებარე “ზოგად პირობებზე” თანხმობას. კლიენტის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია განაცხადში.

ხელშეკრულება ნიშნავს TH-სა და კლიენტს შორის დადებულ შეთანხმებას, რომელიც შედგება განაცხადის, მომსახურების ხელშეკრულებისა და ნებისმიერი დანართისა თუ სხვა დამხმარე დოკუმენტისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მათ შორის TH-ის „რისკების შესახებ გაფრთხილებისაგან“.

ჰეჯირება-დაზღვევა - რისკების შემცირების ინსტრუმენტი, იგი გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შემცირებისთვის, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა. ჰეჯირების ობიექტია TH-ის სავაჭრო პლატფორმაზე განტავსებული CFD ინსტრუმენტები.

კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (შემდგომში – CFD) – დერივატივი, რომელიც კლიენტს აძლევს შესაძლებლობას, საბაზისო აქტივის ფლობის გარეშე საბაზისო აქტივში პოზიციის გახსნისა და დახურვის ფასებს შორის არსებული სხვაობის საფუძველზე მიიღოს ფინანსური სარგებელი ან ზარალი.

No Dealing Desk (A book) - ვაჭრობის ისეთი სახე, როდესაც ვაჭრობის გარიგების კონტრაჰენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის გადამზღვევი (ლიკვიდურობის პროვაიდერი) კომპანია. TH-ის შემთხვევაში Swissquote Bank.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

Market Maker (B book) - ვაჭრობის ისეთი სახე, როდესაც კონტრაჰენტს წარმოადგენს თავად საბროკერო კომპანია.

ძირითადი ვალუტა ნიშნავს ვალუტას, რომელშიც ნომინირებულია შესაბამისი ანგარიში და რომელიც წარმოადგენს აშშ დოლარს, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული კომპანიის მიერ.

მინიმალური კაპიტალი ნიშნავს სავაჭრო ანგარიშის გასახსნელად საჭირო თანხას. ანგარიშზე მინიმალურ ფულად მოთხოვნას პოზიციის შესანარჩუნებლად.

მარჟა ნიშნავს თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუცილებელია გარიგების შესასრულებლად.

საწყისი მარჟა – CFD-ებით ვაჭრობისთვის პოზიციის გახსნისას გაკეთებული მინიმალური მოთხოვნილი შენატანი.

დამატებითი მარჟის მოთხოვნა ნიშნავს სიტუაციის ფიქსაციას, როდესაც მოთხოვნილი მარჟა არ აძლევს კლიენტს მის ანგარიშზე ღია პოზიციის განთავსების საშუალებას.

მარჟის შემცირება ნიშნავს TH-ის მიერ კლიენტის პოზიციების ნაწილის დახურვას ან საპირისპირო ღია პოზიციების განთავსებას.

სპრედი (Spread) - ნიშნავს სხვაობას მოთხოვნის და მიწოდების ფასს შორის.

სვოპი ნიშნავს საკომისიოს ღია სავაჭრო ორდერების მომავალ დღეზე გადატანისათვის.

Stop Out - გულისხმობს სავაჭრო პოზიციის იძულებით დახურვას მიმდინარე საბაზრო ფასით, როდესაც არსებობს დაშვებულზე მეტი დანაკარგის შესაძლებლობა, რაც აღარ იძლევა ღია პოზიციის მხარდაჭერის საშუალებას.

Stop Loss - დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის გაყიდვას ან ყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ ფასს.

Take profit - დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის გაყიდვას ან ყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ ფასს.

Buy Limit - დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ დაბალ ფასს.

Sell Limit - დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის გაყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ მაღალ ფასს.

Buy Stop - დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ მაღალ ფასს.

Sell Stop - დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის გაყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ დაბალ ფასს.

საკრედიტო მხარე (ლევერიჯი) – ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტის ფარგლებში კლიენტისთვის მიცემული მსყიდველობითი უნარი, რომლითაც ის უფლებამოსილია გახსნას პოზიცია კონტრაქტში ფასთა შორის სხვაობაზე და რომელიც გამოისახება, როგორც ფარდობა საწყის მარჟასა და საბაზისო აქტივში პოზიციას შორის.

საბაზრო ფასების პროვაიდერი კომპანია – უცხოური ლიცენზირებული საბროკერო საქმიანობის მქონე დაწესებულება TH-ის შემთხვევაში Swissquote Bank, რომელიც საქართველოში მოქმედ კომპანიას ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ფინანსური ინსტრუმენტების საბაზრო ფასებით რეალურ რეჟიმში. TH-ს შემთხვევაში.

გადამზღვეველი ფინანსური ინსტიტუტი – უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია „განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, რომელსაც კომპანია მიმართავს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თავად არის კლიენტის გარიგების კონტრაჰენტი და სურს კლიენტის რისკის პოზიციების გადაზღვევა TH-ის შემთხვევაში Swissquote Bank.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

პლატფორმის პროვაიდერი – უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია „განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ და რომელიც კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით აძლევს სავაჭრო პლატფორმით სარგებლობის უფლებას TH-ის შემთხვევაში Swissquote Bank;

კონტრაჰენტი – პირი, რომელიც იკავებს საწინააღმდეგო პოზიციას სავაჭრო გარიგებაში.

განაცხადი - ნიშნავს კლიენტის მიერ მატერიალური დოკუმენტის სახით შევსებულ და ხელმოწერილ და/ან ელექტრონულად დადასტურებულ TH-ისათვის მიწოდებულ/გადაგზავნილ დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს კლიენტის მიერ TH-სთან გარიგების დადების ნების გამოხატვასა და კლიენტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის TH-ისათვის მიწოდებას.

უფლებამოსილი პირი - ნიშნავს თვითონ კლიენტს ან მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ნებისმიერ მესამე პირს, რომელიც მითითებულია უფლებამოსილ პირად განაცხადში ან რომელსაც კლიენტი წერილობით ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს გარიგებები კლიენტის ანგარიშის მეშვეობით. უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, TH-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებულებები წარმოეშობა კლიენტს.

მარეგულირებელი ორგანო ნიშნავს ნებისმიერ ორგანოს, დაწესებულებას ან პირს, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა რეგულირებასთან, ზედამხედველობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით.

გარიგება - ნიშნავს კლიენტსა და კომპანიას შორის შეთანხმებას, რომელიც უკავშირდება CFD სავაჭრო ინსტრუმენტებით ვაჭრობასტან დაკავშირებით.

FOREX” ან “FX” ნიშნავს უცხოური ვალუტით ვაჭრობას, საკრედიტო მხარით ან მის გარეშე.

“TH სავაჭრო ადგილი” ნიშნავს კომპლექსურ პროგრამულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, რომელიც ხელმისაწვდომია TH-ის საიტზე (www.viptrade.ge) და მოიცავს პროგრამებს რომელიც ანიჭბს კლიენტს წვდომას (კერძოდ FX-ზე ვაჭრობა, ძვირფასი მეტალები, ან CFD) სავაჭრო პლატფორმაზე, API-და სხვა.

კომუნიკაცია ნიშნავს დავალებებს, დოკუმენტებს, ამონაწერებს, სავაჭრო ოპერაციებს და სხვა ინფორმაციას, რომელიც ერთი მხარის მიერ მეორე მხარეს მიეწოდება წერილობით, ელექტრონულ ფოსტაზე ან მატერიალური დოკუმენტის სახით კომპანიის ოფისის მისამართზე.

ფასიანი ქაღალდები მოიცავს ფასიან ქაღალდებს, აქციებს, ობლიგაციებს, სავაჭრო ფონდებს, ბონდებს, სავაჭრო გარიგებებს და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებს, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.

Derivative (დერივატივი) - არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც, გარიგებაში მონაწილე მხარეებს ენიჭებათ გარკვეული უფლებები, რომელთა მიხედვითაც ერთი მხარე ვალდებულია მიაწოდოს მომავალში მეორე მხარეს გარკვეული აქტივი (ასეთ აქტივებად გვევლინება - აქციები, სავალუტო ლოტები და სხვა ფასიანი ქაღალდები) ან შესაძლებელია მხარეთა შორის მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორება.

ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი ერთი კლიენტის ან/და ერთი რეგისტრირებული მესაკუთრის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების აღსარიცხავად.

2. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

აღნიშული ხელშეკრულება ძალაში შევა და ამ ხელშეკრულებით დადგენილი უფლებები და მოვალეობები მხარეებზე გავრცელდება მას შემდეგ რაც კლიენტი შეავსებს და ხელს მოაწერს განაცხადსა და წინამდებარე “მომსახურების ხელშეკრულებას“, გადასცემს მათ TH-ს და მათ ხელს მოაწერს TH-ის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

3. გამოსაყენებელი კანონმდებლობა

კლიენტსა და TH-ს შორი დადებული ხელშეკრულება და წინამდებარე “მომსახურების ხელშეკრულებით” რეგულირდება და განიმარტება ექსკლუზიურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. მომსახურების სფერო

4.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად, Market Maker B book-ის შემთხვევაში კლიენტს შეუძლია გარიგება დადოს თავისი სახელით კომპანიასთან ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც ჩამოთვლილია TH-ის პროდუქციის ნუსხაში (CFD ინსტრუმენტები), ხოლო No Dealing Desk (A book) -ის შემთხვევაში TH-ს თავად შეუძლია გარიგება დადოს კლიენტის სახელით საერთაშორისო გადამზღვეველთან ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც ჩამოთვლილია TH-ის პროდუქციის ნუსხაში (CFD ინსტრუმენტები).

4.2. TH-ის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს კლიენტისათვის ონლაინ ვაჭრობის საშუალებების უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ კლიენტს საშუალებას აძლევს განახორციელოს გარიგებები ან/და ივაჭროს ფინანსური ინსტრუმენტით. TH განახორციელებს გარიგებებს კლიენტის სახელით მხოლოდ და მხოლოდ კლიენტის მითითებების საფუძველზე და მის ფარგლებში. TH მისი გამოცდილების, მასთან დაცული და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აუხსნის კლიენტს შესაძლო რისკებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას კონკრეტული გარიგებების შედეგად, თუმცა კლიენტს აქვს საშუალება თავად მოიძიოს დამოუკიდებელი ფინანსური რჩევები.

4.3. TH პერიოდულად უზრუნველყოფს კლიენტისათვის გარიგებებთან დაკავშირებით რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას

4.4. TH იღებს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ კლიენტისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია არ იქნება განზრახ შეცდომაში შემყვანი ან/და განზრახ დამახინჯებული. ამასთან, TH პერიოდულად უზრუნველყოფს მიწოდებული ინფორმაციის განახლებას.

4.5. განხორციელებულ ტრანზაქციაში კლიენტის კონტრაჰენტი შეიძლება იყოს თავად TH, ასევე გადამზღვევი ბანკი, რომელიც ამავე დროულად არის ორივე შემთხვევაში ლიკვიდურობის პროვაიდერი

4.6. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია შეატყობინებს კლიენტს, თუ ვინ იქნება მისი კონტრაჰენტი.

4.7. ფორექს ბაზარზე ვაჭრობის ორი სახეა: No Dealing Desk (A book) და Market Maker (B book) .

შპს თრეიდ ჰოლდინგის პლათფორმაზე ვაჭრობის ამ ორ სახეს შორის პირობებში განსხვავება არ არის. სტანდარტულად კლიენტის დანახარჯი შედგება სპრედისგან, ფიქსირებული საკომისიოსაგან და სვოპისაგან ფინანსური ინსტრუმენტის შესაბამისად.

No Dealing Desk-ის შემთხვევაში არსებობს slippage-ის საბაზრო რისკი, რომელიც დამოკიდებულია კონტრაგენტის ლიკვიდურობის პროვაიდერზე.

Market Maker-ის შემთხვევაში slippage-ის საბაზრო რისკი არ არსებობს, რადგან საბროკერო კომპანია თავად არეგულირებს ამ პროცესს.

4.8. კლიენტს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვს და გაიგოს თუ ვინ არის ან იყო გარიგების კონტრაჰენტი.

5. რისკების შესახებ გაფრთხილება

5.1. კლიენტმა უნდა მოიპოვოს დამოუკიდებელი რჩევა, მანამ სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რამდენად მისაღებია მისთვის მოცემული ტიპის პროდუქტები მისი გამოცდილების, ამოცანებისა და საჭიროებების მხედველობაში მიღებით. კლიენტი უნდა იყოს ინფორმირებული იმ რისკების შესახებ, რომლებსაც ამგვარი საქმიანობა მოიცავს და რომ მან შეიძლება მოიგოს ან დაკარგოს დიდი რაოდენობის თანხები. ამგვარი პროდუქტებით ვაჭრობისას დანაკარგის რისკი მნიშვნელოვანია. ამდენად, კლიენტმა ყურადღებით უნდა განსაზღვროს ამგვარი ვაჭრობა მისაღები არის თუ არა მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რამდენად მისაღებია მისთვის აღნიშნული ტიპის სავაჭრო ოპერაციები, კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

ფორექსის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა მაღალ რისკებს მოიცავს და შესაძლებელია ყველა ინვესტორისათვის არ იყოს ხელსაყრელი. მხარის მაღალი დონე შესაძლებელია მოქმედებდეს როგორც თქვენს სასარგებლოდ, ასევე თქვენს წინააღმდეგ. მანამ სანამ გადაწყვეტთ იმ ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებას, რასაც TH გთავაზოთ, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ინვესტიციის მიზანი, გამოცდილების დონე და ასევე რისკის ფაქტორი. CFD ინსტრუმენტებით ვაჭრობისას არ არსებობს ზარალის ალბათობა, რომელიც აღემატება კლიენტის მიერ ინვესტირებულ საწყის კაპიტალს. ვაჭრობა ფინანსური მხარის გამოყენებით მოიცავს რისკის მაღალ ხარისხს, რომლის გამოწვეულია ამ ტიპის გარიგებებში მოთხოვნილი მარჟის სიმცირის გამო, შეუძლია იმოქმედოს, როგორც კლიენტის სასარგებლოდ, ისე მის საზიანოდ. ფინანსური მხარის გამოყენებამ შესაძლოა მიგიყვანოთ როგორც დიდ დანაკარგამდე, ასევე დიდ მოგებამდე.

მაგალითად: ვაჭრობის დაწყების მომენტისტვის ევროს ფასი დოლართან მიმართებაში ფასი შეადგენს 1.1800, საკრედიტო მხარი არის 1:50-თან და კლიენტმა გახსნა პოზიცია ევროს მითითებული ფასით შესყიდვაზე 0.1 ლოტით (ანუ 10 000 ერთეულს), ამ შემთხვევაში პოზიციის გასახსნელად საჭირო თანხა არის 236 აშშ დოლარი, რომლითაც კლიენტმა შეისყიდა ევრო, რის შემდგომაც ფასი დაეცა 1.1700 - ზე. ამ შემთხვევაში კლიენტის მიმდინარე პოზიცია იქნება წამგებიანი 100 აშშ დოლარით. ხოლო თუ მიმდინარე კურსი ავიდა 1.1900-ზე შესაბამისი მოცულობით თქვენი მოგება უკვე იქნება 100 დოლარი. კლიენტს შესაძლოა, მოეთხოვოს დამატებითი თანხების გადახდა, რათა ანაზღაურებული იქნეს პოზიციის გახსნისა და დახურვის ხარჯები. დერივატივების ბაზრის არასტაბილურობა - აღნიშნული ბაზრები სპეკულაციური და არასტაბილურია. ფინანსური ინსტრუმენტის საფასური ცვალებადია და შესაძლოა გამოიწვიოს წინასწარ არაგანჭვრეტადი გარემოებები ან ცვლილებები. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარი მოძრაობს იმდენად სწრაფად, რომ ხდება ძლიერი ვარდნა ან ძლიერი მატება. ასეთ ვითარებაში კლიენტმა შეიძლება ვერ დახუროს თავისი პოზიცია ან ვერ გახსნას ახალი პოზიცია მისთვის სასურველ ფასად. პირობითი ბრძანების განთავსებამ (მაგალითად როგორიცაა “stop-loss order”) შესაძლოა ყოველთვის არ შემოსაზღვროს კლიენტის დანაკარგები მათთვის სასურველ ოდენობამდე. შესაბამისმა პირობებმა შესაძლებელია ხელი შეუშალოს ასეთი ბრძანებების განხორციელებას.

5.2. კომპანია TH ის მიერ არც ერთი დათქმა არ ადგენს და წარმოშობს ჩვენს მიერ რჩევების და რეკომენდაციების გაცემის მომენტს რომელიმე ფინანსური ინსტუმენტისათვის უპირატესობის მინიჭების კუთხით. TH ის მიერ მოცემული ინფორმაცია მოწოდებულია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისათვის, რათა აირჩიოთ იმგვარი ფინანსური ინსტუმენტებით ვაჭრობა, რომელიც ყველაზე მიზანშეწონილად (დააკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს) ან (მიგაჩნიათ თავად თქვენ).

ნებისმიერი შეხედულება, მოსაზრება, რჩევა ან დახმარება, რომელიც გაცემულია მესამე მხარის მიერ თქვენი მხრიდან, არ წარმოადგენს ჩვენს შეხედულებებს, მოსაზრებებს, რჩევას ან დახმარებას და აღნიშნული არ არის გადამოწმებული, შემოწმებული, განხილული, დადგენილი ან გაკონტროლებული ჩვენს მიერ. ჩვენ არ ვახდენთ, არ გავცემთ, რეკომენდაციას და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარეზე, რომელმაც გაგიზიარათ საკუთარი შეხედულებები, რეკომენდაციები და რჩევები. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ან ანგარიშვალდებული იმ დანაკარგის, დაზიანების ან სარგებლის, დამატებითი შემოსავლის გამო, რაც შეიძლება განიცადოთ ან წარმოიშვას ამგვარი შეხედულებების, მოსაზრებების, რჩევის ან დახმარების მიზეზით.

ბაზრის სხვა ფაქტორები

ვინაიდან კონკრეტული გარიგებების ფასები დაფუძნებულია ბაზარზე არსებული საბაზრო აქტივების ძირითადი აქტივების რამდენიმე ფაქტორზე, ამ უკანასკნელმა შესაძლოა გავლენა იქონიოს კლიენტის პოზიციებზე. გარკვეულმა პოლიტიკურმა, სამთავრობო ან სხვა ღონისძიებებმა შესაძლოა განაპირობოს ვაჭრობის შეჩერება. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს TH-ის შესაძლებლობაზე შესთავაზოს კლიენტებს პროდუქტები, მათ შორის დახუროს არსებული პოზიციები.

უცხოური ვალუტის გავლენა

კლიენტის ანგარიში შენარჩუნებულია კლიენტის მიერ განსაზღვრულ ვალუტაში (ძირითადი ვალუტა). როდესაცკლიენტი დებს გარიგებას ძირითადი ვალუტისაგან განსხვავებულ ვალუტაში, გარიგებასთან დაკავშირებული ყველა მარჟა, მოგება, დანაკარგი და ა.შ. გამოითვლება “ზოგადი პირობებით” განსაზღვრული ძირითადი ვალუტის შესაბამისად.აქედან გამომდინარე კლიენტის მოგებაზე და დანაკარგზე შესაძლოა გავლენა იქონიოს უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსების ცვლილებებმა. უცხოური ვალუტაში არსებული ბალანსის კონვერტაცია კლიენტის ანგარიშზე ხორციელდება ავტომატურად, ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს TH-ის სავაჭრო პლატფორმაზე ამ მომენტისათვის დაფიქსირებული გაცვლითი კურსის შესაბამისად.

ოპერაციული რისკი

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას ოპერაციულ რისკებზე როგორიცაა კომუნიკაციის, კომპიუტერების, ქსელის გაუმართავობა. მიუხედავად იმისა, რომ TH-მა შესაძლოა განახორციელოს ყველა გონივრული ღონისძიება მომსახურების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, TH არ იღებს პასუხისმგებლობას მომსახურების უწყვეტობის უზრუნველსაყოფაზე,

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

თუ ეს გამოიწვია ფორსმაჟორულმა მოვლენებმა, რომელთა კონტროლიც არ ექვემდებარება კომპანიის ძალას შესაძლოა გამოიწვიოს შესაბამისი გარიგებების დადებისა და განხორციელების შეფერხება.

რეგულაციური მოთხოვნები

საქართველოს კანონმდებლობის, რეგულაციების ან საგადასახადო მოთხოვნების ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს TH-ის შესაძლებლობაზე მიაწოდოს მომსახურებები კლიენტს ან/და შესაძლოა უარყოფითად აისახოს კლიენტის მიერ TH-სთან წარმოებულ გარიგებებზე. ასეთი ცვლილებების შემთხვევაში კომპანია აცნობებს კლიენტს წერილობით.

6. ანგარიშის მართვა

6.1 ანგარიშის გახსნა

იმისათვის რომ გაიხსნას ანგარიში, განმცხადებელმა უნდა შეავსოს შესაბამისი განაცხადი (ფიზიკური/იურიდიული პირის განაცხადი - რაც განთავსებულია კომპანიის ვებრვერდზე, კლიენტებისთვის), გაეცნოს და დაეთანხმოს TH-ის საკომისიოებსა და სვოპებს, გაეცნოს და დაეთანხმოს „მნიშვნელოვანი პირობების და რისკების შესახებ გაფრთხილებას“ (მათ შორის, აღნიშნული ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ რისკებს), წარმოადგინოს განაცხადში მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემები და TH-ის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა დამატებითი ინფორმაცია. იმისათვის რომ კლიენტმა შეძლოს ანგარიშის გახსნა, მის მიერ უნდა იქნეს გადახდილი სავაჭრო ანგარიშის გახსნის საფასური - 30 (ოცდაათი) ლარი, აღნიშნული თანხა უკან არ ბრუნდება. TH არ არის ვალდებული გაუხსნას ანგარიში რომელიმე პირს (ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს), იმ შემთხვევაშიც კი თუ ყველა საჭიროა ინფორმაცია წარმოდგენილია.

6.2 პაროლი

მას შემდეგ რაც კლიენტის ანგარიში გაიხსნება, კლიენტს გადაეცემა პაროლი და პირად კაბინეტში შესასვლელიმონაცემები. პაროლის უსაფრთხოდ შენახვა წარმოადგენს კლიენტის პასუხისმგებლობას. თუ აღნიშნული უსაფრთხოება დაირღვევა, კლიენტი ვალდებულია, აღნიშნული უსაფრთხოების დარღვევის გაგების მომენტიდან დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე TH-ს. კლიენტის იდენტიფიცირების შემდგომ, TH თავიდან გასცემს ახალ პაროლს და კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, შეაჩერებს კლეინტის ანგარიშზე სავაჭრო ოპერაციებს.

6.3 მინიმალური დეპოზიტი

მას შემდეგ რაც კლიენტი გადაწყვეტს ივაჭროს, მან ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებულ ანგარიშზე უნდა განათავსოს საწყისი დეპოზიტი. აღნიშნული მოიცავს იმ თანხას, რომლის საშუალებითაც კლიენტს სურს ივაჭროს. Self-ტრეიდერის ანგარიშით ვაჭრობის დასაწყებად საჭიროა მინიმალური დეპოზიტის განთავსება 3 000 აშშ დოლარის ოდენობით;

6.4 მინიმალური ბალანსი

თუ კლიენტის ბალანსი ანგარიშზე შემცირდება მინიმალურ საბალანსო მოთხოვნაზე დაბლა, TH ინარჩუნებს უფლებას დახუროს კლიენტის პოზიციები.

კერძოდ: თუ სავაჭრო პლატფორმაზე კლიენტის ანგარიშზე არსებული ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟისა და არარეალიზებული ზარალის ჯამი ეცემა ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟის 50%-ის ოდენობამდე ან მეტით, კომპანია უზრუნველყოფს კლიენტის კონკრეტულ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ასეთი CFD პოზიციის დახურვას, ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პირველივე შესაძლებლობისას. თუ კომპანია თავად არის კლიენტის კონტრაჰენტი, მაშინ იგი 50%-ის დონეზე უზრუნველყოფს პოზიციების დახურვას.

6.5 კლიენტის ყოველდღიური ამონაწერის გამოყენება

კლიენტი თანახმაა, რომ გამოიყენოს ყოველდღიური ამონაწერი რათა გადაამოწმოს მის მიერ განთავსებული ყველა ორდერი და მონიტორინგი გაუწიოს მის მარჟინალურ მოთხოვნებს.

TH ინარჩუნებს უფლებას, არ მიიღოს კლიენტის მიერ გაცემული რომელიმე ორდერი, თუ არსებობს ამ ხელშეკრულების 8.7 მუხლით განსაზღვრული გარემოება ან/და ლიკვიდურობის პროვაიდერი არ მიიღებს კლიენტის ორდერს. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს კომპანია კლიენტს მიაწვდის ყველანაირ ინფორმაციას ანგარიშის ამოანწერისა და თითოეული გარიგების შესახებ.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

6.6 ანგარიშის ამონაწერები

TH ყველა ღია პოზიციისა და ღია ორდერის თაობაზე შეგატყობინებთ ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის საშუალებით, ყოველდღიური განაცხადით, რომელიც წარმოადგენს ღია პოზიციების, თავისუფალი კაპიტალის, მოთხოვნილი მარჟის, ნაღდი ფულის ბალანსის, საფასურებისა და გადასახადების შეჯამებას, რომელიც თქვენ გადმოგეცემათ ყოველდღიურად, ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს.

TH კლიენტს ურჩევს გაეცნოს კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და გაიაზიაროს ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიცაა მოთხოვნილი მარჟა, ღია პოზიციები და თავისუფალი კაპიტალი.

7. კლიენტის თანხა

7.1 თანხები

კლიენტისგან ან კლიენტის მიერ უფლებამოსილი პირისაგან მიღებული თანხები განთავსდება კომპანიის მიერ მომსახურე ბანკში კლიენტის სახელზე გახსნილ ნომინალურ/სეგრეგირებულ ანგარიშზე, საიდანაც თანხების განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ კლიენტის დავალების შესაბამისად.

7.2 ავტორიზებული გამოქვითვა

კლიენტის აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ TH უფლებამოსილია:

გამოქვითოს კლიენტის მიერ TH-ისათვის გადასახდელი თანხა კლიენტის თანხებიდან, რომელიც განთავსებულია კლიენტის ნებისმიერ ცალკეულ ანგარიშზე ან ინვესტირებულია TH-ის მიერ, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, განახორციელოს კლიენტის გარიგებების მარჟირების, დარეგულირებისა და მორიგების ან მათთან დაკავშირებული გადახდები, ან სხვა გადასახადების, საკომისიოების TH-ისათვის გადახდა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თანხა ეკუთვნის TH-ს.

7.3 თანხის შეტანა ანგარიშზე

კლიენტის მიერ TH-ისათვის თანხის მიწოდება უნდა მოხდეს საბანკო გადარიცხვით, თანხის ასახვა ანგარიშზე ხდება 3 (სამი) სამუშაო დღეში.

შენიშვნა: ჩვენ არ ვიღებთ ნაღდი ფულით გადახდებს.

კლიენტი თავად არის პასუხისმგებელი, სრულად და ზუსტად მიუთითოს მისი ანგარიშის რეკვიზიტები, რათა TH-მა შეფერხებების გარეშე განახორციელოს თანხების გადარიცხვა შესაბამის ანგარიშზე. TH არ არის პასუხისმგებელი იმ შეფერხებებსა და დაგვიანებებზე, რაც გამოწვეულია ანგარიშის რეკვიზიტების არასრულად ან არასწორად მითითების შედეგად. TH მოქმედებს მხოლოდ ხელმისაწვდომი (ვალდებულებებისგან თავისუფალი) თანხებით რათა შეინარჩუნოს კლიენტის ღია პოზიციები. TH კლიენტებს ურჩევს, რომ შეინარჩუნონ საკმარისი მარჟა რათა ჰქონდეთ საკმარისი დრო თანხების ვალდებულებებისგან გათავისუფალებისა და გადარიცხვისათვის.

TH-ს არ გააჩნია არანაირი ვალდებულება მიიღოს თანხები რომელიმე მესამე პირისაგან და TH არ კისრულობს არანაირ პასუხისმგებლობას ნებისმიერი იმ ზიანის, დანაკარგისა თუ სხვა მოვლენის თაობაზე, რაც გამოწვეულია TH-ის გადაწყვეტილებით, დააბრუნოს ასეთი თანხები, მათ შორის ასევე კლიენტის მიერ განცდილი ზიანის თაობაზე რომელიც, გამოწვეულია კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით.

7.4. თანხის გატანა

7.4.1. კლიენტს შეუძლია გაიტანოს თანხები ანგარიშიდან, მის მიერ თანხის გატანის მოთხოვნის (რაც, წერილობით წარდგენის შემთხვევაში, დადასტურებულია კლიენტის მიერ საკუთარი ხელმოწერით) TH-სათვის ფოსტით ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნის გზით. აღნიშნული უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას კლიენტის ანგარიშის შესახებ,გასატანი თანხის რაოდენობასა და ინფორმაციას ანგარიშის შესახებ, რომელზეც ხორციელდება გადარიცხვა. თანხის გატანა ანგარიშიდან შესაძლებელია განაცხადის მიღებიდან 3 (სამი) დღეში. TH არ განახორციელებს გადარიცხვას მესამე პირის ანგარიშზე, გარდა იმ შემთხვევებისა როცა აღნიშნულის შესახებ წინასწარ ეცნობება კლიენტის მიერ TH-ის საიტზე შევსებული თანხის გატანის მოთხოვნის ან საკუთარი ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი განცხადების საშუალებით.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

7.4.2. თუ კლიენტის ანგარიშზე თანხის განთავსება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი საკრედიტო ინსტიტუტის მიერ კლიენტის სახელზე გაცემული სესხის თანხით, TH უფლებამოსილია დააკავოს კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხა მანამ, სანამ არ მოხდება კლიენტის მიერ ზემოაღნიშნული საკრედიტო ინსტიტუტის წინაშე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება ამავე სესხის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

კლიენტის მიერ საკრედიტო ინსტიტუტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტი შეიძლება დადგინდეს კლიენტის მიერ TH-ისათვის წარდგენილი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტით ან საკრედიტო ინსტიტუტის მიერ TH-ისათვის მოწოდებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე.

7.4.3. კლიენტი შეძლებს იმ თანხის გატანას, რაც ხელმისაწვდომია მის ანგარიშზე მოთხოვნილი მარჟის შესრულებისა და შესაბამისი საფასურებისა და საკომისიოების გამოქვითვის შედეგად.

8. ორდერების განხორციელება

8.1 ორდერის განთავსება

კლიენტის მიერ ორდერის განთავსება ხდება „TH“ -ს პლატფორმაზე, რომელსაც იგი ახორციელებს თავისი პირადი ბრძანებით, თავისივე სავაჭრო ლოგინითა და პაროლით, რომელიც მიღებულ იქნა პროგრამის მიერ კლიენტის რეგისტრაციის დროს. კლიენტი ვალდებულია, უზრუნველყოს ორდერთან დაკავშირებული ყველა დეტალის სისწორე; მათ შორის, და არამხოლოდ, გარიგებების ან შესყიდული თუ გაყიდული CFD ინსტრუმენტების დასახელება, მოცულობა და აღნიშნული ორდერის ჯამური ღირებულება.

თუ TH არ მიიღებს შეტყობინებას რომელიმე ორდერის შესაძლო შეუსაბამობასთან დაკავშირებით 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ყოველდღიური სავაჭრო განაცხადი რომელიც გაიცემა TH-ის მიერ კლიენტზე ონლაინ-პლატფორმის გამოყენებით, TH-ის მიერ მიღებულად ჩაითვლება.

TH უფლებამოსილია არ მიიღოს ორდერი, თუ TH-ის აზრით შესაბამისმა ორდერმა შესაძლოა გამოიწვიოს კანონმდებლობის, სხვადასხვა რეგულაციების ან წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა დარღვევა.

TH უფლებამოსილია არ მიიღოს ორდერი, ან ბათილად ჩათვალოს ორდერი, თუ სავაჭრო პლატფორმაზე ადგილი აქვს ტექნიკურ ხარვეზს, რაც გამოწვეულია კომუნიკაციის, კომპიუტერების, ქსელის გაუმართაობით, რაზედაც პასუხისმგებელია ტავად კომპანია ან რაც გამოწვეულია ფორსმაჟორული მოვლენებით, რომელთა კონტროლიც არ ექვემდებარება კომპანიის ძალას.

8.2 ოპერირების საათები

(ა) TH-ის ოფისი მუშაობს ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით, დილის 10 საათიდან საღამოს 20 საათამდე (შაბათ- კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების გარდა), ხოლო სავაჭრო პლათფორმა მუშაობს ყოველდღე შაბათ-კვირისა და საერთაშორისო უქმე დღეების გარდა.

(ბ) TH-ს არ აქვს არანაირი ვალდებულება, მიიღოს ორდერები ან განახორციელოს ფასების შეთავაზება ისეთ დროს, როდესაც შესაბამისი ბირჟა დახურულია საქმიანობისათვის;

(გ) TH ინარჩუნებს უფლებას შეცვალოს აღნიშნული საათები პერიოდულად საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება კომპანიის ვებ საიტზე ერთი კალენდარული დღით ადრე და ამავე ვადაში ეცნობება კლიენტს მის მიერ კომპანიისათვის მიწოდებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე. ორდერი, რომელიც მიღებულია არასავაჭრო საათებში, არ განხორციელდება შემდგომი სავაჭრო დღის დაწყებამდე.

8.3 ორდერის ტიპები

ყველა შესაძლო ორდერის ტიპი გამოქვეყნებულია TH-ის ვებ-გვერდზე და მათი ცვლილება ხდება პერიოდულად, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება კომპანიის ვებ საიტზე ერთი კალენდარული დღით ადრე და ამავე ვადაში ეცნობება კლიენტს მის მიერ კომპანიისათვის მიწოდებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე. ასეთი შესაძლო ცვლილების ან დამატების შესახებ კლიენტთან დამატებითი შეთანხმება არ გაფორმდება და ასეთი ცვლილება ან/და დამატება არ საჭიროებს წერილობით ასახვას ხელშეკრულებაში. თუ კლიენტი არ დაეთანხმება შეცვლილ პირობებს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

TH-ს შემთხვევაში ძირითადად არსებობს ორდერის ექვსი ტიპი:

stop loss - გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის გაყიდვას ან ყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ ფასს.

Take profit - დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის გაყიდვას ან ყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ ფასს.

Buy Limit - დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ დაბალ ფასს.

Sell Limit - დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის გაყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ მაღალ ფასს.

Buy Stop - დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ მაღალ ფასს.

Sell Stop - დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის გაყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ დაბალ ფასს.

8.4 ორდერის შესრულება

ორდერები შესრულდება იმ თანმიმდევრობით რა თანმიმდევრობითაც მოხდა მათი მიღება.

8.5 ორდერის დადასტურება

კლიენტის მიერ ორდერის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის გამოყენებით განთავსებისას, ისინი მიიღებენდასტურს ორდერის სტატუსთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შემოწმდეს ყურადღებით. სატელეფონო ორდერები გაუმეორდება კლიენტს დასადასტურებლად და საუბარი ჩაიწერება.

8.6 გარიგებაზე უარის თქმის უფლება

TH-ს არა გააჩნია ტექნიკური საშუალებები რომ კლიენტს უარი უთხრას ან შეზღუდოს სავაჭრო პლათფორმაზე განხორციელებული გარიგებებზე. TH არ არის ვალდებული იმოქმედოს კლიენტის ინსტრუქციების შესაბამისად, როდესაც ასეთი ქმედება გამოიწვევს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის და წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევას.

8.7 პოზიციების დახურვა

სავაჭრო პლატფორმაზე კლიენტის ანგარიშზე არსებული ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟისა და არარეალიზებული ზარალის ჯამი ეცემა ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟის 50%-ის ოდენობამდე ან მეტით, კომპანია უზრუნველყოფს კლიენტის კონკრეტულ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ასეთი CFD პოზიციის დახურვას, ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პირველივე შესაძლებლობისას. თუ კომპანია თავად არის კლიენტის კონტრაჰენტი, მაშინ იგი 50%-ის დონეზე უზრუნველყოფს პოზიციების დახურვას.

8.8 სავაჭრო დღის დასასრული

გარიგებები ფასდება სავაჭრო დღის ბოლოს დაფიქსირებულ ფასად და იხსნება მომდევნო სავაჭრო დღეს მიმდინარე საბაზროღირებულებით, რომელიც აისახება კლიენტისათვის მოგებაში ან წაგებაში.

9. კლიენტის დავალება

9.1 დავალებები

TH შესაძლოა დაეყრდნოს და შესაბამისი უფლება-ვალდებულებების წარმოშობის წყაროდ მიიჩნიოს, ნებისმიერი წერილობითი ინსტრუქცია, რომელიც მან მიიღო კეთილსინდისიერად და რომელიც, ჩვენი რწმენით არის კლიენტისაგან ან ნებისმიერი პირისაგან, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს კლიენტის სახელით.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ექცევა TH-ის სრული დისკრეციის ფარგლებში, ჩვენ შესაძლოა ან წერილობით დავალება და ასევე, შესაძლოა მოვითხოვოთ აღნიშნული დავალების წერილობითი დადასტურება.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

კლიენტი თანახმაა, რომ ნებისმიერი მითითება თუ დავალება, რომელიც განხორციელდა წერილობით და რომელსაც TH კეთილსინდისიერად მიიჩნევს, რომ გაცემულია კლიენტის მიერ, ან ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ კლიენტის სახელითა და კლიენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, TH-ის მიერ განხილული იქნება კლიენტის მიერ გაცემულ დავალებად და მისგან გამომდინარე უფლება-მოვალეობები წარმოეშობა თავად კლიენტს.

TH უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები ყველა სავაჭრო ოპერაციის, ორდერის ან დავალების საფუძველზე, რომლის გაცემა მოხდა ელექტრონულად, კლიენტის ელექტრონული „ლოგ-ინის“, პაროლის, ან/და ანგარიშის ნომრის გამოყენებით, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველივე აღნიშნული TH-ის მიერ მიიჩნევა კლიენტის მიერ ავტორიზებულ მოქმედებებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, ჩვენ წინასწარ წერილობით გვეცნობა თქვენს მიერ, რომ სავარაუდოდ მოხდა თქვენი „ლოგ-ინისა“ და პაროლის მონაცემების უსაფრთოხების დარღვევა.

ჩვენ არ ვართ ვალდებულნი, რომ დავადგინოთ რომელიმე პირის ვინაობა, რომელმაც გამოიყენა კლიენტის მომხმარებლის „ლოგ-ინი“, ანგარიშის ნომერი ან/და პაროლი ან თუ ჩვენ გონივრულად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პირი წარმოადგენს კლიენტის მიერ უფლებამოსილ პირს.

თქვენი ერთპიროვნული პასუხისმგებლობაა დაიცვათ ანგარიშთან დაკავშირებული უსაფრთხოების დეტალების კონფიდენციალურობა (მათ შორის მომხმარებლის სახელი, პაროლი და ანგარიშის მონაცემები) და გვაცნობოთ დაუყოვნებლივ წერილობით თუ თქვენ ფიქრობთ, რომ აღნიშნული მონაცემების უსაფრთხოება დარღვეულ იქნა.

9.2 TH არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახით, ნებისმიერი მოქმედების ან უმოქმედობისათვის, რაც განხორციელდა იმ პირის დავალებებისა თუ ქმედებების საფუძველზე, რომელიც მოქმედებს კლიენტის სახელით ან გვაჩვენებს თავს, რომ მოქმედებს კლიენტის სახელით და არ არის მითითებული როგორც უფლებამოსილი პირი, რომელზეც კომპანიას აქვს წერილობითი დასტური.

TH ინარჩუნებს უფლებას, რომ მისი აბსოლუტური დისკრეციის ფარგლებში და კლიენტისათვის რაიმე განმარტებების გარეშე, უარი თქვას, ნებისმიერი დავალების შესაბამისად მოქმედებაზე, თუ TH მიიჩნევს, რომ აღნიშნული არღვევს რომელიმე კანონს, რეგულაციას ან ამ ხელშეკრულებით დადგენილ წესებსა და პირობებს. TH არ არის პასუხისმგებელი ასეთ ქმედებებსა თუ უმოქმედობაზე ჩვენი შეზღუდული პასუხისმგებლობის შესაბამისად.

აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც პასუხისმგებლობა დგება TH-ის, მისი წარმომადგენლების დაუდევრობის ან არაკეთილსინდისიერი ქმედების საფუძველზე.

9.2 უფლებამოსილი პირები

პირი, რომლებიც უფლებამოსილია მისცეს დავალებები TH-ს კლიენტის ანგარიშთან დაკავშირებით, წარმოადგენს “უფლებამოსილი პირს” , რომლის შესახებაც TH-ს ეცნობა კლიენტისაგან წერილობით და წარმოდგენილ იქნა მინდობილობა (ანუ წარმოადგინეს მოთხოვნილი ინფორმაცია და აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას). ყველა შემთხვევაში უფლებამოსილება დგინდება სათანადოდ დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

აღნიშნული უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული დავალება ითვლება, როგორც კლიენტის მიერ გაცემულ დავალებად. ასევე, TH უფლებამოსილია მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშის თაობაზე აღნიშნულ უფლებამოსილ პირს. კლიენტი გარანტიას იძლევა, რომ უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ გასცენ დავალებები ორდერის განთავსებაზე და რომ ისინი გაცნობილნი არიან წინამდებარე ხელშეკრულებას.

პერიოდულად, ერთპიროვნული დისკრეციის ფარგლებში, TH უფლებამოსილია, მოითხოვოს კლიენტისაგან დადასტურება, როდესაც უფლებამოსილი პირის დავალებანი მიმართულია კლიენტის ანგარიშის დახურვის, ან მისი თანხების გადარიცხვისაკენ.

კლიენტის ანგარიშზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრით, კლიენტი პირადად ათავისუფლებს TH-ს ნებისმიერი ხარჯის ან დანაკარგისგან, რომელიც TH-მა შესაძლოა განიცადოს უფლებამოსილი პირის (ან იმ პირის მიერ, რომელიც TH-ის წინაშე წარსდგა როგორც უფლებამოსილი პირი) მიერ გაცემული არასწორი ან არაავტორიზებული ორდერის, დავალების ან წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შედეგად.

9.3 ორდერის გაუქმება პოზიციის დახურვისას

თუ კლიენტს სურს დახუროს პოზიცია, მაშინ ნებისმიერი მასთან დაკავშირებული ორდერი უნდა გაუქმდეს.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

9.4 კომუნიკაციის სირთულეები

თუ ნებისმიერ დროს კლიენტი საკუთარი/პირადი მიზეზით ვერ შეძლებს დაუკავშირდეს TH-ს, TH არ არის პასუხისმგებელი:

(ა)რაიმე ზიანზე, დანაკარგზე ან ხარჯებზე რომელიც მიადგა კლიენტს ნებისმიერი მოქმედებით, შეცდომით, დაგვიანებით ან უმოქმედობით, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ვერ მოხერხდა კომუნიკაცია იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული დანაკარგი, ზიანი ან ხარჯი გამოწვეულ იქნა იმით, რომ კლიენტმა ვერ შეძლო გარიგებაში შესვლა; და

(ბ) რაიმე დანაკარგზე, ზიანზე ან ხარჯებზე რომელიც მიადგა კლიენტს ნებისმიერი მოქმედებით, შეცდომით ანუმოქმედობით ან დაგვიანებით, რომელიც გამოწვეულ იქნა ზემოხსენებული შეუძლებლობით, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც აღნიშნული დანაკარგი, ზიანი ან ხარჯი გამოწვეული იმით, რომ კლიენტისთვისშეუძლებელია განახორციელოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კლიენტის შეუძლებლობა მისცეს დავალება TH-ს ან დაამყაროს კომუნიკაცია მასთან, გამოწვეულია TH-ის თაღლითური ქმედებებით, განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით.

9.5 მინდობილობა

პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება TH-ის მიერ დამოწმებული შეზღუდული მინდობილობის საფუძველზე, წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მხოლოდ მას შემდეგ რაც აღნიშული დადასტურებული იქნება TH-ის მიერ წერილობით.

9.6 გადაკისრება

წინამდებარე ხელშეკრულება იდება კლიენტსა და TH-ს შორის და არც ერთი მხარე არ არის უფლებამოსილი გადააკისროს რომელიმე ვალდებულება ან დაუთმოს რომელიმე უფლება სხვა პირს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.

10. ზიანის ანაზღაურება / პასუხისმგებლობა

თითოეული მხარე პასუხს აგებს მეორე მხარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია TH-ის განზრახი დარღვევით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არც TH, არც მისი პარტნიორი რომელიმე კომპანია ან რომელიმე თანამშრომელი არ არის პასუხისმგებელი კლიენტის წინაშე შემდეგზე:

(ა) კლიენტის მიერ განცდილ ნებისმიერ მიუღებელ შემოსავალზე, მიზეზ-შედეგობრივ ან შემთხვევით ზიანზე, ვალდებულებებზე, მოთხოვნებზე, ზარალზე ან ხარჯებზე, რომელიც გამოწვეული იქნა კლიენტის მიერ იმ მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც TH აწვდის მათ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე; ან

(ბ) თუ კომპანიას არ შეუძლია მიაწოდოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება კომპიუტერული სისტემების, ან სატელეკომუნიკაციო სისტემების, ენერგომომარაგების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, რაც გამოწვეულია წინასწარ არაგანჭვრეტადი მოვლენის (მაგალითად, ფორს-მაჟორული სიტუაცია, საბაზრო სისტემისა და სავაჭრო ელექტრონული სისტემის მწყობრიდან გამოსვლა) არსებობის გამო და სცილდება კომპანიის კონტროლს;

(გ) ნებისმიერი ზიანზე ან დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულ იქნა კლიენტის მიერ ანგარიშზე შეცდომით განთავსებული თანხებით ვაჭრობის შედეგად, თუმცა დროულად ინფორმირების შემთხვევაში კომპანია გამოასწორებს ყველა ასეთ შეცდომას მაქსიმალურად სწრაფად, ამგვარი შეცდომის თაობაზე კლიენტისაგან წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ.

11. საკომისიოები და ხარჯები

11.1 კლიენტის ვალდებულება გადახდაზე ყველა გადასახადის თაობაზე წინასწარ, წერილობით ეცნობება კლიენტს შესაბამისი სავაჭრო ოპერაციის განხორციელებამდე. ამგვარი გადასახადების შესახებ კლიენტს ეცნობება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომუნიკაციის წესების შესაბამისად, ან სხვაგვარად წერილობით (კლიენტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

11.2. საკომისიოს ოდენობა განისაზღვრება ლოტის ოდენობის მიხედვით .0.1 ლოტი ტოლია 10000 ერთეულის. კომპანია 0.1 ლოტზე იღებს საკომისიოს სახით 3 დოლარს. კომპანია აწესებს ასევe Swap-ის საკომისიოს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად CFD ინსტრუმენტების სახეების მიხედვით, დანართი #1-ის შესაბამისად. საკომისიოების გაანგარიშების მეთოდიკა ყველა CFD ინსტრუმენტებზე, მოცემულია დანართ #1-ში.

11.3. წინამდებარე “მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად,TH-ის მიერ გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი, მათ შორის იურიდიული მომსახურების საზღაური და დანახარჯები; კლიენტს მიეწოდება ინფორმაცია გარიგებასთან დაკავშირებული ყველა საფასურის, საკომისიოების, TH-ის საშუალებით გადასახდელი თანხების, თუ სხვა დანახარჯების ჯამური ოდენობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია კონკრეტული ფასის განსაზღვრა, კლიენტს ეცნობება ჯამური ღირებულების გამოთვლის წესი და საფუძველი.

11.4 გადახდის ვალდებულების წარმოშობა

TH-ისთვის გადასახდელი ყველა საკომისიო, მოსაკრებელი და სხვა გადასახადი დაანგარიშდება და ჩამოიჭრება სავაჭრო ანგარიშიდან შესაბამისი გარიგების დადების მომენტში (კლიენტის ანგარიშის ამონაწერის საფუძველზე).

11.5 გადახდები

(ა) თუ კლიენტი ახორციელებს გარიგებას TH-ის მეშვეობით, ის თანხმდება, რომ გადაიხდის გარიგებასთან დაკავშირებულ ყველა საფასურს, მოსაკრებელს, მარჟას, და ნებისმიერ სხვა გადასახადს, რაც წინამდებარე “ხელშეკრულების ” საფუძველზე მოთხოვნილია TH-ის მიერ.

(ბ) TH უფლებამოსილია, კლიენტისთვის დამატებითი ელექტრონული შეტყობინებით, გამოქვითოს მისი ანგარიშიდან ის ხარჯები თუ საფასურები, რაც უკავშირდება ჩვენს მიერ გაწეულ მომსახურებას, მათ შორის მართვასთან დაკავშირებული გადასახდელები, ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის გადასახადები, ხელშეკრულების მოქმედების სრული ვადის განმავლობაში კლიენტის მიერ შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში.

(გ) წინამდებარე “მომსახურების ხელშეკრულების” საფუძველზე კლიენტის მიერ გადასახდელი თანხების გადახდა უნდა განხორციელდეს ნებისმიერი გამოქვითვის, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის, შესაგებელი მოთხოვნის, სხვა რაიმე პირობისა და ნებისმიერი მიზეზით თანხის დაკავების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსგავსი გამოქვითვა ან თანხის დაკავება სავალდებულოა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ თქვენ ვალდებული ხართ განახორციელოთ ნებისმიერი ფორმის გამოქვითვა გადასახდელი თანხისაგან საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, ან თუ TH ვალდებულია გადაიხადოს რაიმე დამატებითი გადასახადი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განხორციელებულ გადახდასთან დაკავშირებით, კლიენტი ათავისუფლებს TH საგადასახადო პასუხისმგებლობისგან და გადაუხდის TH ნებისმიერ დამატებით თანხას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ TH-მა მიიღოს თანხის ის სრული ოდენობა, რასაც TH მიიღებდა იმ შემთხვევაში, რომ არ განხორციელებულიყო შესაბამისი გამოქვითვა, თანხის დაკავება ან დამატებითი საგადასახადო მოთხოვნა.

(დ) TH გასცემს კლიენტის მიმდინარე ბალანსზე არსებულ თანხას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

• არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება კლიენტის თანხების დაკავებასთან დაკავშირებით;

• სავაჭრო პლატფორმაზე კლიენტის ანგარიშზე არსებული ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟისა და არარეალიზებული ზარალის ჯამი ეცემა ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟის 50%-ის ოდენობამდე ან მეტით და კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კლიენტის კონკრეტულ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ასეთი CFD პოზიციის დახურვა, ამ ხელშეკრულების 8.7 მუხლის სესაბამისად.

11.6 გადახდის ვალუტა

ხელშეკრულების საფუძველზე TH-სთვის ან მის მიერ გადასახდელი ნებისმიერი თანხა გადახდილი უნდა იქნეს აშშ დოლარში თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული კომპანიის მიერ, რის შესახებაც კლიენტს ეცნობება სამი კალენდარული დღით ადრე წერილობით ან ელექტრონულად.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

12. დეპოზიტები და მარჟები

12.1 საწყისი მარჟა

საწყისი მარჟა არის კლიენტის მიერ ანგარიშზე განთავსებული თანხა ახალი პოზიციის გახსნისთანავე ან იმ მომენტში, როდესაც განთავსდება ორდერი ახალი პოზიციის გახსნის თაობაზე. აღნიშნული წარმოადგენს უსაფრთხოების ბერკეტს და გვიცავს ჩვენ კლიენტის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ზოგადად, TH მოითხოვს რომ საწყისი მარჟის გამოანგარიშება მოხდეს კონტრაქტის ღირებულების პროცენტული მაჩვენებლით. საწყისი მარჟის ოდენობა მოცემულია ამ ხელშეკრულების 6.3 პუნქტში.

საწყისი მარჟა განსხვავდება სავაჭრო გარიგების მიხედვით. ვაჭრობისას, ყოველდღიური ამონაწერი აჩვენებს მოთხოვნილი მარჟას თითოეულ სავაჭრო ოპერაციაზე, და ასევე მოთხოვნილ მარჟის ჯამს.

12.2 ცვალებადი მარჟა

ცვალებადი მარჟა არის არარეალიზებული მოგება ან დანაკარგი კლიენტის ღია პოზიციაზე Self-trading -ისთვის. ეს არის განსხვავება გარიგების შესყიდვის/გაყიდვის ფასსა და მის მიმდინარე საბაზრო ფასს შორის. თუ კლიენტის პოზიცია იცვლება კლიენტის სასარგებლოდ, მაშინ TH მისცემს მას მიმდინარე კაპიტალის (equity) ზრდით გამოწვეული მარჟის ნამატის გამოყენების საშუალებას.

12.3 საერთო ლიკვიდაციის ღირებულება

საერთო ლიკვიდაციის ღირებულება (GLV) არის თანხა, რომელიც დარჩებოდა კლიენტის ანგარიშზე, იმ შემთხვევაში, თუ მისი ყველა ღია პოზიცია დაიხურებოდა მიმდინარე საბაზრო ფასით, ასევე შესაბამისი სარგებლის, მოსაკრებილის, თუ გარიგებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების გამოკლებით. თავისუფალი კაპიტალი არის GLV ყველა პოზიციისა კლიენტის ანგარიშზე, რასაც აკლდება მარჟინალური მოთხოვნები. თავისუფალი კაპიტალი შეიძლება იქნეს გამოყენებული ახალი პოზიციის გასახსნელად ან შეიძლება იქნეს გატანილი კლიენტის ანგარიშიდან. TH უფლებამოსილია მოსთხოვოს კლიენტს თავისუფალი კაპიტალის მინიმალური ოდენობის შენარჩუნება კლიენტის ანგარიშზე.

12.4 კლიენტის ვალდებულება მონიტორინგზე

კლიენტმა უნდა მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია მარჟინალური მოთხოვნების შესახებ, შესაბამისი ორდერის განხორციელებამდე ან პოზიციების დახურვამდე.

კლიენტის ერთპიროვნული პასუხისმგებლობაა, რომ აკონტროლოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მარჟინალური მოთხოვნები ან ნებისმიერი დამატებითი მარჟა, რაც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს. ამ კუთხით, TH ურჩევს კლიენტს, რომ აღნიშნული განიხილოს შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით:

• ბაზრის ცვალებადობა;

• შესაბამისი ვალუტის გაცვლით კურსებთან დაკავშირებული რისკები;

• ღია პოზიციები;

• თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებული საბანკო ვადები;

• ნებისმიერი ის საკითხი, რასაც კლიენტის აზრით შეიძლება გავლენა ჰქონდეს მარჟინალურ მოთხოვნებზე

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

კომპანია არ არის ვალდებული განახორციელოს კლიენტის მარჟინალური მოთხოვნები, თუ სავაჭრო პლატფორმაზე კლიენტის ანგარიშზე არსებული ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟისა და არარეალიზებული ზარალის ჯამი ეცემა ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟის 50%-ის ოდენობამდე ან მეტით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კლიენტის კონკრეტულ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ასეთი CFD პოზიციის დახურვა, ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პირველივე შესაძლებლობისას. თუ კომპანია თავად არის კლიენტის კონტრაჰენტი, მაშინ იგულისხმება, რომ მან 50%-ის დონეზე უნდა უზრუნველყოს პოზიციების დახურვა.

კლიენტის მარჟინალური მოთხოვნები თითოეული გარიგებისათვის განსხვავდება შემდეგი გარემოებების საფუძველზე:

• შესაბამისი გარიგების ფასი ან/და

• უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებები თუ სავაჭრო გარიგება არ არის კლიენტის ძირითად ვალუტაში.

იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს უარყოფით საბაზრო მოძრაობებს, კლიენტს შეიძლება მოეთხოვოს, დეპოზიტზე დამატებითი თანხის განთავსება (რასაც ეწოდება მარჟის მოთხოვნა) რათა დაფაროს ცვალებადი მარჟინალური მოთხოვნა კონკრეტული გარიგებისათვის. ვაჭრობისას კლიენტს ესაჭიროება მის ანგარიშზე საკმარისი კაპიტალის შენარჩუნება ჯამური მარჟინალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

12.5 პასუხისმგებლობა მარჟის მოთხოვნასთან დაკავშირებით კლიენტი პასუხისმგებელია მარჟის მოთხოვნის, დეპოზიტების და სხვა უზრუნველყოფის წარმოდგენაზე TH-ის მოთხოვნის შესაბამისად. ამ კუთხით, კლიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ გარემოებებს:

• კლიენტის ვალდებულება ვრცელდება მარჟის გამოანგარიშების ყველა დებულებაზე.

• თუ TH განახორციელებს მარჟის მოთხოვნას, კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი თანხა ასეთი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული მიიჩნევა კლიენტის მიერ ვალდებულების დარღვევად. ზოგიერთ შემთხვევაში, TH უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა უფრო მოკლე ვადაში (მაგალითად, ბაზრის მომეტებული ცვალებადობის დროს) შესაბამისად, გადახდა უნდა განხორციელდეს აღნიშნულ ვადაში, რათა დაკმაყოფილდეს მარჟინალური მოთხოვნები.

• TH მიმართავს ყველა გონივრულ ზომას რათა დაუკავშირდეს კლიენტს მისთვის სასურველი კომუნიკაციის საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ TH არ არის ვალდებული აღნიშნულზე. როდესაც ბაზარი მოძრაობს სწრაფად ან ხდება ღია პოზიციებზე შედეგების ცვალებადობა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავხუროთ ასეთი პოზიციები წინამდებარე “მომსახურების ხელშეკრულების” საფუძველზე დამატებითი მარჟის მოთხოვნისა თუ კლიენტთან დაკავშირების გარეშე.

• კლიენტის მიერ მარჟის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა უფლებას გვაძლევს, რომ შევზღუდოთ ან დავხუროთ პოზიციები წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. კლიენტის ერთპიროვნული პასუხისმგებლობაა, რომ დღეში 24 საათის განმავლობაში აკონტროლოს მისი პოზიციები და შეინარჩუნოს მარჟინალური მოთხოვნები.

• შეზღუდული საათების ვაჭრობის მოქმედებაში ნებისმიერი შემცირება ნიშნავს, რომ ღია პოზიციები მონიშნული იქნებიან სავაჭროდ ვაჭრობის დახურვის შემდეგ და კლიენტის მარჟის მოთხოვნა შეიცვლება შესაბამისად. თუ კლიენტებს არ სურთ აიღონ ეს დამატებითი რისკი, ნებისმიერი შესაბამისი კონტრაქტი შეიძლება დაიხუროს ნებისმიერ დროს ასეთი შემცირების შესახებ შეტყობინების გაკეთების შემდგომ.

12.6 დაგვიანებები თანხების გადარიცხვის პროცესში

TH უფლებამოსილია, მისი დისკრეციის ფარგლებში, კლიენტს მისცეს დრო თანხების წარმოსადგენად, რათა დააკმაყოფილოს მარჟინალური მოთხოვნები. აღნიშნული ნებართვა გაიცემა TH-ის მიერ წინასწარ, წერილობითი ფორმით, ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. თანხა განთავსდება კლიენტის ანგარიშზე სამუშაო დღის განმავლობაში 10:00 სთ-იდან 18:00 სთ-მდე (GMT +4) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თუ თანხები მიღებულია აღნიშნულისგან განსხვავებულ დროს, მათი ასახვა ანგარიშზე მოხდება შემდეგი სამუშაო დღის განმავლობაში 10:00-18:00 დროის მონაკვეთში.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

13. ვალდებულების შეუსრულებლობა

13.1 ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევები

კლიენტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობად მიიჩნევა წინამდებარე “მომსახურების ხელშეკრულებით” და მისი დანართებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა;

14. ელექტრონული ვაჭრობა

14.1 ელექტრონული ორდერების განთავსების სისტემასთან წვდომა.

თუ TH ანიჭებს კლიენტს წვდომას ელექტრონულ ორდერების განთავსების სისტემასთან, კლიენტი აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ:

(ა) TH-ს შეუძლია განათავსოს ელექტრონული საშუალებები ინტერნეტში, რომელიც საშუალებას მისცემს კლიენტს შეამოწმოს, ჩამოტვირთოს და დაბეჭდოს გარიგებათა დასტურები, დღიური ამონაწერები, თვიური ამონაწერები და TH-ის მიერ მიწოდებული სხვა შეტყობინებები;

(ბ) TH უფლებამოსილია გამოიყენოს ელექტრონული საშუალებები კლიენტისთვის გარიგებათა დასტურების, დღიური თუ თვიური ამონაწერებისა და სხვა შეტყობინებების მისაწოდებლად;

(გ) კლიენტი შევა და გამოიყენებს ელექტრონულ საშუალებებს, რათა: მიიღოს გარიგებათა დასტურები, დღიური და თვიური ამონაწერები და სხვა შეტყობინებები Т H-ისგან;

- დაადასტუროს ყველა გარიგება;

- აკონტროლოს წინამდებარე “ხელშეკრულებით განსაზღვრული კლიენტის ვალდებულებანი;

დ) გარიგების დასტური, დღიური ამონაწერი, თვიური ამონაწერი ან სხვა შეტყობინება Т H-ისგან ხელმისაწვდომია კლიენტისათვის იმ მომენტიდან, როდესაც აღნიშნული დოკუმენტი განთავსება ელექტრონულ საშუალებებში ТH-ის მიერ;

ე) კლიენტი აცნობიერებს მსგავს სისტემებთან დაკავშირებულ რისკებსა და ვალდებულებებს, მათ შორის ელექტრონულ სავაჭრო სისტემასთან დაკავშირებულ რისკებს, რაც განხორციელებულია სატელეკომუნიკაციო კავშირგაბმულობის სისტემათა მეშვეობით. ასეთი სისტემები შესაძლოა არ იყოს ყოველთვის უსაფრთხო და შესაძლოა არ მუშაობდეს ყოველთვის გამართულად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სატელეკომუნიკაციო სისტემების შეფერხება ან კლიენტისათვის მომსახურების შეფერხება ან შეწყვეტა.

ვ) აღნიშნული სისტემების მეშვეობით გაცემული მითითება/დავალებები წარმოშობს შესაბამის ვალდებულებებს კლიენტისათვის;

(ზ) დაიცავს სისტემაში შესასვლელი პაროლისა და უსაფრთხოების ინფორმაციის კონფიდენციალურობას, და ТH-ის მიერ მითითებულ უსაფრთხოების სხვა პროცედურებს;

(თ) კლიენტისათვის მიცემული შესაძლებლობა, რომ განახორციელოს ვაჭრობა აღნიშნული სისტემების საშუალებით ექვემდებარება ТH-ის მიერ გარკვეულ შეზღუდვებს. აღნიშნულ სისტემებთან წვდომა შესაძლოა შეიზღუდოს ან აიკრაძლოს ნებისმიერ დროს, რის შესახებაც კლიენტს ეცნობება წინასწარ წერილობით ან ელექტრონულად.;

(ი) სავაჭრო პროგრამა წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას;

(კ) კომპანია უფლებამოსილია მოსთხოვოს კლიენტს TH-ის მიერ ან საქართველოს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება;

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

TH უფლებამოსილია, ხოლო კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია გაუგზავნოს გარიგებათა დასტურები, დღიური და თვიური ამონაწერები და სხვა ანგარიშგებები კლიენტს ფოსტის საშუალებით, მათი ელექტრონულ საშუალებებში განთავსებასთან ერთად.

15.2 საბაზრო ინფორმაცია

აღნიშნულ სისტემა და ნებისმიერ სხვა სისტემა, რომელიც ახორციელებს ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას დაცულია საავტორო უფლებებით. ასევე, ასეთი ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და კლიენტი თანხმდება, რომ არ გამოაქვეყნებს ამგვარ ინფორმაციას საჯაროდ ან არ გაავრცელებს სხვა გზით, TH-თან შესაბამისი შეთანხმების გარეშე. აღნიშნული სისტემის მეშვეობით მოწოდებული საბაზრო ფასები და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კლიენტმა უნდა მიიღოს საკუთარი რისკით.

16. დისკრეციული უფლებამოსილება

TH იტოვებს უფლებას, რომ გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება კლიენტის სავაჭრო ოპერაციებსა და ანგარიშის მართვასთან დაკავშირებით ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში. ამ კუთხით, TH მხედველობაში მიიღებს, მისი, როგორც მომსახურების მიმწოდებელის კომერციულ მიზნებს, რეგულაციურ მოთხოვნებსა და ეთიკურ ვალდებულებებს. TH-ს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება შემდეგი:

• უარი თქვას ანგარიშის გახსნაზე თუ კლიენტის მიერ მიწოდებული პირადი მონაცემები არ იძლევა მისი იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის საშუალებას, ან/და კლიენტი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონდებლობით, ამ ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს.

• განსაზღვროს საკომისიოების ოდენობა.

17. ხელშეკრულების შეწყვეტა

თითოეული მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება მეორე მხარის მიერ შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდან.

ხელშეკრულების შეწყვეტა არ მოქმედებს შეწყვეტამდე არსებულ მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, კომპანია დაასრულებს იმ ნებისმიერ დავალებას რომელიც ჯერ-ჯერობით არ არის განხორციელებული, თუმცა მიღებულია კომპანიის მიერ კლიენტის დავალებით, თუ წინასწარ კლიენტისგან არ ეცნობება კომპანიას აღნიშნული დავალების გაუქმების შესახებ. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხა გადარერიცხება კლიენტს ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

კომპანია იტოვებს უფლებას, რომ შეწყვიტოს კლიენტთან ხელშეკრულება დაუყოვნებლივ, კომპანიის მომსახურების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, კომპანიის პერსონალისადმი აშკარა უპატივცემულობის ან ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიც კომპანიის მიერ გონივრულად იქნება მიჩნეული სამართლებრივი და რეგულაციური მოთხოვნების შესაბამისად. TH იტოვებს უფლებას, რომ შეაჩეროს ხელშეკრულების მოქმედება შეფასების პროცესში შემდგომი შეწყვეტის შესაძლებლობით, კლიენტისთვის ამგვარი გარემოებების წინასწარი შეტყობინების მიცემით. კლიენტს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მას კომპანიის ბრალეულობით ზიანი მიადგა.

18.კონფიდენციალური ინფორმაცია

არცერთი მხარე არ არის უფლებამოსილი გაამჟღავნოს მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში ან მას შემდეგ.

19. პერსონალური მონაცემების დაცვა

კომპანია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს კლიენტის პერსონალური მონაცემების დაცვას. ასევე, დაიცავს სისტემაში შესასვლელი კლიენტის პაროლისა და უსაფრთხოების ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

19.1 პერსონალ მონაცემების ცვლილება, დაბლოკვა და წაშლა.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

19.1.1 კლიენტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს კლიენტის პერსონალური მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული.

19.1.2. კლიენტის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში კომპანია გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის ან გაანადგურებს მონაცემებს ან აცნობებს კლიენტს უარის თქმის საფუძველს.

19.1.3. კლიენტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და მის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იქნება შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და გაანადგუროს დამუშავებული მონაცემები განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი.

19.1.4. კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კომპანიას არასწორი პერსონალური მონაცემების გასწორება, ხოლო წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტს უფლება აქვს მოსთხოვოს კომპანიას პერსონალური მონაცემების წაშლა.

19.2 ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გადაცემა

კომპანიას მისი საქმიანობის მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეკისრება ვალდებულება განახორციელოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია, რა დროსაც კომპანია უფლებამოსილია კლიენტისაგან და მესამე პირებისაგან გამოითხოვოს და დაამუშავოსკლიენტისპერსონალურიმონაცემები და სხვა ინფორმაცია.კერძოდ:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) სახელი და გვარი;

ა.ბ) ელ-ფოსტა;

ა.გ) ტელეფონის ნომერი;

ა.დ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ტიპი;

ა.ე) პირადი ნომერი;

ა.ვ) საბუთის ნომერი;

ა.ზ) მოქალაქეობა;

ა.თ) გამცემი ქვეყანა;

ა.ი) გაცემის თარიღი;

ა.კ) მოქმედების ვადა;

ა.ლ) დაბადების თარიღი;

ა.მ) იურიდიული მისამართი;

ა.ნ) ფაქტობრივი მისამართი (ქუჩა, ქალაქი, ქვეყანა);

ა.ო) შემოსავლის წყარო;

ა.პ) საქმიანობა/ბიზნესის სფერო;

ა.ჟ) საწყისი დეპოზიტი;

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

ა.რ) თანხმობა - არ ვარ პოლიტიკურად აქტიური პირი;

ა.ს) თანხმობა - არ ვარ პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი და/ან ოჯახის წევრი;

ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე ძირითადი დაწესებულების მისამართი);

ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;

ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები.

გ) კომპანია უფლებამოსილი გამოარკვიოს მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას და ამ მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება კლიენტისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.

კლიენტი თანხმობას აცხადებს, რომ კომპანიის პროდუქტებით მომსახურების შესახებ განაცხადის შევსებისას, შემდგომში ხელშეკრულების გაფორმებისას, მის მიერ კომპანიისათვის მიწოდებული ან/და კომპანიის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის მოპოვებული კლიენტის მონაცემები დაამუშავოს, რაც გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთ აგადაცემის, გავრცელების ან სხვა გვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ვინაიდან TH-ის საქმიანობაზე ვრცელდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, TH ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) შემოსავლის წყაროს იდენტიფიკაცია. კლიენტი ადასტურებს, რომ მის მიერ TH-ისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია ზუსტი და ჭეშმარიტია და აცხადებს თანხმობას კომპანიის მიერ საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემაზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის, TH საანგარიშგებო ვალდებულებების შესრულების მიზნით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში კომპანია განაგრძობს ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას, რაც მოიცავს კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული ყველა გარიგებისა და სხვა ოპერაციების ჩანაწერებს, ინფორმაციას გაფორმებული გარიგებებისა და მარჟის მოთხოვნების შესახებ. დროდადრო, TH უფლებამოსილია მოიპოვოს დამატებითი პერსონალური ინფორმაცია კლიენტისგან არასავალდებულო გამოკითხვებთან, სიახლეებსა თუ სხვადასხვა აქციებთან დაკავშირებით. ამგვარი ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. კვლევათა შედეგები გამოყენებული იქნება ჩვენი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

19.3 ინფორმაციის შენახვა გადაცემა/გამოყენება

კლიენტის პერსონალური ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც იქნა მოპოვებული დაინახება იმ ვადით რა ვადითაც აღნიშნული საჭიროა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ინფორმაცია იქნა მოპოვებული, მათ შორის იმ ვადით, რა ვადითაც ინფორმაციის შენახვა კომპანიას კანონმდებლობით მოეთხოვება.

კლიენტი თანხმობას აცხადებს, რომ TH უფლებამოსილია მესამე პირებს გადასცეს კლიენტის შესახებ მიღებული ინფორმაცია:

(ა) თუ აღნიშნული მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობის ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელსაც აქვს კომპანიის მონიტორინგისა თუ კონტროლის უფლება (ან სხვა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ);

(ბ) თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა თუგამოძიების მიზნით;

(გ) კომპანიის მიერ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით;

(დ)კლიენტის მოთხოვნის ან თანხმობის შემთხვევაში.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

• TH იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ გაყიდის ან გააქირავებს კლიენტის პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებზე.

• TH იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ გამოიყენებს კლიენტის პერსონალურ ინფორმაციას იმ მიზნით, რაც არ არის დაკავშირებული კომპანიის პროდუქტისა და სერვისების გამოყენებასთან ან სხვა რაიმე მიზნით, რომლის შესახებაც კლიენტი გონივრულად მიიჩნევს, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია არ უდნა იქნეს გამოყენებული ამ მიზნით.

19.4 საუბრების ჩაწერა

TH უფლებამოსილია განახორციელოს კლიენტის მიერ TH-თან განხორციელებული სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციების ჩაწერა. კლიენტის მიერ განხორციელებულ გარიგებებთან და ზოგად საქმიანობასთან დაკავშირებული ჩანაწერები ინახება TH-თან და დავის არსებობის შემთხვევაში კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი საუბრების ჩანაწერები.

19.5 ”Cookies”

“Cookies” არის პატარა მონაცემთა ფაილი, რომელიც განთავსებულია კომპიუტერში შესაბამისი სერვერის საშუალებით. “Cookies“ ახდენს კლიენტის კომპიუტერის იდენტიფიცირებას ჩვენს საიტზე ვიზიტისას. ჩვენ არ ვიყენებთ «Cookies”-ს კლიენტის პერსონალური ინფორმაციის მოპოვებისა და შენახვის მიზნით. TH იყენებს ბრაუზერის “Cookies”-ს ჩვენი უსაფრთხოების სისტემის სისწრაფის გაუმჯობესების მიზნით.

19.6 ელ-ფოსტის გამოყენება

წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კლიენტი უფლებას აძლევს TH-ს, რომ განახორციელოს კლიენტთან კომუნიკაცია კლიენტის მიერ მითთებული ელ-ფოსტის საშუალებით. TH-მა შესაძლოა გამოიყენოს კლიენტის ელ-ფოსტის მისამართი რათა პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია TH-ს პროდუქტებთან, სერვისებთან, შეთავაზებებთან ან სხვა სიახლეებთან დაკავშირებით, ასევე აცნობოს TH-ში მიმდინარე აქციების შესახებ. თუ თქვენ არ გსურთ მსგავსი ინფორმაციის მიღება, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის შესახებ და ჩვენ დაუყოვნებლივ ამოვიღებთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართს შესაბამისი ბაზიდან. TH არ მისცემს უფლებას მესამე პირებს გამოიყენონ კლიენტის ელ-ფოსტის მისამართი მისთვის შეუთანხმებელი მეილების გასაგზავნად.

19.7 უსაფრთხოების პროცედურები

კლიენტი ვალდებულია არ დაუშვას სავაჭრო სისტემებზე არასანქცირებული წვდომა. თუ კლიენტისთვის ცნობილი გახდება, რომ მის სისტემაში შეაღწია არაუფლებამოსილმა პირმა, კლიენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს TH-ს აღნიშნულის შესახებ. TH უზრუნველყოფს ყველა საჭირო ფიზიკურ, ელექტრონულ თუ მმართველობით ღონისძიებებს, რათა დაიცვას კლიენტის ინფორმაცია. ასევე, კლიენტის ინფორმაცია დაცულია შესაბამისი პაროლებით, მომხმარებლის სახელითა და სხვა უსაფრთხოების პროცედურებით.

19.8 დაკავშირებული საიტები

TH-ის ვებ-გვერდი შესაძლებელია შეიცავდეს სხვა ვებ-გვერდების ლინკებს. TH არ არის პასუხისმგებელი მსგავსი ვებ-გვერდების მიერ პერსონალური მონაცემების დაცვაზე. წინამდებარე “მომსახურების ხელშეკრულებით“ დადგენილი უსაფრთხოების პირობები ვრცელდება მხოლოდ ТH-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე.

20. გადასახადები

რეზიდენტებთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხები განხორციელდება საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. კლიენტებს, რომლებიც არიან არარეზიდენტები, ვურჩევთ, რომ დამოუკიდებლად გაიარონ კონსულტაციები მათ მიერ განხორციელებულ სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებით. 23. შეტყობინებები და კომუნიკაცია

20.1 TH-თან კომუნიკაცია

TH-ისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე:

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

20.2 კლიენტთან კომუნიკაცია

TH-ს მიერ ყველა შეტყობინება გაიგზავნება კლიენტის მიერ განაცხადში მითითებულ საფოსტო მისამართზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. კლიენტი პასუხისმგებელია, რომ უზრუნველყოს TH-ის ინფორმირებულობა მის საკონტაქტო ინფორმაციაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, TH-ის მიერ გაგზავნილი ყველა შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ იგი გაგზავნილია კლიენტის ბოლო ცნობილ მისამართზე.

21.2 კომუნიკაციის მიღება

მხარეთა მიერ განხორციელებული კომუნიკაცია მიღებულად ჩაითვლება:

• ადრესატისთვის გადაცემის მომენტში, პირადად ჩაბარების შემთხვევაში; ან

• გაგზავნის თარიღიდან 7 სამუშაო დღეში(გაგზავნის დღის ჩათვლით); ან

• 1 (ერთი) სამუშაო დღით ადრე ელექტრონული ფოსტის ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნიდან ამგვარი საშუალებებით კომუნიკაციის შემთხვევაში:

22. დავების გადაწყვეტა

22.1 ნებისმიერი დავა ან საჩივარი, რომელიც შეეხება ამ ხელშეკრულებას მოგვარდება მხარეებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე.

22.2. მხარეებს შორის დავის არსებობის შემთხვევაში მათ აქვთ უფლებამოსილება დავა მოაგვარონ მოლაპარაკების საფუძველზე ან მიმართონ სასამართლოს. თუ მხარეები 15 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ მიაღწევენ შეთანხმებას მოლაპარაკების გზით, თითოეული მხარე უფლებამოსილია დავა გადასაწყვეტად მიმართოს საქართველოს სასამართლოს.

23. კომპანიის გადახდისუუნარობა

23.1. კომპანიის გადახდისუუნარობის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, დაუბრუნოს მათივე სეგრეგირებულ ანგარიშებზე არსებული თანხები.

24. ზოგადი დებულებანი

24.1 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა

TH იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები ან დამატებები ხელშეკრულებაში ნებისმიერ დროს, რის შესახებაც ეცნობება კლიენტს ცვლილებების ან დამატებების შეტანამდე 14 კალენდარული დღით ადრე. მიიჩნევა, რომ თქვენ აცხადებთ თანხმობას ყოველ ასეთ ცვლილებაზე ხელშეკრულებაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ წერილობით შეტყობინებას თქვენგან აღნიშნულთან დაკავშირებით, ასეთი ცვლილების შესახებ თქვენთვის შეტყობინების მომენტიდან ცვლილებების ძალაში შესვლამდე.

24.2 უზრუნველყოფა

ეს ხელშეკრულება არ წარმოშობს რომელიმე მხარის სასარგებლოდ რაიმე იპოთეკას, გირაოს, სხვა უფლებრივდატვირთვას ან სხვაგვარ უზრუნველყოფის საშუალებას რაიმე თანხაზე ან ქონებაზე, რომელიც გადაეცემა ერთ მხარეს მეორე მხარის მიერ.

24.3 სავალდებულო ძალა

წინამდებარე “მომსახურების ხელშეკრულება” ვრცელდება კლიენტის ყველა ანგარიშზე, რომელიც გახსნილია ან თავიდანგაიხსნება TH-ში, მიუხედავად TH-ის პერსონალში ნებისმიერი ცვლილებისა. წინამდებარე ხელშეკრულებით წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები ვრცელდება კლიენტის ბენეფიციარებზე, პირად წარმომადგენლებზე, კანონიერ მემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებზე.

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

24.4 სამართლებრივი მოთხოვნები

თუ კომპანია გონივრულად მიიჩნევს, რომ კლიენტი არღვევს მოქმედ კანონმდებლობას, კომპანია უფლებას იტოვებს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება კლიენტისათვის შეტყობინების გარეშე.

24.5 ხელშეკრულება

წინამდებარე ხელშეკრულება ადგენს ყველა იმ წესსა და პირობას, რაც დაკავშირებულია კლიენტისათვის მიწოდებულ მომსახურებასთან და TH-სა და კლიენტს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებთან, მასში ნებისმიერი ცვლილებისა თუ დამატებების ჩათვლით.

24.6 ინტერესთა კონფლიქტი

წინამდებარე ხელშეკრულების არც ერთმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს მინიჭებული უფლებები ბოროტად და განახორციელოს ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებული იქნება გარიგებების ხელოვნურ მანიპულირებასთან, რაც მიმართული იქნება მეორე მხარის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

24.7 უკანონობა

წინამდებარე ხელშეკრულებას აქვს მხარეთა შორის წარსულში გაფორმებულ ნებისმიერ ხელშეკრულებაზე უპირატესი იურიდიული ძალა. წინამდებარე “მომსახურების ხელშეკრულების” საფუძველზე დადებული თითოეული შეთანხმება ან მისი ნებისმიერი დანართი წარმოადგენს ერთ ხელშეკრულებას მხარეთა შორის.

24.8 წინამდებარე „ხელშეკრულების ხელის მოწერით კლიენტი აცხადებს და ადასტურებს რომ სრულად და ყურადღებით გაეცანით მას და ეთანხმებით მასში მოცემულ ყოველ დებულებას.

24.9 კლიენტი ასევე ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ ანგარიშის გახსნის პროცესში მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრული, ჭეშმარიტი და ზუსტია.

25. მხარეთა ხელმოწერები

კომპანია

შპს “თრეიდ ჰოლდინგი”

(ს/ნ 416331507)

დირექტორი

უფლებამოსილი პირი

სახელი გვარი

პირადი ნომერი:

-- / -- / ----

კომპანია ____________ ____________ კლიენტი

ვადასტურებ, რომ სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული ინფორმაცია არის უტყუარი

კომპანია ____________ ____________ კლიენტი