ტრამპი: აქციების კლება კორექციაა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე
სიახლეები
ტრამპი: აქციების კლება კორექციაა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აქციების ფასების კლება „ჩვეულებრივი კორექციაა“, რომელსაც ბაზარი დიდი ხანია ელოდა. და მანვე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ფედრეზერვის პოლიტიკა, რომელიც დოლარზე განაკვეთის ზრდაში გამოიხატება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპის მიერ სიტყვა „კორექციის“ გამოყენება იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ აქციების გაყიდვები გაგრძელდება. სააქციო ბაზარზე კორექცია, ბოლო 52 კვირის მაქსიმალური მაჩვენებლიდან, დაახლოებით 10 პროცენტით კლებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, აშშ-ის მთავარ ინდექსებზე სწორედ კლების პროცესი უნდა იყოს დაწყებული.

ახლანდელი მდგომრეობით, S&P 500 20 სექტემბრის შემდეგ, როცა ყველა დროის მაქსიმუმი დააფიქსირა, 5 პროცენტით არის შემცირებული. შედარებისთვის, „ნასდაკ-მა“ 29 აგვისტოს მაქსიმალური ნიშნულიდან, 8.5 პროცენტით დაიკლო. სააქციო ინდექსების ვარდნის მთავარ მიზეზად, სახაზინო ბონდების მომგებიანობის ზრდა სახელდება. გარდა ამისა, აშშ-ის ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდა, ფედრეზერვს დოლარზე განაკვეთის აწევის სტიმულს აძლევს.

„სინამდვილეში, ეს არის კორექცია, რომელსაც ბაზარი დიდხანს ელოდა. მაგრამ მე არ ვეთანხმები იმას, რასაც ფედრეზერვი აკეთებს“, - რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა ტრამპმა.

სან ფრანცისკოში ბაზირებული „უედბუშ სეკურიტიზის“ ვიცე პრეზიდენტი სტივ მასოკა ვარაუდობს, რომ სააქციო ბაზრის ვარდნა მოკლევადიანია. თუმცა ინვესტორების ნაწილი, პროგნოზირებისას უფრო ფრთხილობს. მათ შორისაა ნუ იორკში ბაზირებული „ბრუდერმან ასსეტ მენეჯმენტის“ ბაზრების მთავარი სტრატეგი ოლივერ პურში, ვისი ვარაუდითაც, შესაძლოა სახეზეა კორექციის საწყისი ეტაპი.