ტრამპის სიტყვებმა დოლარის ზრდა გამოიწვია

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
ტრამპის სიტყვებმა დოლარის ზრდა გამოიწვია

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას მოუწევს ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდა, დოლარზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ინვესტორებმა ტრამპის სიტყვები აღიქვეს, როგორც აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გაგრძელების ნიშანი, რამაც რისკებისადმი მათი აპეტიტი შეამცირა. შესაბამისად, მათ ურისკო აქტივების, მათ შორის, დოლარის შესყიდვა დაიწყეს.

გარდა ამისა, ტრამპის სხვა გამონათქვამმა, რომელიც ბრექსიტის თემას შეეხებოდა, სტერლინგის კურსის ვარდნა გამოიწვია. მისი თქმით, ხელშეკრულება, რომლითაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, შეერთებულ შტატებთან მისი ვაჭრობის გართულება შეუძლია.

ტრამპმა „უოლ სტრიტ ჯორნელთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზრით, იძულებული გახდება, ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები კვლავ გაზარდოს. ლაპარაკია 200 მილიარდ დლარის ღირებულების პროდქუციის სიაზე, რომლებზეც ტარიფები 10-დან 25 პროცენტამდე გაიზრდება.

რა თქმა უნდა, ტარიფების მორიგი ზრდა, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაართულებს. შესაბამისად, ეს მსოფლიო ეკონომიკას დაასუსტებს, რასაც ინვესტორები ყველაზე მეტად უფრთხიან.

შექმნილ სიტუაციაში, დლარის ინდქსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 0.2 პროცენტით, 97.28-მდ გაიზარდა, რაც ბოლო ორი კვირის უმაღლესი მაჩვენებელია.

G20-ის სამმიტის ფარგლებში, რომელსაც ბუენოს აირესი (არგენტინა) უმასპინძლებს, დონალდ ტრამპის და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენის შეხვედრა 30 ნოემბერს უნდა გაიმართოს. რა თქმა უნდა, განსახილველი საკითხი, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული პრობლემებია. და თუ ისინი რაიმე შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებენ, მაშინ ტარიფების ესკალაციის მორიგი ეტაპი დაიწყება.